31/01/2026
📌კაცობრიობამ, ვენტილაციის სხვადასხვა საშუალებაზე ფიქრი ჯერ კიდევ გამოქვაბულის პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ადამიანმა გასათბობად საცხოვრებელში ცეცხლი შემოიტანა.
📌ძველი ეგვიპტელები ბუნებრივი გაგრილების მექანიზმად და ჰაერის გადასაადგილებლად, იყენებდნენ ე.წ. ხელის ვენტილატორებს. ასევე, პირამიდებში არის გვირაბები, რომლებიც აკავშირებს სამეფო სამარხებს გასასვლელთან. გვირაბები უზრუნველყოფდნენ ჰაერის ეფექტურ გაცვლას.
📌მინოსური პერიოდის ზოგიერთ ადრეულ ნაგებობაში კი, დახვეწილი დიზაინითა და სქემით შექმნილ პასიური ვენტილაციის სისტემა არსებობდა (მაგალითად Wind Towers), რაც შენობების გაგრილებისთვის გამოიყენებოდა.
📌რომაელებმა (ძვ. წ. III ს) შექმნეს პირველი იატაკქვეშა გათბობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპოკაუსტი.