29/06/2026
2026 წლის 16-18 ივნისს ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Breakbulk Europe 2026. საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს - Invest in Georgia-ს ორგანიზებით, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოდგენილი იყო საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ლოგისტიკის, სასაწყობე მომსახურებისა და საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მოქმედ სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად.
Breakbulk Europe წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ლოგისტიკის, სატრანსპორტო და ინდუსტრიული სექტორების წარმომადგენლებს და ქმნის ხელსაყრელ გარემოს პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
გამოფენის ფარგლებში ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა ზონაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მოქმედი საგადასახადო რეჟიმი და ინფრასტრუქტურული უპირატესობები. ასევე გაიმართა არაერთი საქმიანი შეხვედრა იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში საქმიანობის გაფართოებითა და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი.
From 16-18 June 2026, Hualing Free Industrial Zone participated in Breakbulk Europe 2026, held in Rotterdam, the Netherlands. Organized by Invest in Georgia, Georgia's investment promotion agency, Hualing FIZ joined the Georgian delegation alongside other Georgian companies operating in the logistics, warehousing and international transportation sectors.
Breakbulk Europe is one of the world's leading international events for the logistics, transport and industrial sectors, providing an important platform for networking, meeting potential investors and establishing new business partnerships.
During the exhibition, Hualing Free Industrial Zone showcased its investment opportunities, competitive tax regime and modern infrastructure to an international audience. The event also provided an opportunity to hold a number of productive meetings with companies interested in expanding their operations to Georgia and exploring cooperation opportunities within Hualing Free Industrial Zone.