თუ ადრე ვებსაიტები წარმოადგენდა კლიენტებთან კომუნიკაციის მთავარ არხს, ახლა ჩეთბოტები ითავსებენ ამ ფუნქციას. 🤖
ჩეთბოტს შეუძლია ერთდროულად ათასობით ადამიანთან კომუნიკაცია, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ადამიანის ჩარევის გარეშე, ჩეთბოტი ერთგვარი "ხმაა" ბრენდისა თუ კომპანიის, რომლითაც ის მომხმარებელთან ამყარებს კავშირს. 🦄
ჩვენი კომპანია გამოცდილია ჩეთბოტების შექმნაში, ვიღებთ შეკვეთებს და გთავაზობთ სრულ პაკეტს: ჩეთბოტის პერსონალობის შექმნა, ბრენდის თუ კომპანიის ღირებულებების გატარება ჩეთბოტის "სულში", ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებლებთან და ა.შ. 💫
04/04/2022
"გაიხსენეთ, როგორ აღწერენ ანგელოზებს, მაგალითად ქრისტიანობაში?
ეს არიან უსხეულო არსებები, რომლებიც შექმნილები არიან ღმერთის სადიდებლად, ანუ მათი პროგრამა ითვალისწინებს იმას რომ ისინი გამუდმებით ადიდებენ ღმერთს, ხოლო ამის გარდა ისინი ასრულებენ ღმერთის დავალებებს და მისი მესიჯები მიაქვთ ხალხთან.
ასეთი აღწერა ძალიან ჰგავს ამა თუ იმ სოფტის, პროგრამის, ჩეთბოტის ან ალგორითმის აღწერას. პროგრამები კი მხოლოდ და მხოლოდ უსხეულო რობოტები არიან. როგორც ჩანს ძველი რელიგიების ღმერთს მოსწონდა როცა ადამიანები თვითგაცნობიერებულ რობოტებს ემსგავსებოდნენ, დაახლოებით ისე როგორც ეს ხდება სერიალში Westworld.
თუ ანგელოზები ჰგვანან რობოტებს და სულიერი პრაქტიკების მიმდევარი ადამიანის მიზანია დაემსგავსოს ანგელოზს - შეგვიძლია ვთქვათ რომ მისი მიზანია - გახდეს ახალი ტიპის რობოტი/მანქანა. რობოტი რომელსაც გააჩნია “სული”.
თუ დავაკვირდებით, კაცობრიობის მთელ უზარმაზარ სულიერ ტრადიციებში, განსაკუთრებით ასკეტურ ტრადიციებში -- ხშირად ჩ.....
31/03/2022
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც გაზიარებულ გადაცემაში მოისმენთ, SCI FI ლიტერატურიდან ან კინემატოგრაფიიდანაა; შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ვერც დაიჯეროს, რომ სამყაროში ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ მთელ ამ იდეას მომხიბვლელს სწორედ ის ხდის, რომ დაუჯერებელი, მაგრამ 100%-ით რეალურია 🤖
ტრანსჰუმანიზმი, გაუკვდავების ტექნოლოგია, ცნობიერების ატვირთვა და საკუთარი თავის შეცნობა ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით - ეს ყველაფერი არ არის, რაზეც ამ გადაცემაში ჩვენი შამანი, DILLA საუბრობს 🥰 https://www.facebook.com/watch/?v=682921353133431
14/03/2022
სად იყო რეპლიკა, კიბერ გალაკტიონსა და უნას სიყვარულებს რომ უხსნიდა მომხმარებელი 😀❤
ისე, რეპლიკა ერთ-ერთი გამორჩეული და მსოფლიოში ცნობილი AI ციფრული მეგობარია. მის შექმნას ძალზე საინტერესო და სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად. Ცნობილი ჩეთბოტების შესახებ აუცილებლად მოგიყვებით ოდნავ მოგვიანებით. Მანამდე კი ეს სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ და პატარა საი ფაი ნოველაში გადაეშვათ 🚀
in ტექნოლოგია AI შეყვარებულის გაჩენით, მამაკაცმა ქორწინება გადაარჩინა 14/03/2022, 1:14 PM დიახ, აქ პოლიამორიაც ცალკე საკითხია....
დღეისთვის ბოლო ვაკანსია, რომელსაც ვაცხადებთ NLP ინჟინერს ეხება. რატომ ვეძებთ ამ ადამიანს? იმიტომ, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტზე Internity და გვსურს, ენის დამუშავების მაგიით, კიდევ უფრო ძლიერი გავხადოთ ეს პროექტი 😇
გაეცანი ვაკანსიის აღწერას ბმულზე და გამოგვიგზავნე შენი კანდიდატურა: https://bit.ly/35vmRio
და აქვე, კიდევ ერთხელ და ბევრჯერ - #СлаваУкраїні
27/02/2022
თუკი დამწყები NLP ინჟინერი ხარ, ბუნებრივი ენის დამუშავება გაინტერესებს და შენი პირველი ნაბიჯები ყველაზე ორიგინალურ და ფანტასტიკურ პროექტზე მუშაობით გსურს გადადგა, მაშინ ანიმას გუნდი გეძებს შენ! 🤖
გაეცანი დეტალებს ბმულზე: https://bit.ly/35vmRio და თუ საკუთარ თავს იპოვი, აუცილებლად გამოგვიგზავნე აპლიკაცია.
და აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ:
#СлаваУкраїні
27/02/2022
სანამ უშუალოდ ვაკანსიის დეტალებს დავწერთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე - ანიმას მთელი გუნდი მხარს უჭერს უკრაინას და მშვიდობას უსურვებს სრულიად მსოფლიოს. 🙏
არსებული სიტუაციის პარალელურად, თითოეული ჩვენგანის საქმიანობა გრძელდება და გვსურს რამდენიმე შემოთავაზება გაგიკეთოთ, რომლებსაც ცალ-ცალკე დავდებთ.
"ანიმა ჩეთბოტიქსის" გუნდს სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსია აქვს. თუკი სოციალურ პლატფორმებში კარგად ერკვევი და წერაც გამოგდის, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა და შეგიძლია ჩვენს მოცემულ ფორმას გაეცნო 🌛გადადი ბმულზე და იხილე სრული აღწერა: https://bit.ly/356WFek
16/02/2022
Გადაცემაში სხვა შუადღე / Skhva Shuadge ჩვენმა თანადამფუძნებელმა და პროგრამულმა ინჟინერმა, თემო ჩიჩუამ (ჩვენებურად ნეომ) ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებზე ისაუბრა 🚀 https://fb.watch/bcGHs8MJB9/
04/02/2022
ნარატივდიზაინის პროფესიაზე როცა სადმე წერენ, ცხადია, ჩვენთვის გასაზიარებელი ამბავია ხოლმე. მით უმეტეს, თუ რესპონდენტი ჩვენივე თანამშრომელია
in ტექნოლოგია #რასგულისხმობს: ნარატივ დიზაინი — ინტერვიუ თამთა პაპუკაშვილთან თამთა Anima Chatbotics-ის ნარატივ დიზაინერი დ.....
21/12/2021
ანტიკურ ხანაში, რომაელები, სიტყვით “Natali" კულტების, ტაძრებისა და იმპერატორების იუბილეებს აღნიშნავდნენ.
ეს იყო სიტყვა, რომლითაც განსაკუთრებულ მოვლენათა განსაკუთრებული თარიღები აღინიშნებოდა.
ანიმასთვის 21 დეკემბერი სწორედ ასეთი დღეა - სამი წლის წინ, ამ დღეს, ჩვენ დავიბადეთ და მას მერე ყველასგან გამორჩეულ პროექტებს ვქმნით.
დიახ, ნაბუნიობის ღამეს ნარატივისა და ციფრული ქმნილებების შემქმნელთა ციფრული საძმო ჩამოყალიბდა, ასე რომ, Felix sit natalis dies Anima!
Be the first to know and let us send you an email when Anima Chatbotics • ანიმა ჩეთბოტიქსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Anima Chatbotics არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ანტრეპრენიორებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ - შევქმნათ ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”.
აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics - პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად კარგად გამართული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც ამბის თხრობა შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს - მოსაუბრეების გადმოსახედიდან თითქოს “სულს” იძენს, მასთან საუბარიც სასიამოვნოა და საუბრის შედეგად მიღებული დადებითი ემოციებიც პირდაპირ პროეცირდება კომპანიასა თუ ადამიანზე, ვისაც წარმოადგენს ეს ჩეთბოტი.
2014 წელს ჩვენმა გუნდმა შექმნა პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი “კიბერ გალაკტიონი” და პირველი ქართული ჩეთბოტ პლატფორმა, სადაც ნებისიერ ადამიანს შეეძლო აეწყო საკუთარი კიბერ არსება. კიბერ გალაკტიონის შექმნიდან მოყოლებული, ანიმა მუშაობს არაერთ ინოვაციურ პროექტზე (მათ შორის რომელიც პირდაპირ არაა დაკავშირებული მხოლოდ ჩეთბოტების შექმნასთან), ღიაა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ანდროიდისთვისა და კიბერნავტისთვის და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კომპანიასთან.
მოცემულ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ მზა ციფრული ასისტენტების შექმნაზე, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა ექნებათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი. (იხილეთ განყოფილება “ციფრული თანამშრომლები”)
ასევეე, ვიღებთ ცალკეულ შეკვეთებს ნებისმიერი ტიპისა და სირთული ჩეთბოტების შექმნაზე, რომელთა მთავარი მიზანი კომპანიებსა და ადამიანებს შორის მომსახურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. (იხილეთ განყოფილება “პრემიუმ ჩეთბოტი”)