GBG ხელს უწყობს ქვეყანაში სამშენებლო სექტორისა და ხარისხიანი მშენებლობის განვითარებას. ქართული ცემენტის და ბეტონის მწარმოებელი კომპანია GBG 2005 წელს დაარსდა და გამოირჩევა ევროპული სტანდარტების დაცვით და ხარისხის მუდმივი კონტროლით. კომპანია ხელს უწყობს საქართველოში სამშენებლო სექტორის განვითარებას და ხარისხიანი მშენებლობის ხელშეწყობას. GBG არის საქართველოს ცემენტის ასოციაციის დამფუძნებელი.
კომპა
ნიის ქარხნები განთავსებულია ავჭალისა და კახეთის გზატკეცილის ლოკაციებზე. 2005 წელს კომპანიამ საქმიანობა ცემენტის წარმოებით დაიწყო, ხოლო 2015 წელს ახალი საწარმო ააშენა, რომელიც ცემენტის დახურული წრედით დაფქვის ტექნოლოგიით ოპერირებს. ბეტონის წარმოება მოგვიანებით, 2018 წელს დაიწყო. ეს მიმართულება კი, მალევე, მისი მთავარი პრიორიტეტი გახდა. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ახალი (GBG) სტანდარტის დამკვიდრებას შეუდგა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურების მოქნილი სერვისი შესთავაზა. GBG არის ISO 45001:2018 და ISO 9001:2015 სერტიფიკატების მფლობელი, რომელიც TUV SUD-მა 2020 წელს გასცა. ასევე, კომპანია რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის ჰაერის ფილტრაციის სისტემას იყენებს, რის გამოც, 2019 წელს EBRD-ის ჯილდო მიენიჭა ენერგოეფექტურობის ინდუსტრიის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის.
დღეისათვის, საწარმოში დასაქმებულია 145 ადამიანი და GBG კვლავაც აგრძელებს ზრდასა და განვითარებას.