12/05/2026
ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების განვითარება ახალ შესაძლებლობებს ქმნის კომპიუტერული მეცნიერების და კიდევ უფრო ფართო სამყაროსთვის.
AI მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სამუშაო პროცესებს იმით რომ ადამიანის ჩართულობის აუცილებლობას ამცირებს - შესაბამისად ამცირებს შედეგის მიღების დროს და დახარჯული რესურსების რაოდენობას.
დღეისათვის AI - ს უკვე შეუძლია გააანალიზოს, შექმნას და დააორგანიზოს პროგრამული კოდი. მიღებული შედეგის ხარისხი კი სულ უფრო უმჯობესდება და სულ უფრო ნაკლები პროგრამისტი წერს სულ უფრო ნაკლებ კოდს. პროგრამისტის პროფესია გარდაიქმნა, კოდის წერის კომპონენტი მაქსიმალურად მცირდება და ინჟინრების უმეტესობა AI ხელსაწყოებისა თუ აგენტური სისტემების მართვაზე ფოკუსირდება.
ამ პერსპექტივიდან ისე ჩანს რომ თითქოს პროგრამირების სწავლას აზრი აღარ აქვს - თუმცა ამაზე მცდარი აზრი იშვიათად თუ შეგხვდებათ ცხოვრებაში. საქმე იმაშია რომ ის ადამიანი ვინც კოდის წერა იცის და პროგრამირებას არ უშინდება, წარმოუდგენლად უკეთეს შედეგებს იღებს AI - ხელსაწყოებისგან ვიდრე სხვები.
AI - ს სჭირდება მართვა და ჩართულობა, ის თავისით არაფერს აკეთებს და დავალებებს ადამიანებისგან იღებს. სწორად დასმული დავალებების ჯაჭვის შექმნა მხოლოდ კომპიუტერულ მეცნიერებასა და პროგრამირებაში გათვითცნობიერებულ ადამიანებს შეუძლიათ.
ამიტომ იქმნება ტექნოლოგიური ენთუზიასტების და ელიტური სუპერ პროფესიონალების 2 სრულიად განსხვავებული ჯგუფი:
1. ისინი ვინც პროგრამირება არ იციან და კომპ.მეცნიერებაში ვერ ერკვევიან. შეუძლიათ AI - ს გამოყენებით პროგრამული პროდუქტებისა და სისტემების შექმნა, თუმცა არ შეუძლიათ შექმნილი კოდის წაკითხვა, გააზრება და ხარისხის კონტროლი. არ იციან კოდის წერისთვის საჭირო სწორი მიდგომები და არ აქვთ რეალური, მასშტაბირებადი სისტემების ასამუშავებლად საჭირო კომპეტენციები. ასეთი ტექნოლოგიური ენთუზიასტების არსებობა აუცილებელია რადგან ისინი შექნიან მილიარდობით პატარა პროგრამებს და გარდაქმნიან იდეებს პროტოტიპებად.
2. თუმცა პროტოტიპიდან რეალური პროდუქტის შექმნამდე დიდი გზაა გასავლელი და აქ შემოდის უკვე გამოცდილი და კომპეტენტური პროგრამული ინჟინრის როლი. გამოცდილი პროგრამისტი კიდევ უფრო დაფასებული ხდება ვიდრე ოდესმე და ფაქტობრივად ახალ - ელიტარულ დონეზე გადადის ასეთი პროფესიონალის საქმიანობა როგორც ტექნოლოგიური ისე ფინანსური კუთხით.
თუ ადრე პროგრამისტობა კარგ პროფესიად ითვლებოდა რადგან საკმაოდ სწრაფად შეგეძლო მუშაობის დაწყება და კარგი ანაზღაურება გქონდა, დღეს ეს ასე აღარ არის.
მუშაობის დაწყებას დაახლოებით 10-ჯერ მეტი კომპეტენცია და რეალურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება სჭირდება. აქვე უნდა ითქვას რომ თუ ამ გზას გაივლი, ჯილდო გაცილებით დიდია ვიდრე უბრალოდ სამსახურის პოვნა - ის ვინც მოახერხებს და მიიღებს სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას, ნაკლებს იწუწუნებს, AI - ს ლანძღვას მოეშვება და ამ ხელსაწყოების პირადი განვითარებისთვის გამოყენებას ისწავლის - მიაღწევს ისეთ შედეგებს რაც აქამდე წარმოუდგენელიც კი იყო პროგრამისტის სტანდარტულ კარიერაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეისათვის კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების სწავლა აღარ არის ყველასთვის საჭირო და აუცილებელი. მაგრამ კომპიუტერულ მეცნიერებასა და კოდის წერაში კომპეტენციის შეძენა არის ელიტური ბილიკი ახალი, სუპერ პროფესიის შესაძენად.
ისინი ვინც ადრე მხოლოდ მარტივი ფულის შივნის მიზნით სწავლობდნენ პროგრამირებას იტყვიან რომ აზრი აღარ აქვს და მთლიანად AI - ს გამოყენებაზე ფოკუსირდებიან. მიაღწევენ მცირე ან საშუალო დონის კომპეტენციას და მიიღებენ შესაბამის შედეგებს. ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისი იქნება რომ თავი პროფესიონალებად იგრძნონ.
შენ თუ გაცილებით ღირებული და დაფასებული, ელიტური სუპერ პროფესიის ათვისება გაინტერესებს, მაშინ შენი გზა სხვაა. შენთვის კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების საფუძვლების სწავლა იმდენად მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. შენნაირი ცოტაა და გამორჩეულად ძვირფასი.
სწავლა და ბრძოლა 🔥✊