09/09/2025
📍დღეს, რამდენიმე მედია საშუალებამ გაავრცელა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის“ მიერ მომზადებული სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (სენბი) შესახებ მოცემული ფაქტის პირდაპირი კოპირება შეფასების გარეშე, რაც ქმნიდა არასწორ, ნეგატიურ აღქმას სენბის საქმიანობის შესახებ.
📍2022-2023 წლების შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, რომ „დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა იმ ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, რისთვისაც აღნიშნული სტრუქტურა იყო შექმნილი, ‼️კერძოდ, ვერ ამოქმედდა: დღით ადრე ბაზრის ოპერირება, დღიური ბაზრის ოპერირება, ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის ოპერირება, დღით ადრე და დღიური ბაზრებისთვის ანგარიშსწორების სისტემის მართვა“. ბაზრის ახალი სეგმენტების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით კი ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ყოველ ჯერზე ეს იყო რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
✅შესაბამისად, მიზეზი, რის გამოც სენბი ვერ ახორციელებდა ბირჟის ოპერირებას რეალურ რეჟიმში, იყო ბაზრის ახალი სეგმენტების მოქმედების გადავადება, და არა მის მიერ რაიმე ფუნქციის შეუსრულებლობა.
✅სენბი, დაარსების დღიდან მუშაობდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ შესაბამისად ახალი ბაზრის მოდელის ამოქმედებისათვის და მზად იყოს კანონმდებლობით დადგენილ ყოველ ვადაში დაეწყო ბირჟის ოპერირება.
✅2024 წლის 1 ივლისამდე, ვიდრე ამოქმედდებოდა ბაზრის გარდამავალი მოდელი, სენბი მუშაობდა სატესტო რეჟიმში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განსაზღვრული გარდამავალი ღონისძიებების შესაბამისად. კომისიის საჯარო სხდომებზე მიმდინარე მოსმენები და შესაბამისი დასკვნები მიუთითებდა, რომ ბაზრის ახალი სეგმენტების ამოქმედებასთან დაკავშირებული გამომწვევებიდან არცერთი არ იყო დაკავშირებული ბირჟის ფუნქციონირებასთან ან სენბიზე დაკისრებული რაიმე ფუნქციის შეუსრულებლობასთან.
‼️მიგვაჩნია, რომ ინფორმაციის პირდაპირი, არასრული, შეფასების გარეშე გადმოცემას შეჰყავს მკითხველი შეცდომაში და იგი არ უწყობს ხელს საკითხთან დაკავშირებული სწორი აღქმის ჩამოყალიბებას
კომერსანტი • Commersant