საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
Georgian Oil & Gas Corporation

კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია - ნავთობისა და გაზის რესურსების დაძიება-მოპოვება, ასევე ნავთობისა და გაზის ტრანზიტის ოპერაციების წარმოება; საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ექსპლუატაცია; ახალი მაგისტრალური გაზსადენების და ნავთობსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება.

27/05/2026

🇬🇪 26 მაისი, ეს დღე ჩვენია!

🇬🇪 საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია
ენერგიის დივერსიფიკაცია - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი!

🇬🇪 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ქალაქ თე...
26/05/2026

🇬🇪 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ქალაქ თელავში აღნიშნა და მოქალაქეებს მთავარ მოედანზე უმასპინძლა.

🇬🇪 ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ენერგეტიკული კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ინსტალაციები, მაკეტები და საინფორმაციო სტენდები, შემეცნებითი და გასართობი ზონები ბავშვებისთვის. აღნიშნულ სივრცეში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სექტორში არსებულ მიღწევებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

🇬🇪 ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

🇬🇪 აღსანიშნავია, რომ წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ქვეყანა უმთავრეს ისტორიულ თარიღს - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავსაც ზეიმობს.

,,1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.”

🇬🇪 ნავთობისა და გაზის კორპორაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26/05/2026

26 მაისი - ეს დღე ჩვენია!

🇬🇪გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
25/05/2026

🇬🇪გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

🇬🇪26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ღირებულებების, საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავ...
25/05/2026

🇬🇪26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ღირებულებების, საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის დღეა. დღე, რომელიც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს.

📍26 მაისს, ენერგეტიკის სექტორი თელავში იქნება წარმოდგენილი.

🇬🇪11:00-18:00 ქალაქის მთავარი მოედანი მრავალფეროვან საბავშვო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
🇬🇪17:10 შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
🇬🇪19:00 დაიწყება საზეიმო გალა კონცერტი.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
#26მაისი #ესდღეჩვენია

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა-სსე/Georgian State Electrosystem-GSE
სს გეს საქრუსენერგო
ენგურჰესი / Enguri HPP
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი/Georgian Energy Development Fund
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობი...
19/05/2026

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ახალი ოცწლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ხაზგასასმელია, რომ კორპორაციასა და შესაბამის მომწოდებელ კომპანიას შორის დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2026 წელს იწურება, შესაბამისად, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში, 20-წლიანი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებას სტრატეგიული თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და ჩაანაცვლებს დამატებითი გაზის მოცულობებს, რომლებიც საჭიროა სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

აღნიშნული თანამშრომლობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებით არ შემოიფარგლება - ის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა სამხრეთკავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

ეკატერინე სისაური ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის ...
19/05/2026

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.

ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებით მხარეებს შორის ახალი საოპერაციო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ნავთობსადენის ფუნქციონირების აღდგენასა და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნებას.

ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, ის უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და ასევე სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დღეისთვის შეჩერებულია.

ბაქო-სუფსის მილსადენი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონში წარმატებით განხორციელებულ პირველ სატრანზიტო პროექტს წარმოადგენს.

ეკატერინე სისაური ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

19/05/2026
18/05/2026

Address

Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322244040

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC:

Share

Category