14/07/2025
გაიცანით “სმარტ სოლუშენსის” გუნდის წევრი – ტექნიკის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე დანელია, რომელიც კომპანიაში მთავარი ინჟინერის პოზიციას იკავებს 👷♂️
ალექსანდრე დანელია ქართული ჰიდროტექნიკური ინჟინერიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მის ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობასთანაა დაკავშირებული არაერთი კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და რეაბილიტაცია - მათ შორის ენგურისა და ხუდონის ჰესების მასშტაბური პროექტები, სადაც ის ხელმძღვანელობდა ხარისხის კონტროლის სამსახურს. დღეს ენგურის კაშხალი (271.5 მ) მსოფლიოს მეხუთე უმაღლესი თაღოვანი კაშხალია და ატარებს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსს 🌉
როგორც სამშენებლო კომპანიის მთავარი ტექნოლოგი, მონაწილეობდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის, ფოთის პორტის სარკინიგზო საბორნე გადასასვლელისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ტერმინალის მშენებლობებში. აგრეთვე თბილისისა და ვაზიანის აეროდრომების მშენაბლობა-რეაბილიტაციის სამუშაობებში 🚧
📍 მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ზარამაგის ჰესების კასკადის მშენებლობას, სადაც, მთავარი ინჟინერის რანგში, წარმატებით განხორციელდა ურთულესი ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები - ხიდები, გვირაბები და სხვა საინჟინრო ნაგებობები.
📍 ეკავა მტკვარი ჰესის მშენებლობის უფროსისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ტექნიკური დირექტორის პოზიციები.
📚 არის 24 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 გამოგონების ავტორი.
დღეს, ბატონი ალექსანდრე, ჩვენი კომპანიის პროფესიონალიზმისა და ინჟინერული სიძლიერის სიმბოლოა 💡