პრაიმ ბეტონი • Prime Concrete

პრაიმ ბეტონი • Prime Concrete Operating with industry's best practices from around the world

გილოცავთ დამდეგ 2023 წელს! ✨
30/12/2022

გილოცავთ დამდეგ 2023 წელს! ✨

01/09/2022

📢სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, გიწვევთ მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც გსურთ ამ მიმართულებით სწავლა და განვითარება, პრაქტიკის გავლა.

თუ ჩააბარეთ შემდეგ მიმართულებებზე:

📍 მშენებლობა;
📍 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია;
📍 მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
📍 ტრანსპორტი;
📍 საინჟინრო გეოდეზია;
📍 ქიმია;
📍 წარმოება

მაშინ ეს შანსი თქვენთვის არის 😊

თეორიულ ცოდნასთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება (სტაჟირება ზაფხულის პერიოდში ან სწავლის პარალელურად) და კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა.

📑თუ თვლით რომ ხართ მონდომებული, აქტიური და მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის, შეგვეხმიანეთ: [email protected]

📣 ვაცხადებთ მსმენელების მიღებას  „სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის“ (Foreman) პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ტრენინ...
27/07/2022

📣 ვაცხადებთ მსმენელების მიღებას „სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის“ (Foreman) პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ტრენინგზე.

ტრენინგის მიზანია შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღზრდა რომლებიც:
⚙️ აცნობიერებენ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლის მოვალეობებს და ამოცანებს, შესაბამის კანონებს და რეგულაციებს;
⚙️ ახორციელებენ ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვას გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის და სამუშაოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების გათვალისწინებით;
⚙️ ახორციელებენ სამუშაო პროცესის ხარისხის, ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების კონტროლს;
⚙️ ახდენენ ანგარიშგებას, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

✅თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლება მშენებლობის მიმართულებით ან/და არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო სექტორში, ხართ დაინტერესებული განვითარებით და დასაქმების შესაძლებლობით, ეს პროგრამა თქვენთვისაა!

📍ტრენინგის ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი
📆ტრენინგის დაწყების თარიღი: 9 აგვისტო
⏱ტრენინგის ხანგრძლივობა: 7 კვირა, 42 სთ.

ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო და წარმატებულ მონაწილეებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

ტრენინგის შესახებ: სასწავლო პროგრამა შეიქმნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ერთობლივი პროექტის “სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამშენებლო სექტორში საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად თანამშრომლობის პლატფორმის პილოტირება” - ფარგლებში, კომპანია პრაიმ ბეტონთან მჭიდრო თანამშრომლობით.

აღნიშნული ტრენინგი უკვე მიმდინარეობს პირველი ნაკადის მსმენელებისთვის. ტრენინგს უძღვებიან კომპანია „პრაიმ ბეტონის“ გამოცდილი სპეციალისტები.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2022 წლის 3 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის“ (Foreman) მოკლევადიანი ტრენინგი.

✅ პირველი xBlock-ი ზღვაშია!📌 ფოთის პორტის შიდა აკვატორიის დამცავი მოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არსებულ ტალღ...
20/05/2022

✅ პირველი xBlock-ი ზღვაშია!

📌 ფოთის პორტის შიდა აკვატორიის დამცავი მოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არსებულ ტალღმტეხზე 7000 ცალი ახალი xBlock-ის ჩაწყობას.

📢 პრაიმ ბეტონმა xBlock-ების სერიული წარმოება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ეს საქართველოში პირველი საწარმოა, რომელიც დღეში 40 ცალ ტალღმტეხ ბლოკს უშვებს.

💪 ჩვენ ევროპული ინფრასრუქტურის მშენებლები ვართ!

#ფოთი #მშენებლობა #პორტი #ინფრასტრუქტურა

ჩვენი უპირობო მხარდაჭერა უკრაინას და მამაც უკრაინელ ხალხს!  რუსეთის აგრესია უკრაინაში არის დიდი ჰუმანიტარული მარცხი.  უკ...
07/03/2022

ჩვენი უპირობო მხარდაჭერა უკრაინას და მამაც უკრაინელ ხალხს!

რუსეთის აგრესია უკრაინაში არის დიდი ჰუმანიტარული მარცხი.

უკრაინელი ხალხი იბრძვის ზუსტად იმ ფასეულობებისთვის, რამაც გაგვაერთიანა ჩვენ ამ კომპანიაში და რისთვისაც თავდაუზოგავად ვშრომობთ.

ჩვენი მისია და ინსპირაცია ევროპული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. ევროპული ინფრასტრუქტურა არ გულისხმობს მხოლოდ ხარისხიან ხიდს ან ლამაზ ტროტუარს. ის ასევე გულისხმობს ევროპულ ეკოსისტემას - ინოვაციების, ზრდისა და შემოქმედების წამახალისებელ გარემოს თანამშრომლებისთვის, მომწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და მოქალაქეებისთვის. მხოლოდ ასეთ გარემოში, და მხოლოდ ერთმანეთზე და გარესამყაროზე ზრუნვით შეგვიძლია მივაღწიოთ ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას.

ჩვენ ჩვენს წილ ევროპას ვაშენებთ საქართველოში და კიდევ მეტს ავაშენებთ მომავალში. ყოველდღიური შრომა და ჩვენი ფასეულობებისთვის ბრძოლა არის ჩვენი წვლილი ამ პროცესში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და უკრაინის ევრო-ინტეგრაციისკენ მისწრაფებებს.

ჩვენ გვჯერა საქართველოს და უკრაინის მომავლის.

არა - ომს!

Our unconditional support to Ukraine and the brave Ukrainian people!

Russian aggression in Ukraine is a great humanitarian failure.

The Ukrainian people are fighting for the exact same values that have united us at Prime Concrete and for which we work selflessly.

Our mission and inspiration is to build European infrastructure. European infrastructure does not only mean a high-quality bridge or a beautiful sidewalk. It also refers to the European ecosystem - an environment that encourages innovation, growth, and creativity for employees, suppliers, clients, and citizens. Only in such an environment, and only by caring for each other and the external world, can we achieve sustainable development of infrastructure.

We are building our share of Europe in Georgia, and we will build even more in the future. Daily work and fighting for our values is our contribution to this process.

We support Georgia and Ukraine's aspirations for European integration.

We believe in the future of Georgia and Ukraine.

No to war!

28/12/2021
✅ დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.📚ქვემო ქვალონის მო...
06/09/2021

✅ დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა.

📚ქვემო ქვალონის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ევროპული სტანდარტის შესაბამის ულამაზეს სკოლაში შეხვდებიან.

📌სკოლა აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე საკლასო კაბინეტებით, სასადილო და სამასწავლებლო ოთახებით, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის ადაპტირებული სველი წერტილებით, ლიფტებით და ინფრასტრუქტურით, სპორტული დარბაზით, მინი-ფეხბურთის და კალათბურთის მოედნით, დაცული და გამწვანებული ეზოთი.

🙏 "პრაიმ ბეტონი" მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი მომავალი თაობის განათლებისთვის აუცილებელ მშენებლობაში.

🇬🇪 #არგაჩერდე
#სამეგრელო #ხობი #სკოლა #ქვალონი #მშენებლობა #პრაიმბეტონი

📢 ვაკანსია - ბეტონის ქარხნის ოპერატორი!👉 თუ ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!💪...
07/06/2021

📢 ვაკანსია - ბეტონის ქარხნის ოპერატორი!

👉 თუ ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული, მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!

💪 შპს "პრაიმ ბეტონი", რომელსაც სამშენებლო სფეროში 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, გაძლევს შანსს დასაქმდე ბეტონის ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.
ბეტონის ქარხნის ოპერატორის ფუნქციაა დაგეგმოს და განახარციელოს ყველა საჭირო ოპერაცია ბეტონის ქარხნის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის.

✅ სამუშაო პირობები
• პოზიციის დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
• სამუშაო განაკვეთი: სრული
• სამუშაო ადგილი : დასავლეთ საქართველო

📌ძირითადი მოვალეობები:
• ქარხნის სამუშაო რეჟიმისთვის მომზადება;
• ქარხნის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის მონიტორინგი;
• ქარხნის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
• ლაბორატორიის მიერ დადგენილი რეცეპტის სრული დაცვა წარმოების პროცესისას;
• ბეტონის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
• დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით;
• უზრუნველყოს ქარხნის სისუფთავე;
• უზრუნველყოს ყველა საჭირო უსაფრთხოების ნორმის დაცვა.

⚠️ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
• სასურველია ჰქონდეს სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
• უპირატესობა მიენიჭებათ ელექტრო-მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.

📌საჭირო უნარები:
• ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული;
• სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
• სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

📧 [email protected]

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

#ფოთი #ბეტონი #მშენებლობა #ვაკანსია #დასაქმება

07/06/2021

✅ დასრულდა ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა!
⚒ გაფართოვდა არსებული გზის სავალი ნაწილი, მოინგრა 70.000 კუბური მეტრი კლდის მასა.
⚒ ქვის გაბიონებით გამაგრდა საავტომობილო გზის 1100 მეტრიანი მონაკვეთი.
⚒ დაიგო 60.000 მ2 ბეტონის საფარი.
⚒ გზის გასწვრივ კი დამონტაჟდა ფოლადის დამცავი ბაგირები.
ℹ️ შატილის მიმართულებით მგზავრობა კომფორტული და უსაფრთხო გახდა!

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ რეგიონისთვის სასიკეთო პროექტში.

27/05/2021

Prime Concrete is a leading company in the construction of port and terminal infrastructure, with 12 years of working experience in the market.

On behalf of the international consortium, the company is planning to implement a 3-year project for the construction of the port infrastructure in the city of Poti, which includes both the construction and the projection phase.

For the purposes of the project implementation, Prime Concrete is announcing a vacancy for the position of Port/Marine Construction Project Manager.

The goal of the project manager is to complete the construction project within planned time and budget, and accordingly to:
- Define the target results of the project.
- Coordination of the planning and implementation of the project.
- Hiring, dismissing, and managing staff.
- Ensure effective time management.
- Ensure budget / resource control and management.
- Ensure awareness of project owners and stakeholders.
- Manage disputes (Claim Management).
- Contract subcontractors and suppliers.
- Identify and manage project risks.
- Perform all other activities necessary for the project to be successful.

Qualification requirements:

Experience:
- More than 10 years of professional experience
- Experience in marine, port, hydro construction.
- Experience in project management with a budget of more than 10 million USD
- Experience in the management of more than 100 employees.

Education:
- Construction management or engineering;
- High Validity Certificate of Project Management;
- High professional level of the English.

Other skills:
- Leadership skills;
- Effective communication skills;
- Effective negotiation skills;
- Critical thinking;
- Time management.

Looking forward to your CV from interested candidates on email: [email protected]

Address

1 Kokaia Parkway
Poti
4400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995598818818

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პრაიმ ბეტონი • Prime Concrete posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to პრაიმ ბეტონი • Prime Concrete:

Share