15/02/2023
🎉 ქართული ალპინიზმი 100 წლისაა
🇬🇪 1923 წლის გიორგი ნიკოლაძის მიერ მყინვარზე განხორციელებული ექსპედიცია, რა თქმა უნდა არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველებმა მიაღწიეს ყაზბეგის 5000 მეტრი სიმაღლის თოვლიან წვერს, მაგრამ ექსპედიცია, რომელიც ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდებოდა და რომელიც დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სტუდენტებითა და მოსწავლეებით, იყო პირველი დიდი განაცხადი ქართული მთამსვლელური საზოგადოების შექმნისა, რომელიც სათანადო კონკურენციას გაუწევდა ევროპის საუკეთესო ალპინისტურ ერთობებს 🏔️
🏞️ მე-19 საუკუნეში ხევისა და სვანეთის რეგიონების მონადირეები და გლეხები სისტემატიურად ასრულებენ გამყოლის ფუნქციას ევროპელი ალპინისტებისთვის და კავკასიონზე ევროპული ექსპედიციების წარმატების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ.
🥾 საბჭოთა კავშირის პერიოდში, ქართველმა ალპინისტებმა, გიორგი ნიკოლაძემ, ალექსანდრა ჯაფარიძემ, იაგორ კაზალიკაშვილმა და სხვებმა გაბედული ასვლები განახორციელეს ისეთ მწვერვალებზე, როგორიცაა უშბა და თეთნულდი, მიიღეს მონაწილეობა ექსპედიციებში ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებში და ხელი შეუწყვეს საბჭოთა/ქართული მთამსვლელობის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.
🏔️ დღეს ქართველი მთამსვლელები, აგრძელებენ მთამსვლელობის ამ ბრწყინვალე ისტორიას.