Astorios Georgia

Website

Astorios Georgia ASTORIOS Holding Inc. (ასტორიოს ჰოლდინგ ინქ) აშშ. ფოტოელექტრული მოდულებისა (PV modules) და ენერგიის შემნახავი ბატარეის სისტემების (BESS) მაწარმოებელი კომპანია.

მეფრინველეობა საიმედო და უწყვეტ ენერგიას მოითხოვს. ASTORIOS-ის მზის ელექტროსადგური გამომუშავებული მწვანე ენერგიით საწარმ...
30/10/2026

მეფრინველეობა საიმედო და უწყვეტ ენერგიას მოითხოვს. ASTORIOS-ის მზის ელექტროსადგური გამომუშავებული მწვანე ენერგიით საწარმოო გარემოს სრულად ამარაგებს.

მზის ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისას მნიშვნელოვანია გყავდეთ სანდო პარტნიორი. თანამედროვე ტექნოლოგიები, მრავალწლიანი ს...
27/10/2026

მზის ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებისას მნიშვნელოვანია გყავდეთ სანდო პარტნიორი.

თანამედროვე ტექნოლოგიები, მრავალწლიანი საინჟინრო გამოცდილება და გრძელვადიან მუშაობაზე ორიენტირებული მიდგომა - ASTORIOS-თან პარტნიორობის უპირატესობებია, რომლითაც თქვენ სარგებლობთ.

ერთად შევქმნათ თქვენი შემდეგი ენერგეტიკული პროექტის მყარი საფუძველი.

მზის ელექტროსადგური გრძელვადიანი ინვესტიციაა. რეგულარული მონიტორინგი, პრევენციული მოვლა და დროული ტექნიკური მხარდაჭერა ე...
23/10/2026

მზის ელექტროსადგური გრძელვადიანი ინვესტიციაა. რეგულარული მონიტორინგი, პრევენციული მოვლა და დროული ტექნიკური მხარდაჭერა ეხმარება მას, შეინარჩუნოს ეფექტურობა სრული საექსპულატაციო პერიოდის განმავლობაში.

ASTORIOS გთავაზობთ თქვენს სისტემაზე მორგებულ პროფესიონალურ O&M მომსახურებას.

მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა ზაფხულის სეზონთან ერთად არ მთავრდება.ღრუბლიან ამინდშიც ASTORIOS-ის პანელები დღის...
20/10/2026

მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა ზაფხულის სეზონთან ერთად არ მთავრდება.

ღრუბლიან ამინდშიც ASTORIOS-ის პანელები დღის სინათლის გამოყენებით ელექტროენერგიასგამოიმუშავებენ. ზამთარში გამომუშავება ამინდზე, დღის ხანგრძლივობასა და მზის პანელებზეთოვლის საფარის არსებობაზეა დამოკიდებული, თუმცა სეზონის ცვლილება გენერაციას არ აჩერებს.

ASTORIOS-ის მზის მოდულების მექანიკური დატვირთვისა და სეტყვის ზემოქმედებისადმიმდგრადობა შესაბამისი ტესტებით მოწმდება. სწორად დაპროექტებული და დამონტაჟებულისისტემა კი ცვალებად ამინდში საიმედო მუშაობას უწყობს ხელს.

16/10/2026

ASTORIOS-ში ხარისხის კონტროლი წარმოების ბოლო ეტაპამდეა უზრუნველყოფილი. ჩვენი გუნდი თითოეულ მოდულს ფრთხილად ათავსებს პალეტზე და საიმედოდ ფუთავს, რათა დაიცვას მისი ხარისხი და უსაფრთხოდ მოამზადოს ტრანსპორტირებისთვის. წარმოებიდან მიწოდებამდე, თითოეულ ეტაპზე იგრძნობა ASTORIOS-ის სტანდარტი და ყურადღება დეტალებისადმი.

12/10/2026

მზის ელექტროსადგურის ეფექტურობა იწყება პროფესიონალური მონტაჟით და გრძელდება მისი სწორი მოვლით.

ASTORIOS-ის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების ფარგლებში (O&M), ჩვენი გუნდი აფასებს ობიექტის მდგომარეობას, უზრუნველყოფს სახურავზე უსაფრთხო წვდომას და თითოეულ მოდულს შესაბამისი პროფესიონალური აღჭურვილობითა და კონკრეტულ სისტემაზე მორგებული მეთოდით წმენდს. მტვერი, ჭუჭყი თუ სხვა სახის დაბინძურება ფრთხილად იწმინდება ისე, რომ არ დაზიანდეს მოდულების ზედაპირი, ჩარჩოები, გაყვანილობა ან სახურავის კონსტრუქცია.

წმენდისთვის გამოიყენება რბილი, არამხეხავი ჯაგრისი, სუფთა წყალი და მხოლოდ pH-ნეიტრალური საწმენდი საშუალება. დაუშვებელია ხისტი ან მეტალის ჯაგრისის, მხეხავი ღრუბლისა და ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენება.

ფოტოელექტრულ მოდულზე დადგომა ან ფეხის დაბიჯება მკაცრად აკრძალულია — მათ შორის წმენდის დროსაც. ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უხილავი მიკრობზარები, მინისა და დამცავი ფენების დაზიანება, შიდა ელექტრული კავშირების დარღვევა, სიმძლავრის შემცირება და მოდულის ნაადრევი მწყობრიდან გამოსვლა.

პროფესიონალური წმენდა ამცირებს წარმადობის დანაკარგებს და ხელს უწყობს ელ. სისტემის სტაბილურ, გრძელვადიან მუშაობას.

06/10/2026

ASTORIOS-ის მიერ წარმატებით დამონტაჟებული 6.5 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური.
დასრულებული სისტემა ობიექტის არსებულ ინფრასტრუქტურის ნაწილია. ფართომასშტაბიანი მზის ენერგოსისტემა ეფექტურად იყენებს ხელმისაწვდომ სივრცეს და ქმნის გრძელვადიან ენერგეტიკულ ღირებულებას.

28/09/2026

ASTORIOS-ის წარმოების მთავარი პრინციპია, რომ სიზუსტე და ხარისხი დაცული იყოს წარმოების თითოეულ ეტაპზე.

უკანა დამცავი ფენის ავტომატური ჭრა და განთავსება, ვიზუალური შემოწმება, წებოვანი მასალის დატანა, ჩარჩოს მონტაჟი, შემაერთებელი კოლოფის ჰერმეტიზაცია და პოლიმერიზაცია ერთიან, უწყვეტ პროცესს ქმნის - რაც ASTORIOS-ის თითოეულ მოდულში სიმტკიცეს, დაცულობასა და სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს.

თითოეული ფენის სწორი განლაგება დაცულია. თითოეული შეერთება - საიმედო და ხაარისხიანია. თითოეული მოდული - მზადაა ხანგრძლივი და სტაბილური მუშაობისთვის.

ერთი პარტნიორი. ყველა ეტაპი. სრულყოფილი მზის ელექტროსადგური.ASTORIOS სრულად მართავს პროექტის განხორციელების პროცესს: ობი...
23/09/2026

ერთი პარტნიორი. ყველა ეტაპი. სრულყოფილი მზის ელექტროსადგური.

ASTORIOS სრულად მართავს პროექტის განხორციელების პროცესს: ობიექტის შეფასებას, ენერგეტიკულ ანალიზს, სისტემის პროექტირებას, აღჭურვილობის შერჩევასა და შესყიდვას, სამონტაჟო კონსტრუქციების მოწყობას, მზის მოდულების განთავსებას, DC და AC კაბელირებას, ინვერტორებისა და დამცავი სისტემების ინტეგრაციას, მონიტორინგის სისტემის გამართვას, ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვებას.

თითოეული დასრულებული ელექტროსადგური მფლობელს სრულ ტექნიკურ და შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცემა. აღნიშნული დოკუმენტაცია მოიცავს სისტემის ექსპლუატაციისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის, შეკეთების, აღდგენისა თუ სამომავლო განახლებისთვის საჭირო ინფორმაციას.

თითოეული კომპონენტი ყურადღებითაა შერჩეული. ყველა ეტაპი ზუსტადაა შესრულებული. თითოეული დეტალი დოკუმენტირებულია — უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი ფუნქციონირებისთვის მრავალი წლის განმავლობაში.

სრულყოფილი და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული მზის ენერგოსისტემისთვის აირჩიეთ ASTORIOS.

21/09/2026

საშუალო ძაბვის სადგურის შიგნით თითოეული კომპონენტი ერთიანი ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას უზრუნველყოფს.

თითოეული პროექტის ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, ASTORIOS განსაზღვრავს და უზრუნველყოფს საშუალო ძაბვის სადგურის სწორ განთავსებას, ელექტრულ ინტეგრაციასა და ექსპლუატაციაში გაშვებას.

კაბელების დაერთების სიზუსტე, ინტეგრირებული დაცვის მექანიზმები და კოორდინირებული მართვის სისტემები უსაფრთხო, სტაბილურ და გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს.

Address

108 Zakaria Paliashvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Astorios Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Nearby engineering companies