14/05/2026
📚 ფრანგული Legrand-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა "ელვარე ელექტრო მარკეტის" სატრენინგო სივრცეში გაყიდვების გუნდისთვის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ტრენინგი ჩაატარა, რომელიც შეეხებოდა ევროპული წარმოების ფრანგულ ბრენდ ლეგრანს.
✅ Legrand მსოფლიო ელექტროინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ბრენდია, რომელიც უსაფრთხოების, ინოვაციების და ევროპული ხარისხის სიმბოლოდ აღიქმება. სწორედ ამიტომ, ელვარესთვის უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს პროფესიონალური, სიღრმისეული და ევროპული სტანდარტის შესაბამისი კონსულტაცია.
✅ ტრენინგის მთავარი მიზანი იყო ჩვენი გუნდის ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება ფრანგული 𝗟𝗲𝗴𝗿𝗮𝗻𝗱-ის პროდუქციის მიმართულებით, რათა ელვარე ელექტრო მარკეტის თითოეულმა თანამშრომელმა მომხმარებელს მაქსიმალურად კვალიფიციური ინფორმაცია მიაწოდოს პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, უპირატესობებისა და გამოყენების სპეციფიკის შესახებ.
🤝 ელვარე ელექტრო მარკეტის მთელი გუნდი მადლობას უხდის 𝗟𝗲𝗴𝗿𝗮𝗻𝗱-ის წარმომადგენლობას გამოცდილების, კომპეტენციის გაზიარებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. მსგავსი თანამშრომლობა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს გუნდს და გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ.
📍„ელვარე ელექტრო მარკეტის“ ინოვაციურ შოურუმში უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ფრანგული Legrand-ის ევროპული წარმოების პროდუქცია, ელექტრო დაცვის მოწყობილობები და ჩამრთველ-როზეტები ნებისმიერი მასშტაბის პროექტებისთვის.
🟣 „ელვარე ელექტრო მარკეტი“ - ადგილი, სადაც მსოფლიო ხარისხი ადგილობრივად ხელმისაწვდომი ხდება;
🟣 𝗟𝗲𝗴𝗿𝗮𝗻𝗱 - ევროპული სტანდარტი, რომელსაც საქართველოში „ელვარე“ წარმოადგენს.