05/06/2026
1933 წელს, სწორედ ამ სივრცეში, პირველ საამქროში განხორციელებულმა დნობამ ჩაუყარა საფუძველი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მრავალწლიან ინდუსტრიულ გზას.
დღეს ეს საამქრო არა მხოლოდ საწარმოო სიმძლავრის, არამედ იმ უწყვეტი ტრადიციისა და გამოცდილების სიმბოლოა, რომელსაც ჩვენი მეტალურგები თაობიდან თაობას გადასცემენ.