21/02/2026
ჩვენი კოკა აღარაა... ჩვენი გუნდის ღიმილიანი, სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ნაწილი.
რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ის ტკივილი, რომელსაც განვიცდით.
რთულია ასეთი მწარე და უსამართლო რეალობის მიღება.
საშინლად მტკივნეულია კოკას დატოვებული სიცარიელე, რადგან ყველა მოგონებაში კოკაა, რადგან მასზე წარსულში საუბარი იმ კოშმარს ჰგავს, რომლიდან გაღვიძებაც გვიჭირს.
კოკა ემბიჯიში გაიზარდა, ემბიჯისთან ერთად გაიზარდა.
ვერ ვიხსენებთ კომპანიას მის გარეშე...
10 წელი ჩვენთან ერთად, ჩვენთან დატოვებული საოცრად ბევრი ღიმილი, სითბო და გუნდის თითოეული წევრის მიმართ გამოჩენილი ყურადღება...
მთელი გულით ვუსამძიმრებთ ოჯახს და გვინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რამდენად გვიყვარხართ, რადგან კოკამ თქვენი თავი საკუთარი ოჯახივით შეგვაყვარა.
მადლობას გიხდით ასეთი ადამიანის გაზრდისთვის, მასზე ზრუნვისთვის, მისი უკიდეგანო სიყვარულისთვის, რომელიც მასთან ურთიერთობის თითოეულ წუთში იგრძნობოდა.
მხნეობასა და სიცოცხლის სიყვარულს გისურვებთ, რადგან კოკამ ყველაზე უკეთ იცოდა, როგორ ყვარებოდა ცხოვრება.
ეს ფოტო კი რამდენიმე თვის წინ გადავუღეთ, რათა ყველასთვის გვეთქვა, რამდენად გვეამაყებოდა მისნაირი თანამშრომელი, მისნაირი ადამიანი ჩვენს გუნდში.
პოსტი დავდეთ, კოკას კი ძალიან უხაროდა თითოეული კომენტარი, გაზიარება და მოწონება. შეხედეთ? რეკლამის გარეშეც ხალხს ვუყვარვარო. ❤️
ადამიანები იქამდე ცოცხლობენ, სანამ გვახსოვს. ამიტომ კოკა სულ ჩვენ გვერდით იქნება. ❤️🕯