RETCO ㅣ რეტკო

RETCO ㅣ რეტკო მრავალმხრივი ხედვა
ენერგიის მნიშვნელობაზე RETCO ჯგუფი მზად არის ითანამშრომლოს თქვენთან.

ჯგუფი RETCO მოღვაწეობს ელექტრო-ენერგეტიკულ სფეროში, იგი სრულად ფარავს დაბალი (0.4 კვ) და საშუალო (6-10 კვ) ძაბვის ყველა მიმართულებებს და შედგება რამოდენიმე კომპანიისაგან . თითოეული მიმართულებით ჯგუფს გააჩნია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიციური, თავის პროფესიაზე შეყვარებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კადრები, რაც თავისთავად განსაზღვრავს კომპანიის იმიჯსა და სანდოობას.


ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში, როცა ელექტრო ენერგია ფაქტიურად მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში მიეწოდებოდა აბონენტებს , სრულად მოიშალა სისტემა, რომელიც რეფორმების ხელიშეწყობით ნელ-ნელა დგება ფეხზე და ისევ წამყვან დარგად ყალიბდება. ჩვენ მაქსიმალურად გააზრებული გვაქვს ყველა ის შესაძლო პრობლემა , რომელიც შეიძლება თან სდევდეს ისეთი დარგის თავიდან აღორძინებას როგორიც ელექტრო-ენერგეტიკაა.

ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები დაგვეთანხმებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამკვეთის მხრიდან იმის აღქმა , რომ ელექტრო-ენერგეტიკაში არსებული წესებისა და ნორმების დაუცველობა იწვევს საბედისწერო შედეგებს , როგორც ადამიანის ჯანმრთელობის , ასევე მატერიალური ზიანის კუთხითაც. ხშირად თითქოს უმნიშვნელო დეტალს , ელემენტალური წესების დაუცველობას, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს . ყოველივე ეს და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ხშირად იწვევს გაუგებრობას შემსურლებელსა და დამკვეთ კომპანიებს შორის.

ჩვენ გააზრებული გვაქვს ზემოთ აღნიშნული პრობლემები და მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობის ჩვენი მოკრძალებული წილი ამ რთულ გზაზე. RETCO ჯგუფი მუდამ სიახლის კვლევის და დახვეწის პროცესშია . ვიღებთ და ვუზიარებთ გამოცდილებას კოლეგებს, რათა უფრო სწრაფად გადავიდეთ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებულ ურთიერთობის სწორ და მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებულ ფორმაზე, სადაც ორივე მხარეს ზუსტად აქვს გააზრებული თავიანთი უფლება-მოვალეობები.

ყოველივე ზემოთ თქმული შეიძლება გაზვიადებულ და არაფრისმთქმელ სიტყვებად იყოს გაგებული, ამიტომ გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენს მიერ უკვე შესრულებულ პროექტებს (სამუშაოებს) და გაწეულ სერვისებს. სათანადო ქვეთავებში, თემატიკის მიხედვით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს შესაძლებლობებს და შეაფასოდ ჩვენი კომპეტენცია ამ სფეროში.

ვიმედოვნებთ შევძელით და მოგაწოდეთ მოკლე ინფორმაცია ჩვენი ჯგუფის შესახებ. გაეცანით ჩვენ საიტს და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

🚀 მარკეტინგი შესაძლებლობების დიდი სამყაროა, თუმცა ზუსტი მიმართულების პოვნა ხშირად რთულია. სტრატეგია თუ კრეატივი? ვიზუალი...
09/02/2026

🚀 მარკეტინგი შესაძლებლობების დიდი სამყაროა, თუმცა ზუსტი მიმართულების პოვნა ხშირად რთულია. სტრატეგია თუ კრეატივი? ვიზუალი თუ ტექსტები?

🎯Workshop Space Rustavi By Retco გაძლევს შანსს, ისწავლო და მოსინჯო ძალები მარკეტინგის ინდუსტრიის წამყვან მიმართულებებში.

კურსის ფარგლებში გაივლი:
🧠 სტრატეგიულ აზროვნებას;
🎨 ბრენდინგსა და დიზაინს;
✍️ ტექსტების წერას და ამბის თხრობას;
📱 ციფრულ რეკლამას და სოციალურ მედიას.

🤝 შენი მენტორები მოქმედი პროფესიონალები არიან, რომლებიც თეორიას პრაქტიკასთან აკავშირებენ და რეალურ, „ინსაიდერულ“ გამოცდილებას გაგიზიარებენ იდეიდან — განხორციელებამდე.

🎁 და რაც მთავარია, კურსი სრულად დაფინანსებულია Retco-ს მიერ!

🔗 დარეგისტრირდი და დაიწყე კარიერული განვითარება ჩვენთან ერთად!
რეგისტრაციის ლინკს პოსტის კომენატრებში დაგიტოვებთ.

✨ ისწავლე მარკეტინგი Retco-ს 100% დაფინანსებით.მიიღე ცოდნა მარკეტინგის ყველა მიმართულებაში, შემდეგ კი აირჩიე სასურველი ს...
02/02/2026

✨ ისწავლე მარკეტინგი Retco-ს 100% დაფინანსებით.

მიიღე ცოდნა მარკეტინგის ყველა მიმართულებაში, შემდეგ კი აირჩიე სასურველი სპეციალიზაცია გაძლიერებული კურსით.
🎯 პლუს: დასაქმების შესაძლებლობა Retco-ში

ეს შანსი შენთვისაა, თუ ხარ რუსთაველი ახალგაზრდა, დამწყები სტუდენტი, ან უბრალოდ გინდა ახალი პროფესია.

👉 გადადი ლინკზე და დარეგისტრირდი, ლინკი კომენტარებში.

23/01/2026

💡 გაყიდვები ბევრს მხოლოდ ლაპარაკი ჰგონია, თუმცა რეალურად ეს მოსმენა და ადამიანებისთვის პრობლემების მოგვარებაა.

🚀 Workshop Space Rustavi-ში ვიწყებთ B2B გაყიდვების კურსს, რომელსაც დაჯი ლიპარტელიანი წარუძღვება.

✅ჩვენთან ისწავლი
🤝 როგორ დაეხმარო კლიენტს რეალური საჭიროებების მოგვარებაში;
📱 როგორ გამოიყენო LinkedIn და Facebook ახალი პარტნიორების საპოვნელად;
🤖 ტექნოლოგიებს, თუ როგორ გაიმარტივოთ საქმე AI და CRM სისტემებით

🔗 რეგისტრაციის ბმულს კომენტარებში დაგიტოვებთ. დარეგისტრირდი!

ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ სინამდვილეში უკვე გაყიდვებში ხარ? ყოველდღიურად ხომ თითოეულ ჩვენგანს უწევს რაღაცის „გაყიდვა“.გი...
22/01/2026

ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ სინამდვილეში უკვე გაყიდვებში ხარ? ყოველდღიურად ხომ თითოეულ ჩვენგანს უწევს რაღაცის „გაყიდვა“.

გინდა გაიგო, რატომ ფასობს ყველაზე მეტად არა უბრალოდ პროდუქტი ან სერვისი, არამედ პრობლემის გადაწყვეტა?

🎯 მაშინ, დარეგისტრირდი დაჯი ლიპარტელიანის კურსზე, რომელიც სპეციალურად Workshop Space Rustavi-ისთვის (by RETCO) შეიქმნა.

📢 პროგრამა სრულად დაფინანსებულია RETCO-ს მიერ.

⚠️ გაითვალისწინე, რეგისტრაცია სავალდებულოა და ადგილები შეზღუდულია!
https://sites.google.com/retco.ge/retco-careers-events/sales

👥 ნებისმიერი ძლიერი კომპანიის უკან დგას გუნდი, რომელსაც ადამიანური რესურსების მენეჯერი ქმნის. 👩‍🏫⚖️ Workshop Space Rusta...
21/01/2026

👥 ნებისმიერი ძლიერი კომპანიის უკან დგას გუნდი, რომელსაც ადამიანური რესურსების მენეჯერი ქმნის.

👩‍🏫⚖️ Workshop Space Rustavi წარმოგიდგენთ HR ადმინისტრატორის კურსს, რომელსაც გაუძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები: HR ეკა ჯაჯანიძე და იურისტი თეონა კილაძე.

✅ სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, რაც დაგეხმარება, პირველივე დღიდან თავდაჯერებულად შეუდგე საქმეს. კურსი განკუთვნილია 18-დან 25 წლამდე რუსთაველი ახალგაზრდებისთვის.

👇გაეცანი HR პროგრამის სილაბუსს და გაიარე რეგისტრაცია:
https://sites.google.com/retco.ge/retco-careers-events/hr

13/01/2026

ვისაც 5 იანვრის ღონისძიება გამოგრჩათ, ეს ვიდეო თქვენთვისაა.

🎬ნახეთ, როგორ ჩაიარა Workshop Space Rustavi-ს პრეზენტაციამ და რას უნდა ელოდოთ სასწავლო კურსებისგან HR-ის, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.

„რეტკოს“ მიერ სრულად დაფინანსებულ კურსებზე რეგისტრაციას ძალიან მალე, ვიწყებთ.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს სიახლეებისთვის!

ასეთი იყო 5 იანვარი „რეტკოში“! 💎 მადლობა, რომ გვენდეთ და ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარეთ.მადლობას ვუხდით გაყიდვების კურსის...
06/01/2026

ასეთი იყო 5 იანვარი „რეტკოში“! 💎 მადლობა, რომ გვენდეთ და ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარეთ.

მადლობას ვუხდით გაყიდვების კურსის ლექტორს — დაჯი ლიპარტელიანს, HR მიმართულების ლექტორს — ეკა ჯაჯანიძეს, მარკეტინგის ლექტორს — რამაზ დავითურსა და მის გუნდს კურსების წარდგენისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მანანა კაზაკოვას და „სახელოსნო 42-ს“; „სთენდაფ თბილისის“ წევრებს: მურთოს, ნინიკოს, ონისეს, ქეითს, ივას; გიორგი მარგველანს — საღამოს მუსიკალური გაფორმებისთვის და თითოეულ სტუმარს საოცარი გარემოს შექმნისთვის.

P.S. 📸 ვეცადეთ, ფოტოებში არავინ გამოგვრჩენოდა.

სულ მალე კურსებზე რეგისტრაციას დავიწყებთ და Workshop Space Rustavi By Retco-ს პრეზენტაციის შემაჯამებელ ვიდეოსაც გაგიზიარებთ. მანამდე კი, თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს გვერდზე!

‼️LAST CALL ‼️👇დასასწრებად დარეგისტრირდი:https://sites.google.com/retco.ge/retco-careers-events/retcoპროექტის პრეზენტაცი...
04/01/2026

‼️LAST CALL ‼️
👇დასასწრებად დარეგისტრირდი:
https://sites.google.com/retco.ge/retco-careers-events/retco

პროექტის პრეზენტაციაზე დასასწრებად დარეგისტრირდი დღის ბოლომდე.

💎Retco აგრძელებს პროექტების სერია B4C-C4B (ბიზნესი საზოგადოებისთვის, საზოგადოება ბიზნესისთვის) ახალი პროექტით - Workshop...
27/12/2025

💎Retco აგრძელებს პროექტების სერია B4C-C4B (ბიზნესი საზოგადოებისთვის, საზოგადოება ბიზნესისთვის)

ახალი პროექტით - Workshop Space RustavI

Retco თვლის, რომ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი უნდა ზრუნავდეს იმ ქალაქსა და გარემოზე რომელშიც ოპერირებს. სწორედ ამიტომ პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნებიდან და ასევე ქალქის საჭიროებებიდან გამომდინარე, Retco ქმნის კურსების სერიას - მარკეტინგის, სეილებისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით - რომელთა გავლაც რუსთაველ ახალგაზრდებს 18-დან 25 წლამდე , სრულიად ბიზნესის დაფინანსებით შეეძლებათ.

5 იანვარს, 14:00-ზე შეგიძლიათ დაესწროთ პროექტის პრეზენტაციას, მოუსმინო მოწვეულ სპიკერებსა და Stand-up გამოსვლას, გაიცნო პროექტის შინაარსი და კურსების ლექტორები, მიიღო მონაწილეობა ნეთვორქინგ საღამოში და მოუსმინო კარგ მუსიკას.

დასასწრებად , გადადი ბმულზე, სადაც იხილავ საღამოს დეტალურ აღწერას და გაიარე რეგისტრაცია:
https://sites.google.com/retco.ge/retco-careers-events/retco

Address

Zedgenidze 62
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00

Telephone

+995591250033

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RETCO ㅣ რეტკო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to RETCO ㅣ რეტკო:

Share

Category