26/03/2024
ახალი, მოდერნიზებული გზა ატენის ხეობის მოსახლეობას, - „რეფორმამ“ ატენი-ბოშური-ხიდისთავის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია განახორციელა
მოეწყო 76 000 მ2 ასფალტობეტონის გზა, რაზეც გაიხარჯა 18 000 ტონა ასფალტი; მოიჭრა და დაფორმირდა 110 000 მ3 კლდის მასა; თანამედროვე მასალებით გამოყენებით, სტაბილიზაცია ჩაუტარდა 80 000 მ2 გზის საფუძველს;
არასტაბილურ მონაკვეთებზე აშენდა გაბიონის და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები; მოეწყო სხვადასხვა ტიპის 11 კმ-ზე მეტი ბეტონის კიუვეტი და განხორციელდა გზის საფუძვლის დაცვისა და წყლის მოცილების კომპლექსური სამუშაოები.
შედეგად, გზის ვიწრო მონაკვეთების გაფართოებით, მოსახვევების რადიუსების სტანდარტებთან დაახლოებით, გზის გრძივი და განივი პროფილების თანამედროვე ნორმების შესაბამისად მოწყობით, კარდინალურად გაიზარდა გამტარიანობის და საექსპლოატაციო სიჩქარე. საფუძვლისა და საფარის მოწყობის ინოვაციური მიდგომით, გაიზარდა გზის მზიდუნარიანობა და ექსპლოატაციის ვადა.
ასევე, მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მოეწყო 3500 მ ბეტონისა და 1000 მ-ზე მეტი ლითონის თვალამრიდები და ზღუდარები, ახალი გზა აღიჭურვა ევროპული სტანდარტის შუქამრეკლებით, საგზაო ნიშნებით და სხვა სათანადო მოწყობილობებით.
ატენი-ბოშური-ხიდისთავის გზა კომპანია „რეფორმას“ კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების სტილისა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.