17/06/2021
❓ ხშირად გვეკითხებიან რა განსხვავება არის ინვერტერიან და არა ინვერტერიან კონდენციონერებს შორის. დაბლა მოცემულია ინფორმაცია მათ შორის განსხვავებაზე, რომ უკეთ შეძლოთ თქვენთვის სასურველი არჩევანის გაკეთება ☺️
🔵 კომპრესორის აგრეგატი
მთავარი განსხვავება ინვერტერიან კონდენციონერსა და არა ინვერტერიანს შორის არის ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატის ცვლადი სიჩქარის კომპრესორი, (აგრეგატი.კომპრესორი არის კონდენციონერის აგრეგატის ის ნაწილი რომელიც მაცივებელ აირს კუმშავს თხევად ფორმაში.
როდესაც ეს ხდება, მაცივებელი იწყებს გაგრილებას, რაც წარმოქმნის გრილ ჰაერს რომელიც არეგულირებს ოთახის ტემპერატურას) რომელიც არეგულირებს მაგრილებელ ნაკადს მუშაობის სიმძლავრის გასაკონტროლირებლად, საჭიროებისდა მიხედვით. იყენებს ცვლად სიხშირის სენსორს ძრავის სიჩქარის დასარეგულირებლად, რაც არეგულირებს მაგრილებელ ნაკადს აგრეგატის შიგნით ზუსტად სასურველი ტემპერატურის უზრუნველსაყოფად. ეს ამცირებს ხშირ ჩართვა-გამორთვის პროცესს. ინვერტერიანი კონდენციონერები მუშაობენ კონტროლირებადი კომპრესორის აგრეგატით. როდესაც გათბობა ან გაგრილება გვსურს, კომპრესორი მუშაობს უფრო მძლავრად და თანდათანობით სასურველ ტემპერატურასთან მიახლოვებასთან ერთად უკლებს სიმძლავრეს. მუშაობს მუდმივად მაგრამ არა სრული დატვირთვით ყოველთვის, როგორც ეს არა ინვერტერიანი კონდენციონერის შემთხვევაშია.
არა ინვერტერიან კონდენციონერის აგრეგატს აქვს ფიქსირებული კომპრესორის ძრავა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპრესორი ავტომატურად ირთვება და ითიშება იმის მაგივრად რომ მუშაობდეს საჭირო სიმძლავრით. რადგანაც არ აქვს კომპრესორის კონტროლის ფუნქცია, მუშაობს ან სრული სიმძლავრით ან საერთოდ არა; ოთახის სასურველი ტემპერატურის ყოველი დაწევა-აწევისას ირთვება ახლიდან და მუშაობს სრული სიმძლავრით, სასურველი ტემპერატურის მიღწევისას კი ითიშება. მარტივად რომ ვთქვათ, არა ინვერტერიანი კონდენციონერი მუშაობს ,,ან ყველაფერი, არ არაფერის'' პრინციპით.
🔵ენერგო ეფექტურობა
მეორე მთავარი განსხვავება ინვერტერიან და არა ინვერტერიან კონდენციონერს შორის არის ის თუ როგორ მუშაობენ ისინი ოთახის ტემპერატურაში. ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატში გათბობა-გაგრილება არის ავტომატური პროცესი რადგან აგრეგატში სენსორი არეგულირებს ენერგიის მოხმარებას ოთახის ტემპერატურის მიხედვით რაც ავტომატურად ამცირებს ელექტრო ენერგიის მოხმარებას და ხდის მას მეტად ენერგო ეფექტურს ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი. არა ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატი გადის მუდმივი ჩართვა-გამორთვის პროცესს რომ შეინარჩუნოს სასრუველი ტემპერატურა ოთახში რაც მას ხდის ნაკლებად ეკო-მეგობრულს.
რადგანაც ინვერტერიანი კონდენციონერი აკონტროლებს კომპრესორის სიჩქარეს და ცვლის ტემპერატურას საჭიროებისდა მიხედვით, ინვერტერიანი კონდეცნიონერი კარგი არჩევანია თუ გსურთ ელექტრო ენერგიის დაზოგვა, რადგან ენერგიის მოხმარებას ამცირებს. რა სისტემითაც არა ინვერტერიანი კონდენციონერი მუშაობს იწვევს ზედმეტ და არა საჭირო ენერგიის გამოყენებას და ხშირ შემთხვევაში გიწევთ ზედმეტის გადახდა გადასახადებში. ინვერტერიანი კონდენციონერი გეხმარებათ თვიურად ელექტრო ენერგიის დაზოგვაში და ამის გამო ინვერტერიანი კონდენციონერი მიიჩნევა გარემოსთვის უსაფრთხო სისტემად რადგან იყენებს 30-50% ით ნაკლებ ენერგიას ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი.
🔵ხმაური
ინვერტერიანი კონდენციონერის გათბობა-გაგრილების სიმძლავრე დამოკიდებულია ოთახის შიდა და გარე ტემპერატურაზე. რადგანაც კომპრესორი აგრეგატში არ ირთვება ისე ხშირად როგორც არა ინვერტერიან კონდენციონერში, მუშაობას განაგრძობს საშუალო ტემპერატურაზე მუდმივად, შედეგად არის ბევრად ჩუმი მუშაობისას. არა ინვერტერიანი კონდენციონერი ნაკლებად ეფექტურია ავტომატური ჩართვა-გამორთვის რეჟიმის გამო, შესაბამისად მუშაობისას ბევრად ხმაურიანია.
🔵ღირებულება
ინვერტერიანი კონდენციონერის აგრეგატი უახლოესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული რაც შესაბამისად ნიშნავს რომ მისი ღირებულება არა ინვერტერიანთან შედარებით მეტია. თუმცა, არა ინვერტერიანი კონდენციონერის დაყენება ალბათ ბევრად მეტი ღირებულების გამოდის, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ინვერტერიანი კონდენციონერი მისი ელექტრო ენერგიის ეკონომიური მოხმარების შედეგად ზოგავს 30%-50% ელექტრო ენერგიის საფასურს და უკეთესი ძრავის სისტემის გამო ბევრად გამძლეა ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი.
🔵ტექნიკური პარამეტრები
ინვერტერიანი კონდენციონერი არის უფრო მორგებული და კომფორტული მისი კონტროლირებადი კომპრესორის სისტემის გამო. ინვერტერიანი კონდენციონერი მოერგება თქვენთვის სასურველ ტემპერატურას და დაარეგულირებს პროცესებს იმის მიხედვით თუ რას გრძნობს თერმოსტატი. ეს მოქნილობა ინვერტერიან კონდენციონერს უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს ვიდრე არა ინვერტერიანი კონდენციონერი, რომელსაც აქვს ფიქსირებული, არა კონტროლირებადი სისტემა. თუმცა ზოგადად, ორივე, ინვერტერიანი და არა ინვერტერიანი კონდეციონერი კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს ოთახის გაგრილებაში.