ჩვენს ჯგუფს მზის ენერგეტიკაში მოღვაწეობის 33 წლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს მაღალმთიან, არაელექტროფიცირებულ სოფლებში მზის ენერგიის პოტენციალის მეცნიერულად შესწავლა გამოყენების და ქსელს მიერთებული მზის ელსადგურების პროექტირება-ინსტალაციის საქმეში, რაზეც მეტყველებს შემდეგი მონაცემები:
სამეცნიერო ჟურნალებში მზის ენერგეტიკის თემატიკაზე
გამოქვეყნებულია 21 სამეცნიერო ნაშრომი;
• საერთაშორისო სემინარებზე, კონფერენციებსა და კონგრესებზე (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, შოტლანდია, შვედეთი, იტალია) გაკეთებულია 10 მოხსენება;
• დაცულია ერთი სადოქტორო დისერტაცია;
• დამუშავდა ავტონომიური მზის ფოტოელექტრული სისტემების პარამეტრების გაანგარიშების მეთოდიკა, საქართველოს პირობებისათვის.
განხორციელებული პრაქტიკული პროექტები:
უცხოელი დონორების დაფინანსებით განხორციელებულია მზის სოფლის ოთხი პროექტი: უკანაფშავი, 2003 წ., მუცო, 2004 წ., ჭართალა, 2005 წ., პატარა შირაქი, 2013 წ.
ბოლო 23 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, საქართველოს 70-ზე მეტ მაღალმთიან სოფელში ჩვენს მიერ ინსტალირებულია 200-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა.
70-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა საქართველოს საპატრიარქოს მონასტრებში.
30-ზე მეტი მზის ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა საქართველოს დაცული ტერიტორიების ობიექტებზე.
2011 წელს, ჩეხეთის მთავრობის გრანტით, განვახორციელეთ დიდი მასშტაბის პროექტი. კერძოდ, თუშეთის მოსახლეობას და საოჯახო სასტუმროებს დაუმონტაჟდათ:
• 80 კომპლექტი მზის ფოტოელექტრული სისტემა - ჯამური სიმძლავრით 30კვტ;
• 110 კომპლექტი მზის წყალგამაცხელებელი სისტემა - ჯამური წარმადობით 21,5 ტონა ცხელი წყალი დღე-ღამეში;
• 60 კომპლექტი მობილური (დასაკეც-გადასატანი) მზის ფოტოელექტრული სისტემები - ჯამური სიმძლავრით 6 კვტ, გადაეცათ თუშ მომთაბარე მწყემსებს.
• 2022 წლისთვის დაპროექტებული და ინსტალირებულია 100-ზე მეტი ქსელს მიერთებული (GRID-TIED) მზის სადგური.
ჯამში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩვენს მიერ მზის ენერგეტიკის დარგში განხორციელებულია 700-ზე მეტი პრაქტიკული პროექტი, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 5 მეგავატზე მეტი.
—
თუ გაინტერესებთ ისეთი თემები, როგორიცაა: მზის ფოტოელექტრული სისტემები, მზის პანელები ( ელემენტები, ბატარეები ), ინვერტორები და მათი ფასები, მზის პანელების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება, ელექტრო ენერგიის ნეტო აღრიცხვა, ორმხრივი მრიცხველი, ქსელს მიერთებული (Grid-Tied) და ავტონომიური (Off-Grid) მზის ელექტრო სადგური, სადგურის მონტაჟის წინაპირობები და სხვა მრავალი აქტუალური საკითხი მზის ენერგეტიკის დარგში:
ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://sunhouse.ge/ka/
გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი: https://www.youtube.com/channel/UCBVBvDnu_8UUJG4aVxYk_JA
დაგვიკავშირდით სოციალურ ქსელებში: https://www.facebook.com/SunHouse.ge
#პროკრედიტბანკი #მწვანეენერგია #ქსელსმიერთებული #მზისპანელებისდაყენება #მზისსახლი #განახლებადიენერგია #ნეტოაღრიცხვა #მზიდანდენი #ჰელიო #მზისენერგია #მზისპანელები #მზისპანელებისფასი