24/07/2026
"რა ღირს?"
ანუ ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ხარისხიანი შებოლილი ლორის ფასი კაპიკები უნდა იყოს, წარმოგიდგენთ მარტივ ექსპერიმენტს, რაც შეგიძლიათ სახლში თავად სცადოთ:
1. იყიდეთ უმაღლესი ხარისხის ნედლი ხორცი (ან გაზარდეთ ღორი თავად). ამოიღეთ ძვალი — წონა მაშინვე მინიმუმ 20-25%-ით დაიკლებს.
2. დაამარილეთ და ბუნებრივად (არა აპარატით) აშრეთ 70-80 დღე. შებოლეთ მხოლოდ ტყემლისა და ალუბლის შეშაზე (და არა ქიმიური ხსნარით და ხელოვნური ბოლით), რომ სპეციფიკური, ტრადიციული არომატი მიიღოს.
(გაითვალისწინეთ, რომ სანამ ხორცი ბოლომდე გაშრება და დავარგდება, წონის კიდევ 40-45% იკარგება.)
შედეგად: 1 კგ მზა ლორის მისაღებად 3 კგ-მდე ნედლი ხორცია საჭირო, კაპიტალი კი 2 თვეზე მეტი ხნითაა უბრალოდ შეჩერებული...
ამას დაუმატეთ ბიზნესის რეალობა: ამ ყველაფერს დაამატეთ იჯარა, კომუნალური გადასახადები, სახელმწიფო გადასახადები და თანამშრომლების ხელფასები.
და ბოლოს, ჩვენი გამოწვევა:
თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილი, ტრადიციული წესით დამზადებული ლორის თვითღირებულება 50 ლარზე ნაკლები დაგიჯდებათ — ჩვენ თვითონ ვიყიდით თქვენგან!
დაიმახსოვრეთ, ხარისხს თავისი ფასი აქვს, პატიოსან შრომას კი პატივისცემა სჭირდება.
P.S. შეკითხვები და ეჭვი გაგიჩნდეთ მაშინ, როდესაც ლორს იაფად წააწყდებით.
ჰო, შეკითხვების შემთხვევაში ან შესაკვეთად, ჩვენი ნომერია: 599 01 22 16