Bemoni - ბემონი

Bemoni - ბემონი Bemoni is a Leading Player in the Construction of Complex Infrastructure Projects in Georgia.

📢 სიამაყით გაცნობებთ, რომ კომპანია „ბემონმა” წარმატებით გაიარა ISO-ს ყოველწლიური აუდიტი და კვლავ სერტიფიკატების: ISO 900...
27/05/2026

📢 სიამაყით გაცნობებთ, რომ კომპანია „ბემონმა” წარმატებით გაიარა ISO-ს ყოველწლიური აუდიტი და კვლავ სერტიფიკატების: ISO 9001:2015 , ISO 45001:2018 და ISO 14001:2015 მფლობელია!
✅ ISO 9001:2015- ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მოითხოვს ორგანიზაციამ უზრუნველყოს პროცედურები მაღალი ხარისხის პროდუქციის/მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:
• განსაზღვროს საჭირო პროცესები;
• დაადგინოს ამ პროცესების თანმიმდევრობა;
• დოკუმენტურად აღწეროს თითოეული პროცესი;
• შეამოწმოს და გაანალიზოს ცალკეული პროცესი და მუდმივად გააუმჯობესოს სისტემის ეფექტურობა.
✅ ISO 45001: 2018- ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემა
გამოიყენება ჯანდაცვისა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების მართვისათვის. სისტემა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას აკონტროლოს სამუშაო გარემოში არსებული რისკები და გააუმჯობესოს მართვის პროცესი.
✅ ISO 14001:2015 - გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა ეხმარება კომპანიას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური ასპექტების რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში. აღნიშნული სისტემა ძირითადად ეფუძნება ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს და ბიზნესის ეფექტური მართვის პროცესში ითვალისწინებს საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს.
📢 We are proud to announce that Bemoni has successfully completed its annual ISO certification audit and renewed its ISO 9001:2015, ISO 45001:2018, and ISO 14001:2015 certificates.
✅ ISO 9001:2015 – Quality Management System mandates a company to provide procedures ensuring high-quality products/services, namely to:
• Determine necessary processes;
• Specify the sequence of these processes;
• Document each process;
• Inspect and analyze each process and continuously improve the system efficiency.
✅ ISO 45001: 2018 – Occupational Health and Safety Management System is used for the management of occupational health and safety environment. The system allows a company to control the risks present in the work environment and improve the management process.
✅ ISO 14001:2015 – Environmental Management System helps a company identify and assess the ecological risks associated with environmental protection. This system is mainly based on the requirements of ISO 9001 standard and accounts for the activity’s environmental impact in the process of effective business management.

🇬🇪 კომპანია ბემონი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! #26მაისი  #ესდღეჩვენია
26/05/2026

🇬🇪 კომპანია ბემონი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
#26მაისი #ესდღეჩვენია

📣გაცნობებთ, რომ დასრულდა „ხრამჰესი 2“- ის ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტი.პროექტის ფარგლებში განხორციელ...
11/05/2026

📣გაცნობებთ, რომ დასრულდა „ხრამჰესი 2“- ის ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა „ხრამჰესი 2“- ის დღეღამური რეგულირების აუზის, „ჭოჭიანის“ ჰიდროკვანძისა და წყალგამტარი ხიდის (აკვედუკის) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამუშაოები მოიცავდა:
✔️ დაზიანებული ვერტიკალური ბეტონის ზედაპირების დამუშავებას, არმირებასა და ტორკრეტირებას;
✔️ დაზიანებული ჰორიზონტალური რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟს, აღდგენასა და ბეტონირებას;
✔️ „ჭოჭიანის“ აკვედუკის მილის გვირაბთან შეერთების პორტალის არმირებასა და ბეტონირებას;
✔️ აკვედუკის მილის ქვიშა-ჭავლით დამუშავებასა და სპეციალური ანტიკოროზიული საღებავით შეღებვას.
პროექტის მიზანი იყო ჰიდროტექნიკური ნაგებობების მდგრადობის, უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის საიმედოობის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს მათ გრძელვადიან და საიმედო ფუნქციონირებას.
#ბემონი #ავაშენებთ

📣 სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს „ზემო ვინდის“ დაკვეთით, კომპანია „ბემონმა“ კასპის მუნიციპალიტეტში წარმატებით განახორციელა ...
16/04/2026

📣 სიამაყით გაცნობებთ, რომ შპს „ზემო ვინდის“ დაკვეთით, კომპანია „ბემონმა“ კასპის მუნიციპალიტეტში წარმატებით განახორციელა ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ფარგლებში შესრულდა როგორც სამშენებლო, ისე ელექტრული სამუშაოები.
ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 18.75 მგვტ - ს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება - 67.20 მილიონ კვტ·სთ-ს, რაც მნიშვნელოვანი წვლილია ქვეყნის განახლებადი ენერგიის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში შესრულდა:
✅ 3.4 კმ მისასვლელი გზის მოწყობა;
✅ 3 ქარის ტურბინის საძირკვლის მშენებლობა;
✅ ახალი 35 კვ ქვესადგურის მშენებლობა;
✅ ქვესადგურების „კასპი 110“ და „წევა 110“ რეკონსტრუქცია;
✅ 4.5 კმ სიგრძის 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და 5 კმ სიგრძის 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია.

⚡️ სადგურის ქსელთან ინტეგრირების პროექტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
✔️ სადგურის ქსელის სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის სიმულაცია;
✔️ აქტიური სიმძლავრის კოეფიციენტის ანგარიში და სიმულაცია;
აღნიშნულ ქსელთან ინტეგრირების პროექტის საფუძველზე, შეირჩა და დამონტაჟდა სტატიკური კომპენსატორი (SVG), რომელიც სადგურს ძაბვის ავტომატურ რეგულირებაში ეხმარება.

აღნიშნული პროექტი, საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური გახლავთ, რომელიც კერძო ინვესტიციით განხორციელდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის სრულად ქართული კაპიტალით არის შესრულებული, რაც მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს როგორც კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.
#ბემონი #ავაშენებთ #ენერგეტიკა

,,ბემონი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
11/04/2026

,,ბემონი” გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

⚫ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებას. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!
18/03/2026

⚫ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებას.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!

12/03/2026

ბემონის მმართველი დირექტორი - გიორგი მირცხულავა გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი''
იხილეთ სრულად 👇
#ბიზნესპარტნიორი #ბემონი

06/02/2026

ბემონის მმართველი დირექტორი - გიორგი მირცხულავა გადაცემაში ,,საქმის კურსი''
ინტერვიუ იხილეთ ვრცლად 👇

#ბემონი

📣 ბემონის გუნდში კიდევ ერთი ვაკანსია გვაქვს! 👇
30/01/2026

📣 ბემონის გუნდში კიდევ ერთი ვაკანსია გვაქვს! 👇

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

✍️ინჟინერიისა და მშენებლობის კომპანია Bemoni - ბემონი გახდა CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის პარტნიორი.💚 მადლობას ვუხდი...
27/01/2026

✍️ინჟინერიისა და მშენებლობის კომპანია Bemoni - ბემონი გახდა CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდის პარტნიორი.

💚 მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

Address

24B Al. Kazbegi Avenue
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bemoni - ბემონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Bemoni - ბემონი:

Share