Shine Energy • შაინ ენერჯი

Shine Energy • შაინ ენერჯი Solar EPC/O&M ☀️ Residential • Commercial • Utility-Scale

ენერგია მზიდან და ენერგია მიწიდან 🌞🫘 მზის ელექტროსადგური და ლობიოს ნერგები გვერდიგვერდ 🌱
17/02/2026

ენერგია მზიდან და ენერგია მიწიდან 🌞🫘

მზის ელექტროსადგური და ლობიოს ნერგები გვერდიგვერდ 🌱

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა მდგრადი მომავლისთვის Shine Energy და Tegeta Green Planet იწყებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამ...
13/02/2026

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა მდგრადი მომავლისთვის

Shine Energy და Tegeta Green Planet იწყებენ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ერთობლივ კამპანიას - „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“.

პარტნიორობის მიზანია ახალგაზრდებთან და ფართო საზოგადოებასთან საუბარი:
♻️ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე
🚗 მდგრად ტრანსპორტზე
☀️ განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე

კამპანია მთელი წლის განმავლობაში მოიცავს შეხვედრებსა და პრეზენტაციებს სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეში.

პირველი პრეზენტაცია უკვე გაიმართა 10 თებერვალს “New Georgian School” -ში, რაც ამ გრძელვადიანი ინიციატივის დასაწყისია.

🌎 გვჯერა, რომ ძლიერი პარტნიორობა ქმნის რეალურ გავლენას და ახალი თაობის ცნობიერება არის ის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მომავალი შენდება.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაციისკენ! 🇬🇪🇷🇴საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტ...
04/02/2026

მნიშვნელოვანი ნაბიჯი რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაციისკენ! 🇬🇪🇷🇴

საქართველო-რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ახალ ეტაპზე გადავიდა - ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-სსე/Georgian State Electrosystem-GSE - სა და “Transelectrica” -ს შორის.

პროექტი აძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციას და ქმნის რეალურ შესაძლებლობას ქართული მწვანე ენერგიის ევროპულ სისტემაში ჩართვისთვის 🙌🏻💡

28/01/2026

🇬🇪 იმპორტდამოკიდებულება - ახალი გენერაციის ობიექტების აშენების აუცილებლობა დიდია👇🏻

2025 წლის დეკემბერში საქართველომ 300 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა - იმპორტი 27%-ით არის გაზრდილი. ქვეყანამ იმპორტირებულ დენში 48 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2024 წელთან შედარებით.

გამოსავალი არის მრავალწყაროიანი ენერგეტიკა - ჰესი, მზე და ქარი ერთად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი კი საქართველოს ენერგეტიკისთვის ახალი შესაძლებლობების გამხსნელი პროექტია.

ენერგოუსაფრთხოება დღეს კი, უკვე სტრატეგიული საკითხია.

🔌 საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება საჭიროებს სტრატეგიულ და მრავალწყაროიან მიდგომას.“ ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის ...
27/01/2026

🔌 საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება საჭიროებს სტრატეგიულ და მრავალწყაროიან მიდგომას.

“ ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა მკვეთრად შეინიშნება, რასაც კერძო სექტორიც პირდაპირ ვგრძნობთ. ენერგეტიკა სენსიტიური სფეროა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდეს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის გარეშე დარგის გრძელვადიანი განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“

ასეთ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია – ნინა გადელია „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე

🔩 ISOTEC (ISOGROUND)-ის გალვანიზირებული ფოლადისგან დამზადებული კონსტრუქციული გეომეტრია დატვირთვას თანაბრად ანაწილებს გრუ...
26/01/2026

🔩 ISOTEC (ISOGROUND)-ის გალვანიზირებული ფოლადისგან დამზადებული კონსტრუქციული გეომეტრია დატვირთვას თანაბრად ანაწილებს გრუნტზე, ინარჩუნებს მოდულების ზუსტ განლაგებას და უზრუნველყოფს სისტემის სტრუქტურულ მთლიანობას - მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი.

სტატიკური გაანგარიშებები აქ მხოლოდ თეორია არ არის - რეალურ ზამთრის პირობებშია გადამოწმებული და პრაქტიკაში სრულად ამართლებს თავს.

კოროზიისგან დაცული, მაღალი სიმტკიცის გალვანიზირებული ფოლადი გამოირჩევა გრძელვადიანი ექსპლუატაციითა (25 წელი) და სტაბილურობით გარემოს მუდმივი ზემოქმედების პირობებში.

💪🏻 ISOGROUND - მიწაზე განთავსებული მზის ელექტროსადგურებისთვის, სადაც კლიმატთან კომპრომისი არ განიხილება.

🇫🇷☀️ საფრანგეთის მზის ენერგიის ბაზარი - საინტერესო ტენდენციები2025 წელს საფრანგეთმა 5.9 GW მზის ენერგიის ახალი სიმძლავრე...
26/01/2026

🇫🇷☀️ საფრანგეთის მზის ენერგიის ბაზარი - საინტერესო ტენდენციები

2025 წელს საფრანგეთმა 5.9 GW მზის ენერგიის ახალი სიმძლავრე დაამატა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამით მზის ენერგიის ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ 31.1 GW-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ახალი სიმძლავრის დაახლოებით 65% მოდის 100-500 kWp სეგმენტზე, სადაც მთავარ როლს ბიზნესები, ფერმერები და ადგილობრივი თვითმმართველობები ასრულებენ. სწორედ ამ სეგმენტზე მორგებულმა მექანიზმებმა უზრუნველყო ბაზრის სწრაფი ზრდა.

ამავე დროს, საცხოვრებელ სეგმენტში რეგულაციურმა ცვლილებებმა და ტარიფების კორექტირებამ ბაზრის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი და სტაბილური პოლიტიკა ენერგეტიკის სექტორში.

საერთაშორისო გამოცდილება საინტერესო მაგალითებს გვაძლევს იმისთვის, თუ როგორ შეიძლება მზის ენერგიის განვითარება სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული ინსტრუმენტებით.

The country's cumulative installed PV capacity reached 31.1 GW at the end of December.

❄️ თოვლმა თავის საქმე გააკეთა! მზის პანელები ბუნებრივად გაიწმინდა და მზადაა ეფექტური მუშაობისთვის 🌞📦 “ ნიუ ჯეო ლოჯისტიკს...
26/01/2026

❄️ თოვლმა თავის საქმე გააკეთა! მზის პანელები ბუნებრივად გაიწმინდა და მზადაა ეფექტური მუშაობისთვის 🌞

📦 “ ნიუ ჯეო ლოჯისტიკს “ - ის მზის ელექტროსადგური, 626 kWp (DC);

მზის მოდული (DC): ASTRONERGY
ინვერტერი (AC): HUAWEI
სამაგრი კონსტრუქცია: ISOTEC

26/01/2026

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია ენერგეტიკული პროექტების განმახორციელებლებისთვის

საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული 1 მილიარდის ოდენობის პირგასამტეხლოების ჩამოწერის პროგრამის ფარგლებში, ჩამოწერას ექვემდებარება ჯამში 1,150 მგვტ ენერგეტიკული პროექტი, საიდანაც:

💦 ჰიდრო: 75%
🌞 მზე: 5%
💨 ქარი: 20%

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს და მოითხოვონ შაბლონი მიმართვისთვის.

📌 განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 30 იანვარი, 2026 წელი.

🎉 დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ შაინ ენერჯი ოფიციალურად გაწევრიანდა გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებაში (UN Global...
24/01/2026

🎉 დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ შაინ ენერჯი ოფიციალურად გაწევრიანდა გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებაში (UN Global Compact)!
🌎 ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს გზაზე მდგრადი, პასუხისმგებლიანი ბიზნესისა და ენერგეტიკისთვის.

🎉შაინ ენერჯი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების მონაწილეა!
🎉 Welcome onboard, SHINE ENERGY!
UN | Shine Energy • შაინ ენერჯი

📈 მზის მოდულების ბაზარი 2026 წელს ახალ ფასობრივ რეალობაში შედის.ჩინეთის მიერ ფოტოვოლტური პროდუქციის ექსპორტის საგადასახა...
19/01/2026

📈 მზის მოდულების ბაზარი 2026 წელს ახალ ფასობრივ რეალობაში შედის.

ჩინეთის მიერ ფოტოვოლტური პროდუქციის ექსპორტის საგადასახადო შეღავათების გაუქმება 1 აპრილიდან უკვე იწვევს ფასების ზრდას მიწოდების ჯაჭვში - გარკვეულ სეგმენტებში ზრდა აღწევს 20%-30%-ს.

ამ პირობებში კომერციული და ინდუსტრიული მასშტაბის პროექტებისთვის ჩვენს რეგიონში დროული შესყიდვა პრაქტიკულად ერთადერთი რაციონალური ნაბიჯი ხდება, რადგან ალტერნატიული მიწოდების მოცულობები შეზღუდულია და ფასების დაბრუნება ძველ დონეზე, მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად მოსალოდნელია.

წყარო:

17/01/2026

🇬🇪 ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს ენერგეტიკული პროექტების სრულმასშტაბიანი გადახედვის პროცესი. სახელმწიფოს მიზანია, საქართველოში რეალურად აშენდეს გენერაციის ობიექტები, რასაც ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე PMI სტატუსის მინიჭებაც მნიშვნელოვნად წაახალისებს.
(📹გადაცემა ჩაწერილია დეკემბერში)

Address

Axis Towers Business Center
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shine Energy • შაინ ენერჯი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Shine Energy • შაინ ენერჯი:

Share