კომპანია "ლუკა" დაარსდა 2006 წელს ქ. ბათუმში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უცხოური ნედლეულის იმპორტს, დამუშავებას და მისგან მზა პროდუქციის მიღებას.
კომპანია "ლუკა" აწარმოებს თაბაშირ-მუყაოს ფილის პროფილების და აქსესუარების ნაირსახეობას. ასევე კომპანიააწარმოებს მაღალი ხარისხის მოთუთიებულ (გალვანიზირებული, შეღებილი) თუნუქისგან შენობა-ნაგებობების დასახურ სხვადასხვა სახის (დაღარულ, ტრაპეზს, კრ
ამიტს)მასალაბეს და მის აქსესუარებს.
კომპანია "ლუკა" აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული დანადგარებით რომელიც უზრუნველყოფს პროგრამულ დამუშავებას, ეს კი გაძლევთ შესაძლებლობას შეუკვეთოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ზომები როგორც პროფილის, ასევე დასახური მასალის.
ასევე კომპანია აღჭურვილია სხვადასხვა ტონიანი ტვირთამწეობის ამწეებით, რაც უზრუნველყოფს სათანადო და დროულ მომსახურებას.
კომპანიას საკუთრებაში გააჩნია რამოდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობით ხდება საქონლის როგორც უცხოეთიდან ჩამოტანა ასევე დამკვეთთან დროული მიწოდება.
ჩვენ შევქმენით ჯგუფი, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალებით და ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ იმ წერტილს, როცა ნებისმიერი კლიენტი მიიღებს იმაზე მეტს, ვიდრე ელის. გაძლევთ გარანტიას, რომ ფასი რომელსაც გთვაზობთ არის რეალური დაოპტიმალური.
კომპანია "ლუკას" მიერ წარმოებული პროდუქცია სერთიფიცირებულია.
კომპანია "ლუკა" წარმოადგენს KNAUF -ის რეგიონალურ დილერს აჭარაში და გთავაზობთ მის მიერ წარმოებულ თაბაშირ-მუყაოს ფილებს, ფითხებს, საშენ მასალებს როგორც საბითუმო ისე საცალო ფასებში.
გულწრფელად ვიმედოვნებთ რომ მოცემული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იქნება.
კეთილი სურვილებით!