31/03/2026
ნინო სინჯიკაშვილი | ხაზინის უფროსი ბუღალტერი
💭18 წლის ნინოს ექიმობა უნდოდა. დღეს კი ფინანსების სფეროში ვარ და ზუსტად ვიცი — ცხოვრება ყოველთვის იმ გზაზე გაყენებს, სადაც საბოლოოდ პოულობ საკუთარ თავს.
〰️
2004 წელი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ეს იყო დრო, როცა ბევრი რამ თავიდან გადავაფასე — დავტოვე თბილისი, გადავედი ბოლნისში და სრულიად ახალ გარემოში დავიწყე ცხოვრება. სწორედ მაშინ გავხდი არემჯის ნაწილი — ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს ყოველდღიურობად, გამოცდილებად და საბოლოოდ, ჩემს ისტორიად იქცა. 🏘️
🖇️იმ დროს კომპანია სულ 102 თანამშრომლისგან შედგებოდა და ჩემი როლიც მრავალფეროვანი იყო — ვიყავი ხაზინადარი, ფინანსური დირექტორის თანაშემწე, ვმუშაობდი ხელშეკრულებებზე და კადრების მიმართულებითაც. ეს იყო პერიოდი, როცა ერთდროულად ბევრს ვსწავლობდი და ნელ-ნელა ვიაზრებდი, რამდენად დიდ პასუხისმგებლობას ვიღებდი საკუთარ თავზე. წლებთან ერთად ეს პასუხისმგებლობა ნდობაში გადაიზარდა და 2012 წელს დავინიშნე ხაზინის უფროს ბუღალტრად. მეამაყება, რომ ჩემ მიერ შექმნილი ფინანსური სამუშაო ფაილები პრაქტიკული გამოდგა და ჩვენს ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია წარმატებით იყენებს. 📄
👩🏻💻 ჩემი ყოველი სამუშაო დღე ფინანსური დირექტორისთვის ანგარიშის წარდგენით იწყება - ეს არის კომპანიის მიმდინარე საერთო ფინანსური სურათი. ამის შემდეგ, ვინაწილებთ დღის წესრიგში არსებულ დავალებებს და გუნდურად ვიწყებთ შესრულებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს გუნდურობაა, როცა ერთმანეთის გვესმის, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და საბოლოო შედეგიც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. სწორედ ჩემი გუნდი და დანარჩენი კოლეგები არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც სამსახურში მოსვლა ყოველდღიურად მიხარია.
22 წლის განმავლობაში არაერთი რთული ეტაპი გამოვიარე. იყო მომენტები, როცა თითქოს ყველაფერი ერთდროულად რთულდებოდა, მაგრამ სწორედ ამ სირთულეებმა მასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი — მოთმინება, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი თავის რწმენა. მივხვდი, რომ შეცდომები არ უნდა გვაშინებდეს — პირიქით, სწორედ ისინი გვზრდიან.
💭ცვლილებები ყოველთვის შიგნიდან იწყება:
💠როცა პასუხისმგებლობას იღებ და არ გაურბიხარ
💠როცა გონებასთან ერთად გულსაც უსმენ და ისე მოქმედებ.
დღეს ჩემი მთავარი საზომი ჩემი გუშინდელი მეა. ყოველდღე ვცდილობ, მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვიყო — მშვიდად, თანმიმდევრულად და გულით. 💗
ოდესღაც ხატვა იყო ჩემი სამყაროს მთავარი ნაწილი — პროცესი, რომელიც დღემდე სიმშვიდესთან და საკუთარ თავთან დაბრუნებასთან ასოცირდება. ახლა კი კონდიტერიაში ვპოულობ ამ შეგრძნებას — ნამცხვრებისა და ტკბილეულის მომზადებაში, სადაც დეტალები, გემო, ვიზუალი და სერვირება თანაბრად მნიშვნელოვანია. 🧁 ეს ჩემთვის, თავისუფლების შეგრძნებისა და ფანტაზიის უსასრულობის კარგი სადემონსტრაციო საშუალებაა.