გარდაბნის თბოსადგური 2

გარდაბნის თბოსადგური 2 შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" დაფუძნდა 2016 წელს კორპორაციის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.

თბოსადგურის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 წლის მარტში სემეკ-მა გასცა შპს გარდაბნის თბოსადგური 2-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და შესაბამისად თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში 2020 წელს. მეორე თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე, გარდაბნის პირველი ენერგოეფექტური თბოსადგურის მსგავსად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 20

15 წელს, შეადგენს 230 მგვტ-ს. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. განხორციელებულ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო-სექტორის მდგრადობისთვის და მისი წარმატებული განვითარებისთვის.

“გარდაბნის თბოსადგური 2“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა.

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდა.
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლაა.

Address

დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ
Gardabani
1300

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322903933

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გარდაბნის თბოსადგური 2 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გარდაბნის თბოსადგური 2:

Share

Category