გრავიტა • Gravita

გრავიტა • Gravita სამშენებლო კომპანია გრავიტა -
ჩვენ ვაშენებთ იდეებს

"გრავიტა" 2006 წელს დაარსდა, როგორც თეგეტა მოტორსის სამშენებლო ჯგუფი. 2013 წელს კი დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. ამ პერიოდში კომპანიამ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, თეგეტა მოტორსის სათაო ოფისი და სერვის ცენტრები

„გრავიტას“ საქმიანობა კომერციული და საზოგადოებრივი არქიტექტურის ყველა ასპექტს მოიცავს. დაარსებიდან „გრავიტამ“ არაერთი შოურუმი, სერვის ცენტრი, საწყობი და სხ

ვა პროექტი განახორციელა და მომხმარებლის ნდობა მოიპოვა.

კომპანია კლიენტებს სრულ სერვისს სთავაზობს: საზოგადოებრივ და კომერციულ მშენებლობას, საპროექტო მომსახურებას, დიზაინსა და კეთილმოწყობას.

06/05/2026

როდესაც ცხოვრებას სწორი რაკურსით უყურებ, საუკეთესო სანახაობა შენ წინ იშლება.

Steelcraft - პრემიუმ ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრები და ფასადური სისტემები.

ტერაცო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში.Agglotech გთავაზობთ ფილებს, რომლებ...
04/05/2026

ტერაცო დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მასალაა თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში.

Agglotech გთავაზობთ ფილებს, რომლებიც მზადდება მარმარილოს, კვარცის, გრანიტის, ობსიდიანის და სხვა ბუნებრივი ქვის კენჭებისგან, ცემენტის ბაზაზე და არ შეიცავს არაბუნებრივ პროდუქტებს, როგორიცაა ე.წ. ეპოქსიდი და სხვა ხელოვნური მასალები. ეს ქმნის ბუნებრივ, მრავალფეროვან ტექსტურას, რომელიც თითოეულ ზედაპირს უნიკალურ ვიზუალურ იერს ანიჭებს.

ფილები გამოიყენება როგორც იატაკზე, ასევე კედლებზე, ფასადზე, სამზარეულოსა და დიზაინერული ავეჯის ზედაპირებზე. Agglotech-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მრავალფეროვნება. 4000-ზე მეტი ფერის კომბინაცია, რაც არქიტექტორებსა და დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას, მარტივად შეარჩიონ მათი პროექტისათვის ყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება.

Gravita არის Agglotech-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

25/04/2026

👉 საირმეში მიმდინარე მასშტაბური პროექტი აქტიურ ფაზაშია და უკვე დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში Gravita ასრულებს სასტუმროსა და სპა ცენტრთან დაკავშირებულ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს.

20–26 აპრილს მილანში დიზაინის კვირეული იმართება, რომელსაც Gravita-ს გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.Milan Design Wee...
21/04/2026

20–26 აპრილს მილანში დიზაინის კვირეული იმართება, რომელსაც Gravita-ს გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

Milan Design Week ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ერთიანდება არქიტექტურა, დიზაინი და ინოვაცია.

თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს — კვირეულის განმავლობაში ადგილიდან გაგიზიარებთ საინტერესო მომენტებს.

17/04/2026

15 აპრილს, თბილისში, გაიმართა ღონისძიება - Identicity – Shaping the Urban Transformation, რომელიც ქალაქის ტრანსფორმაციისა და თანამედროვე ურბანული სივრცეების ახალ ხედვას შეეხო.

პანელური დისკუსიის ფარგლებში სპიკერებმა ისაუბრეს არქიტექტურის სოციალურ როლზე, სივრცის გადაფასებასა და არსებული გარემოს ახალ ფუნქციებზე.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი იყო Gravita.

გრავიტა ერთ-ერთი იტალიური პრემიუმ ბრენდის, Agglotech-ის, ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, 2023 წლიდან.Agglotech არქიტ...
31/03/2026

გრავიტა ერთ-ერთი იტალიური პრემიუმ ბრენდის, Agglotech-ის, ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, 2023 წლიდან.

Agglotech არქიტექტურული ტერაცოს წამყვანი მწარმოებელია, რომელიც უკვე 50 წელზე მეტია აერთიანებს ბუნებრივ ქვას, ინოვაციურ ტექნოლოგიასა და დახვეწილ დიზაინს.

Agglotech-ის ტერაცო მზადდება მარმარილოს, კვარცის, ქარვისა და სხვა ბუნებრივი ქვების კენჭებისგან. არ შეიცავს ეპოქსიდს და მისი დამზადება შესაძლებელია ინდივიდუალური დიზაინის მიხედვით, რაც არქიტექტორებსა და დიზაინერებს ფერებისა და ტექსტურების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

Agglotech ქმნის გამორჩეულ ვიზუალურ ეფექტს, იდეალურია პრემიუმ სივრცეებისთვის და გამოყენებულია ისეთი ცნობილი ბრენდების შოურუმებსა და ოფისებში როგორიცაა: Aesop, Valentino, Morgan Stanley, Gucci და სხვა - სადაც მასალა აძლიერებს სივრცის არქიტექტურულ იდენტობას და ქმნის ელეგანტურ და თანამედროვე გარემოს.

გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ გრძელდება.ექსპოზიცია თბილისის ლანდშაფტს ხელნაკეთი მოდელების საშუალებით წარმოა...
24/03/2026

გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ გრძელდება.

ექსპოზიცია თბილისის ლანდშაფტს ხელნაკეთი მოდელების საშუალებით წარმოაჩენს და გვთავაზობს ქალაქის გეოლოგიური და სივრცითი სტრუქტურის ახალ ხედვას.

🔘 თიბისი კონცეპტის გალერეა, მარჯანიშვილის 7
🔘 24 აპრილის ჩათვლით

პროექტის ორგანიზატორი: თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი Ubani
გამოფენის მთავარი მხარდამჭერი: თიბისი კონცეპტი
გამოფენის ოფიციალური პარტნიორი: GRAVITA

05/03/2026

გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ წარმატებით გაიხსნა და დამთვალიერებელს თბილისის რელიეფის ახლებური, უფრო ღრმა ხედვა წარუდგინა.

სამკვირიანი სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის „უბნის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარდა და გააერთიანა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები, არქიტექტორები და ახალგაზრდა პროფესიონალები.

🔘 ხანგრძლივობა: 28 თებერვალი - 24 აპრილი, 2026;
🔘 მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის გალერეა;

გამოფენის მთავარი მხარდამჭერი: თიბისი კონცეპტი
გამოფენის ოფიციალური პარტნიორი: GRAVITA

თბილისის ლანდშაფტის მოდელირების პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის პირველად წარმოდგენილი იქნება...
27/02/2026

თბილისის ლანდშაფტის მოდელირების პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დამთვალიერებლისთვის პირველად წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“. გამოფენა 28 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, გაიხსნება.

სამკვირიანი სემინარი 2025 წლის სექტემბერში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის Ubani-ს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რენატო რიცის ხელმძღვანელობით ჩატარდა და გააერთიანა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტები, არქიტექტორები და ახალგაზრდა პროფესიონალები.

მონაწილეებმა შეისწავლეს ქალაქის რელიეფი და შექმნეს სხვადასხვა მასშტაბის ხელნაკეთი მოდელები — ქაღალდის, მუყაოს, სილიკონისა და თაბაშირის გამოყენებით.

„თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“ გვთავაზობს ქალაქის ლანდშაფტის ახალ ხედვას. ის თბილისის გეოლოგიის სიღრმისეულ და კრიტიკულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით ახდენს.

პროექტის გუნდია: რენატო რიცი და მისი ასისტენტები – სუზანა პიშიელა, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკი, ,,უბნის" გუნდთან თამაშრომლობით.

▫️გამოფენის მთავარი მხარდამჭერი: თიბისი კონცეპტი
▫️გამოფენის ოფიციალური პარტნიორი: GRAVITA

ფოტოები ეკუთვნის თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრ „უბანს“.

28 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, ,,უბნის“ ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გაიხსნება გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტი...
23/02/2026

28 თებერვალს, 17:00 სთ-ზე, ,,უბნის“ ორგანიზებით და თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, გაიხსნება გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“, რომელიც ქალაქის გეოლოგიას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით წარმოაჩენს.

🔘 ხანგრძლივობა: 28 თებერვალი - 24 აპრილი, 2026;
🔘 მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი კონცეპტის გალერეა;

გამოფენის ოფიციალური პარტნიორი - GRAVITA

🙋 გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი!საბა გრავიტაში უკვე 3 წელია რაც შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მი...
04/02/2026

🙋 გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი!

საბა გრავიტაში უკვე 3 წელია რაც შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ლამბორგინის ცენტრსა და MAN-ის სერვისცენტრზე მუშაობა, სადაც სხვადასხვა გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება მოუტანა.

💬 „გრავიტაში სამუშაო გარემო დაფუძნებულია პროფესიონალიზმსა და ურთიერთპატივისცემაზე, რაც გუნდურ მუშაობასა და საერთო მიზნების მიღწევას ამარტივებს.“

🚀 გრავიტაში ჩვენ ვქმნით საერთო კულტურას, სადაც თითოეული თანამშრომელი საერთო წარმატების ნაწილია.

Address

Mirian Mepe Street 68a
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Telephone

+995322357272

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გრავიტა • Gravita posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გრავიტა • Gravita:

Share