Rustavi Azot რუსთავის აზოტი

Rustavi Azot რუსთავის აზოტი JSC RUSTAVIAZOT INDORAMA სს „რუსთავის აზოტი“ წარმოადგენს ამიერკავკასიაში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული
ქიმიკატების მწარმოებელ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოს.

სამშაბათს, 28 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული ...
29/10/2025

სამშაბათს, 28 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი ეწვივნენ.

✔️ სემეკის ხელმძღვანელი პირები ადგილზე გაეცნენ საწარმოში მიმდინარე ცვლილებებს და მოდერნიზებული ციანმარილების და აზოტმჟავის საამქროების ფუნქციონირება ნახეს. კერძოდ, სტუმრებმა მოინახულეს ციანმარილების წარმოებაში ჩამდინარე წყლების გაწმენდის ახალი უბანი, აზოტმჟავას წარმოებაში ორთქლის ენერგოეფექტური ტურბინა და აზოტმჟავას წარმოებაში მოდერნიზირებული კატალიზური გაწმენდის რეაქტორი. ამის შემდეგ სტუმრები გაეცნენ ახალი ფოროვანი გვარჯილის პროექტს, რომელის გაშვებაც 2026 წელს იგეგმება.

✔️ ვიზიტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ენერგოეფექტური და მდგრადი წარმოების განვითარების საქმეში.

On Tuesday, October 28, the Chairperson of the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC), Mr. David Narmania, and Commission Member Mr. Giorgi Fangani visited Rustavi Azot Indorama.

✔️ The GNERC representatives observed the ongoing modernization processes at the plant and reviewed the operations of the upgraded Sodium cyanide and Nitric Acid workshops. The guests toured the new wastewater treatment unit at the Sodium cyanide production facility, the steam energy-efficient turbine and modernized catalytic purification reactor at the Nitric Acid workshop. After that, the guests were introduced to the new Low-Density Ammonium Nitrate (LDAN) project, which is scheduled to be commissioned in 2026.

✔️ The visit once again highlighted the importance of close cooperation and joint efforts between the public and private sectors in advancing energy-efficient and sustainable industrial development.

28/10/2025
„რუსთავის აზოტი ინდორამა“ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან — ამჯერად შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართ...
27/10/2025

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან — ამჯერად შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

🔹საველე დათვალიერების ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა მოინახულეს ადგილობრივი ფერმერების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამასთან, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ აგრონომ-კონსულტანტმა, აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა ნინა მუმლაძემ, ფერმერებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სასუქებისა და მკვებავი ელემენტების ეფექტურად გამოყენების მეთოდოლოგიის შესახებ. კომპანიის ცენტრალიზებული ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბატონმა ვალერი მაჭარაშვილმა კი სტუმრებს გააცნო ჩვენი პროდუქციის ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიანი სისტემა და წარმოების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

🔹შეხვედრის დროს გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას ვიყოთ არა მხოლოდ მიმწოდებელი, არამედ სანდო პარტნიორი ქართველი ფერმერებისთვის.

🔹გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ადგილობრივ რეალიზატორს, ბატონ თემურ ჭაბაშვილს („შპს აგროფერტი“) — მასპინძლობისა და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისთვის, შეხვედრის მონაწილეებს კი ჩართულობისა და აქტიურობისთვის.

Rustavi Azot Indorama continues its series of regional meetings with Georgian farmers, this time in the Lagodekhi Municipality. As part of the field visit, our representatives toured local agricultural lands and engaged directly with farmers.

🔹During the meeting, our agronomist-consultant, Dr. Nina Mumladze, provided farmers with detailed insights on effective fertilizer and nutrient management methodologies. Meanwhile, Mr. Valeri Macharashvili, Deputy Head of the company’s Centralized Technical Control Department, presented Rustavi Azot Indorama’s multi-stage quality control system and explained how our production processes comply with international standards.

🔹The meeting fostered constructive dialogue with local farmers, reaffirming our commitment to being not just a supplier, but a reliable and long-term partner for Georgia’s agricultural community.

🔹We would like to express our special gratitude to our local distributor, Mr. Temur Chabashvili (Agroferti Ltd.), for his warm hospitality and excellent organization of this important meeting, and to all participants for their engagement and active involvement.

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ დელეგატის სტატუსით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც ...
24/10/2025

„რუსთავის აზოტი ინდორამა“ დელეგატის სტატუსით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ფორუმი ოფიციალურად გახსნეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა — ირაკლი კობახიძემ, ნიკოლ ფაშინიანმა და ალი ასადოვმა.

წლევანდელი ფორუმი თბილისში მასპინძლობს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 2,300-ზე მეტ მაღალი რანგის დელეგატს და წარმოადგენს სტრატეგიულ პლატფორმას დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

ფორუმის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის შუა დერეფნის მარშრუტის როლი და განვითარების პერსპექტივები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით.

Rustavi Azot Indorama participated as a delegate in the opening ceremony of the Tbilisi Silk Road Forum, held at the Opera and Ballet Theatre.

The Forum was officially opened by the Prime Ministers of Georgia, Armenia, and Azerbaijan — Irakli Kobakhidze, Nikol Pashinyan, and Ali Asadov.

This year’s Forum is hosting over 2,300 high-level delegates from more than 70 countries and serves as a strategic platform for dialogue and cooperation.

Discussions at the Forum focus on international trade and economic relations, transport and logistics connectivity between Europe and Asia — including the role and development prospects of the Middle Corridor — as well as new programs and projects across various sectoral directions.

15–17 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ გუნდისთვის ლიდერობის ტრეინინგ პროგრამა ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ ჯაიარამ...
21/10/2025

15–17 ოქტომბერს, „რუსთავის აზოტი ინდორამას“ გუნდისთვის ლიდერობის ტრეინინგ პროგრამა ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ ჯაიარამ ფილკანა — კორპორაცია „ინდორამას“ ადამიანური რესურსების დირექტორი, სნეჰლატა სინგჰი — კორპორაციის გლობალური სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი, და ნინო ბერუაშვილი — ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი და ICF-PCC სერტიფიცირებული ქოუჩი.

ტრეინინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიაში ლიდერობის უნარ-ჩვევების კიდევ უფრო განვითარება, გუნდური თანამშრომლობისა და პროფესიული ურთიერთობების განმტკიცება — იმისთვის, რომ მართვის კულტურა მეტად დაფუძნებული იყოს ხედვაზე, ემპათიასა და პასუხისმგებლობაზე.

👏 დიდი მადლობა ტრენერებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ხოლო მონაწილეებს — ჩართულობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისადმი ერთგულებისთვის.

From 15 to 17 October 2025, the Rustavi Azot Indorama team had the opportunity to attend a Leadership Training Program led by Mr. Jayaram Philkana, Group Chief Human Resource Officer, and Ms. Snehlata Singh, Global Learning & Development Lead, Indorama Corporation; together with Ms. Nino Beruashvili, Organizational Development Consultant and ICF-PCC Certified Coach.

The program focused on enhancing leadership capabilities, fostering collaboration, and strengthening professional networks — inspiring participants to lead with vision, empathy, and lasting impact.

👏 Sincere thanks to the trainers for sharing their expertise, and to all participants for their enthusiasm and commitment to continuous leadership growth.

🏥 8 ოქტომბერს, „კლინიკა რუსთავს“ ვეწვიეთ და საჩუქრად  ოთხი თანამედროვე ჰიდრავლიკური სტრეჩერი გადავეცით.✅„რუსთავის აზოტი ...
10/10/2025

🏥 8 ოქტომბერს, „კლინიკა რუსთავს“ ვეწვიეთ და საჩუქრად ოთხი თანამედროვე ჰიდრავლიკური სტრეჩერი გადავეცით.

✅„რუსთავის აზოტი ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა, ჯეი პრაკაშ ჯაჯუმ, კლინიკის მენეჯმენტს გააცნო კორპორაცია ინდორამას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა რუსთავში — ჯანდაცვის, განათლების, სპორტის და ადგილობრივი თემის მხარდაჭერის კუთხით.

🤝ასევე, შეხვედრის დროს განვიხილეთ კლინიკასთან თანამშრომლობის არსებული გამოცდილება, მისი განვითარების შესაძლებლობები და დავგეგმეთ ერთობლივი ახალი პროექტები.

🏥 On October 8, we had the pleasure of visiting Clinic Rustavi and handing over four modern hydraulic stretchers.

✅Rustavi Azot Indorama’s General Director, Mr. Jay Prakash Jajoo, introduced the clinic’s management to the key areas of Indorama’s Corporate Social Responsibility and highlighted the projects already implemented in Rustavi — in healthcare, education, sports, and community support.

🤝During the meeting, we also reviewed our existing cooperation with Clinic Rustavi, discussed new opportunities for its development, and planned future joint projects.

კლინიკა რუსთავი - Clinic Rustavi

ვაგრძელებთ რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან, რათა ხელი შევუწყოთ მოსავლიანობის ზრდას და ფერმერული მეურნეობების ეფექტიანობი...
08/10/2025

ვაგრძელებთ რეგიონულ შეხვედრებს ფერმერებთან, რათა ხელი შევუწყოთ მოსავლიანობის ზრდას და ფერმერული მეურნეობების ეფექტიანობის ამაღლებას.

📍 ამჯერად, ჩვენი გუნდი ქვემო ქართლის რეგიონს, კერძოდ კი მარნეულს ეწვია.

ინდ. მეწარმე უჩა გულიაშვილის სავაჭრო ობიექტზე გამართული შეხვედრის მთავარ მიზანს ადგილობრივი ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათთვის მიზნობრივი აგრო-კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა. დისკუსია შეეხო „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მინერალური სასუქების გამოყენების ოპტიმიზაციას, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობის ზრდასა და ფერმერული მეურნეობების რენტაბელობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ღია დიალოგი და ცოდნის გაზიარება წარმატებული და მდგრადი აგრობიზნესის საფუძველია.

We continue our regional meetings with farmers to support crop yield growth and improve the efficiency of farming operations.

📍 This time, our team visited the Kvemo Kartli region, specifically Marneuli.

The meeting, held at the trading facility of entrepreneur Ucha Guliashvili, aimed to identify the key challenges faced by local farmers and provide them with targeted agro-consultations. Discussions focused on optimizing the use of Rustavi Azot Indorama’s mineral fertilizers, which directly contributes to higher yields and increased profitability of farming operations.

We believe that open dialogue and knowledge sharing are the foundation of a successful and sustainable agribusiness.

📢„რუსთავის აზოტი ინდორამა“და „სიქა“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამ პა...
03/10/2025

📢„რუსთავის აზოტი ინდორამა“და „სიქა“ (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში „რუსთავის აზოტი ინდორამა“ ხელს შეუწყობს რუსთაველ სკოლის მოსწავლეებს განივითარონ სამეწარმეო უნარები და მონაწილეობა მიიღონ დელავერის უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში – „ბრილიანტის გამოწვევა“.

📚პროგრამას საქართველოში ახორციელებენ „სიქა“ და განათლებისა და მართვის გუნდი. „რუსთავის აზოტი ინდორამა“ უმასპინძლებს მენტორთა მომზადების ტრენინგს და ორდღიან ჰაკათონს – „ბრილიანტის გამოწვევა 2025“, რომელშიც მონაწილეობას რუსთაველი მოსწავლეები მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი და პროგრამის კოორდინატორი, კომპანიის მხარდაჭერით გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაესწრებიან 2026 წლის ახალგაზრდულ სამეწარმეო სამიტს.

🎓განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ სიქასთან თანამშრომლობით, რუსთაველ ახალგაზრდებს ახალი უნარების განვთარებაში დავეხმარებით.

📢Rustavi Azot Indorama has signed a cooperation agreement with SIQA – the Georgian Association of Educational Initiatives. Through this partnership, we will support school students in Rustavi to develop entrepreneurial skills and take part in the University of Delaware’s international program, Diamond Challenge.

📚In Georgia, the program is implemented by SIQA and the Education & Management Team. As part of the initiative, Rustavi Azot will host mentor training sessions and a two-day hackathon, “Diamond Challenge 2025 Rustavi,” at our premises. With our financial support, the winning team – together with the program coordinator – will have the opportunity to represent Georgia at the 2026 Youth Entrepreneurship Summit in the United States.

🎓Education is one of our top priorities, and we are proud to partner with SIQA to empower young people in Rustavi with this inspiring opportunity.

30/09/2025

📢 აგრონომის ბლოგი: ლობიო - ბიოლოგიური თავისებურებები და სასუქებით უზრუნველყოფა.

✅ლობიო ერთწლოვანი პარკოსანი მცენარეა. აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, რომელიც 1-1,5 მ სიღრმეში აღწევს. მის ფესვებზე ვითარდება აზოტფიქსატორი ბაქტერია (Rhizobium phaseoli) , რაც აზოტის ნიადაგში დაგროვებას უწყობს ხელს.

✅ უყვარს ნოყიერი, კარგად დრენირებული, თიხნარი მექანიკური შემადგენლობის ნიადაგი( მაღალი ჰუმუსით). ცუდათ ხარობს თიხა და ჭარბტენიან ნიადაგში.

👉სრული რეკომენდაცია იხილეთ პირველ კომენტარში ▶

📢 Agronomist’s Blog: Beans – Biological Characteristics and Fertilization

✅ Beans are annual leguminous plants. They have a strong root system that reaches a depth of 1–1.5 m. Nitrogen-fixing bacteria (Rhizobium phaseoli) develop on their roots, which contributes to the accumulation of nitrogen in the soil.

✅They prefer fertile, well-drained clay soils with a high humus content. They do not grow well in clayey or waterlogged soils.

👉 Full recommendation available in the first comment ▶

🎯რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ჩვენი ქალი თანამშრომლებისთვის სპეციალური ჯგუფური ქოუჩინგ-სესია გაიმართა  თემაზე: სტრესის მართ...
18/09/2025

🎯რუსთავის აზოტ ინდორამაში“ ჩვენი ქალი თანამშრომლებისთვის სპეციალური ჯგუფური ქოუჩინგ-სესია გაიმართა თემაზე: სტრესის მართვა და სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი.

სესიას უძღვებოდა მარიამ ჩოხელი — ერიქსონის სერტიფიცირებული ქოუჩი, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი და ორგანიზაციული ფსიქოლოგი. ინტერაქტიული განხილვებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მარიამმა მონაწილეებს გაუზიარა ეფექტური სტრატეგიები სტრესის მართვისთვის, გამძლეობის გასაძლიერებლად და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შორის ჯანსაღი ბალანსის შესანარჩუნებლად ⚖️

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალ თანამშრომელთა გაძლიერება ასეთი ცოდნითა და ინსტრუმენტებით მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობისთვის და გრძელვადიანი წარმატებისთვის.

🎯At Rustavi Azot Indorama, we recently organized a special group coaching session for our women employees on Stress Management and Work-Life Balance.

The workshop was led by Mariam Chokheli— Erickson-certified coach, Personal and Organizational Development Consultant, and Organizational Psychologist. Through interactive discussions and exercises, she shared practical strategies to manage stress, strengthen resilience, and maintain a healthier balance between professional and personal life⚖️

We believe that empowering our women employees with such knowledge and tools is essential for their well-being and long-term success.

"რუსთავის აზოტი ინდორამას" აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენდერის მიმართულების სპეციალისტები ეწვივნენ, რომლებიც გაეცნე...
16/09/2025

"რუსთავის აზოტი ინდორამას" აზიის განვითარების ბანკის (ADB) გენდერის მიმართულების სპეციალისტები ეწვივნენ, რომლებიც გაეცნენ როგორც კომპანიაში ქალთა ჩართულობისა და გაძლიერების კუთხით მიმდინარე სამუშაოებს, ისე ფერმერი ქალების გამოწვევებს საქართველოში.

✅ ფერმერ ქალებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფერმერ ქალთა ასოციაციისა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სირთულეების განხილვას, რომელთა წინაშეც დგანან ფერმერი ქალები საქმიანობის პროცესში, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს და საპასუხო ქმედებების განხორციელების აუცილებლობას.

✅ დამატებით, განხილული იქნა, თუ როგორ შეიძლება რუსთავის აზოტი ინდორამასა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობით ხელი შეეწყოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ქალებს — იქნება ეს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობების შექმნა, სპეციალური ტრენინგების ჩატარება თუ პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავება.

👉 ჩვენთვის პრიორიტეტულია ფერმერ ქალთა გაძლიერება და ამ პროცესში ერთობლივი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.

Rustavi Azot Indorama was pleased to host gender specialists from the Asian Development Bank (ADB), who learned about the company’s ongoing work to strengthen women’s participation and empowerment, as well as the challenges faced by women farmers in Georgia.

✅ The meeting with women farmers was also attended by the representatives of the Farmers’ Women Association and the Rural Development Agency. Special attention was given to the everyday difficulties that women farmers encounter in their activities, the challenges caused by climate change, and the necessity of taking actions.

✅ In addition, the participants discussed how cooperation between Rustavi Azot Indorama and the Asian Development Bank could support women farmers — whether by creating opportunities to gain new knowledge, conducting specialized trainings, or expanding practical experience.
👉 For us, the empowerment of women farmers is a priority, and we are committed to taking joint, practical steps in this process.

03/09/2025

გთავაზობთ მოკლე ვიდეოს „რუსთავის აზოტი ინდორამას“ და ქალაქ რუსთავის რაგბის კლუბის „რუსთავის ხარების“ პარტნიორობის განახლების შესახებ. 🏈

✔ ეს თანამშრომლობა, რომელიც უკვე მეორე წელს გრძელდება, გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას ახალგაზრდობის, სპორტის და, ზოგადად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმართ.

We are pleased to share a short video of the renewed partnership between Rustavi Azot Indorama and the Rustavi Bulls Rugby Club.🏈

✔ Now in its second year, this cooperation reflects our continued commitment to supporting youth, sport, and, more broadly, a healthy lifestyle.

Address

2, Mshvidoba Str
Rustavi
3700

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rustavi Azot რუსთავის აზოტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Rustavi Azot რუსთავის აზოტი:

Share