Metta • მეტტა

Metta • მეტტა INSPIRED TO BUILD Metta - Inspired to build, With a professional
approach to work and concern for development.

For our team, each project has a special meaning, as they
are all carried out with an individual approach, a high sense
of responsibility and compliance with international
standards. Metta cares about team development, integration of
modern systems into processes and implementation of new
technologies. That is why nowadays our company is a
reliable partner in projects of any complexity and scale.

🚀 მეტტა-სტაჟირების 1 წლიანი ანაზღაურებადი პროგრამა დაიწყო. გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ სტაჟირების მსურველთა რიცხვი მ...
05/11/2024

🚀 მეტტა-სტაჟირების 1 წლიანი ანაზღაურებადი პროგრამა დაიწყო.

გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ სტაჟირების მსურველთა რიცხვი მე-2 ნაკადის მიღებისთვის გაორმაგდა, რამაც მოგვცა მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი აპლიკანტისთვის მიგვეცა შანსი გამხდარიყვნენ ჩვენი პროგრამის მონაწილეები.

პროგრამის ფარგლებში, 12 მეტტა-სტაჟიორი, პრაქტიკაში გამოცდის და გაიმყარებს უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით:

• სამშენებლო პროექტების მართვა
• სამუშოთა წარმოება
• ინჟინერია
• ტენდერი & ხარჯთაღრიცხვა
• ხარისხის კონტროლი

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და შთაგონების წყარო ახალგაზრდა მშენებლების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვაა.

მეტტა - შთაგონებული შენებით!

#მეტტასტაჟირება2024-25 ’sbuildthefuturetogether!

🚀 The 1-year paid Metta Internship Program is here!

We are pleased to observe that the number of applicants for the second intake has doubled, inspiring us to offer even more individuals the opportunity to join our program.

12 Metta Interns will gain hands-on experience in:

• Construction Management
• Site Management
• Engineering
• Tendering & Cost Estimation
• QA/QC

Our mission is to support and empower the next generation of builders. Let’s build the future together!

-25

🏗 2024-25 მეტტა-სტაჟირების ანაზრაურებადი პროგრამა 4 ნომებერს იწყება. აპლიკანტების შერჩევის რთული პროცესის გავლის შემდგომ...
01/11/2024

🏗 2024-25 მეტტა-სტაჟირების ანაზრაურებადი პროგრამა 4 ნომებერს იწყება. აპლიკანტების შერჩევის რთული პროცესის გავლის შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ 13 სტუდენტი გახდება მეორე მიღების მეტტა-სტაჟიორი.

წინა წლის პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულების გაცნობას კი კვლავ ვაგრძელებთ.

👷‍♂️ გიორგი დვალაშვილი მეტტა-პროფესიონალთა გუნდს პროექტის ინჟინერის პოზიციაზე შემოუერთდა და დამწყებ მშენებლებს თავის გამოცდილებას უზიარებს:

”გირჩევთ იყოთ მომთმენი, თანმიმდევრული და შრომისმოყვარე. პროფესიონალი მშენებელი, რომ გახდეთ ეს თვისებები აუცილებლად დაგჭრდებათ. მეტტა-სტაჟირების პროგრამაში კი ისწავლით ყველაფერ დანარჩენს და ბევრად უფრო მეტსაც.”

#მეტტასტაჟიორი

🏗 მეტტა-სტაჟირების 1 წლიანი ანაზღაურებადი პროგრამა პირველად გასულ წელს განვახორციელეთ. წამოწყება ძალიან ნაყოფიერი და წარ...
29/10/2024

🏗 მეტტა-სტაჟირების 1 წლიანი ანაზღაურებადი პროგრამა პირველად გასულ წელს განვახორციელეთ. წამოწყება ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა, რომლის შედეგად მეტტა-ს გუნდს არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა პროფესიონალი შეემატა.

👷‍♂ მათ შორისაა დავით თევზაძეც, რომელიც ჩვენთან უკვე ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციას იკავებს.
“სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკაში, საფუძვლიანად შეისწავლით მშენებლობის თოთეულ ეტაპს, გექნებათ კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებთან და განავითარებთ როგორც პიროვნულ, ასევე შრომით უნარებს.”

🚧 მეტტა-სტაჟირების პროგრამის მეორე ნაკადის შერჩევის პროცესში დაინტერესებული კანდიდატების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობას გიხდით ნდობისთვის და აქტიურობისთვის.

თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს გვერდზე და გაიგეთ მეტი მეტტა-სტაჟირების შესახებ.

"მეტტა" homeis.ge- ზე მოგიყვებათ ლეგენდარული რიკარდო ბოფილის არქიტექტურაზე თბილისში, რომელიც LISI Development • ლისი დევ...
16/10/2024

"მეტტა" homeis.ge- ზე მოგიყვებათ ლეგენდარული რიკარდო ბოფილის არქიტექტურაზე თბილისში, რომელიც LISI Development • ლისი დეველოპმენტის დაკვეთით ხორციელდება 🏗️

მწვანე ქალაქი ლისზე | LISI Green Town

არსებობს არქიტექტურა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში შეუმჩნეველ წერტილად, უბრალო შენობად […] სრულად

მეტტასთვის ახალგაზრდული სახლი • Youth House-ს საქმიანობა შთაგონების წყარო გახდა.  სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ჩავერთეთ ეკ...
10/10/2024

მეტტასთვის ახალგაზრდული სახლი • Youth House-ს საქმიანობა შთაგონების წყარო გახდა. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ჩავერთეთ ეკო პროექტში - „ახალი სიცოცხლე“, რომლის ფარგლებშიც ბინადრებისთვის ფუნქციური, ესთეტიკური და უსაფრთხო სივრცის მოწყობაში მივიღეთ მონაწილეობა.

გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავით, ისეთი ინიციატივის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე.

The "Youth House" initiatives became a profound source of inspiration for Metta. Thus, we were pleased to get a chance to be involved in the eco-project "New Life", contributing to the creation of functional, aesthetic, and safe space for its Residents.

We are deeply honored to take part in an initiative that serves the personal and professional growth of the young.

Association Life Chance
ახალგაზრდული სახლი • Youth House

🤝 მოხარულები ვართ გაცნობოთ ჩვენი პარტნიორობის შესახებ სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “მეტტასთან”.🖇 აღნიშნული კოლაბ...
10/10/2024

🤝 მოხარულები ვართ გაცნობოთ ჩვენი პარტნიორობის შესახებ სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “მეტტასთან”.

🖇 აღნიშნული კოლაბორაციით პასუხისმგებლობას ვიღებთ, განვახორციელოთ მაღალი ხარისხის, ინოვაციური და მდგრადი პროექტები, რაც სრულად შეესაბამება ჩვენი ბრენდის ხედვას - შექმნას ჰარმონიული საცხოვრებელი სივრცეები ქვეყნის მასშტაბით.

🏗 “მეტტას” ექსპერტული გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ჩვენი ერთობლივი სამომავლო პროექტები ახალ სტანდარტებს დანერგავს უძრავი ქონების ბაზარზე.

🏗 მეტტასა და არქი - Archi-ს პარტნიორობა უკვე არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის. ნდობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ თა...
07/10/2024

🏗 მეტტასა და არქი - Archi-ს პარტნიორობა უკვე არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის. ნდობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ თანამშრომლობას კიდევ ერთი ახალი, საინტერესო პროექტით ვაგრძელებთ.
ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი - არქი უნივერსი - უნივერისტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

მეტტა - პროფესიონალები პროექტისთვის ვასრულებთ:
🚧 რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მშენებლობას;
🚧 სარემონტო-მოსაპირკეთებელ და საინჟინრო სამუშაოებს;
🚧 სამშენებლო ფართი - 60,883 კვ.მ;

მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურისა და უნიკალური ექსტერიერის კომპლექსი გააერთიანებს სამ საცხოვრებელ ბლოკს, ღია აუზს, ფიტნეს დარბაზს, გამწვანებულ გარემოს, კაფეებს, სუპერმარკეტებს, ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სხვა ობიექტს.

თვალი ადევნეთ სიახლეებს და იხილეთ პროექტის დასრულებული სახე.

კიდევ ერთი წარმატებული მეტტა-სტაჟიორი - თევდორე რობინაშვილი - გახდა ჩვენი გუნდის წევრი, ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პ...
03/10/2024

კიდევ ერთი წარმატებული მეტტა-სტაჟიორი - თევდორე რობინაშვილი - გახდა ჩვენი გუნდის წევრი, ხარისხის კონტროლის ინსპექტორის პოზიციაზე.

“ მეტტას სტაჟირების პროგრამამ მომცა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე გამომეყენებინა. პროგრამის ფარგლებში, გამოცდილი მენტორების დახმარებით შევისწავლე მშენებლობის ფუნდამენტური და სიღრმისეული მეთოდები, პროცესების მართვა და პრობლემის გადაჭრის გზები. დამწყებ მშენებლებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ეს შანსი, რომელიც მათ კარიერულ გზაზე აუცილებლად დაეხმარება”

გაიგე მეტი ჩვენი პროგრამის შესახებ და გახდი მეტტა-სტაჟიორი -
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=586832

🥳 მეტტაში ოქტომბერს ახალი დასრულებული პროექტით შევხვდით!McDonald's Georgia-სა და ჩვენი გუნდის უკვე მეექვსე წარმატებული თ...
02/10/2024

🥳 მეტტაში ოქტომბერს ახალი დასრულებული პროექტით შევხვდით!

McDonald's Georgia-სა და ჩვენი გუნდის უკვე მეექვსე წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ახალი ობიექტის სამშენებლო, სარემონტო, საინჟინრო და კეთილმოწყობის სამუშაოები შევასრულეთ.

1 ოქტომბრიდან, 540 კვ.მ ფართის ობიექტი, სწრაფი კვების რესტორნის სპეციფიკისა და ვადების სრული გათვალისწინებით ჩაბარდა ექსპლოატაციაში და სტუმრების მიღება დაიწყო.

ჩვენ ვაშენებთ სივრცეებს, სადაც ყოველდღე ასობით ადამიანის გამოცდილება, მოგონებები და ურთიერთობები იქმნება.

PMI სტანდარტები „მეტტას“ სამშენებლო პროექტების მართვაშითეიმურაზ კოპაძე - "მეტტას" პროექტების მართვის დირექტორი
27/09/2024

PMI სტანდარტები „მეტტას“ სამშენებლო პროექტების მართვაში

თეიმურაზ კოპაძე - "მეტტას" პროექტების მართვის დირექტორი

მერყევი მატერიალური ხარჯები, შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში, არაპროგნოზირებადი სიტუაცია და სხვა გარემო ფაქტორე.....

👷‍♂️ მეტტა-სტაჟირების კიდევ ერთი წარმატებული მონაწილე, ალექსანდრე რაზმაძე, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:„სტუდენტებს ვ...
25/09/2024

👷‍♂️ მეტტა-სტაჟირების კიდევ ერთი წარმატებული მონაწილე, ალექსანდრე რაზმაძე, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
„სტუდენტებს ვურჩევდი აუცილებლად გაიარონ მეტტას სტაჟირების პროგრამა, რადგან აქ იმაზე დიდ გამოცილებას მიიღებენ ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. აქ საშუალება მომეცა გავცნობოდი სხვადასხვა ტიპის პროექტების სამშენებლო ეტაპებს, ასევე ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს. მეტტა-სტაჟირება საუკეთესო საშუალებაა პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარებისთვის“

📌 გაიგე მეტი ჩვენი პროგრამის შესახებ და გახდი მეტტა-სტაჟიორი https://bit.ly/4e8Ksne

👷‍♂️ დამწყები მშენებლების მხარდაჭერა „მეტტასთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევქმენით ანაზღაურებადი სტ...
18/09/2024

👷‍♂️ დამწყები მშენებლების მხარდაჭერა „მეტტასთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ შევქმენით ანაზღაურებადი სტაჟირების ერთწლიანი პროგრამა. „მეტტა“-ს პროექტის ინჟინერი და სტაჟირების პროგრამის პირველი ნაკადის მონაწილე შოთა გოგინაშვილი მოგიყვებათ თავის გამოცდილებაზე.
🏗 „სტაჟირების დაწყების დღიდან, აკადემიური ცოდნის ეფექტურად გამოყენებას ვსწავლობ. მენტორები პრაქტიკული უნარების განვითარებაში მეხმარებოდნენ, რაც აუცილებელია სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში.
ეს პროგრამა, საუკეთესო შესაძლებლობაა სამშენებლო სფეროში პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.“

📍 გაიგე მეტი ჩვენი პროგრამის შესახებ და გახდი „მეტტა-სტაჟიორი“ https://bit.ly/4e8Ksne

Address

Sairme Str. 55
Tbilisi
0194

Telephone

+995322880440

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Metta • მეტტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Metta • მეტტა:

Share