ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი

ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი ბიოლოგიური სოფლის მეურენობა Just these factors lead to the intensive development of bio direction all over the world.

კომპანია ,,ბიოაგრო-მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი” სპეციალიზირდება ისეთი ტექნოლოგიებისა და საშუალებების დანერგვაზე, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გაცილებით უფრო მაღალხარისხიანი, კონკურენტუნარიანი, ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული (ბიო) პროდუქტების მოყვანა.

კომპანია ყველა კლიენტს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას:

მეურნეობის დეტალური ანალიზი;
კონსულტაცია და ტრეინინგი ბიოტექნოლოგიების ეტაპო

ბრივ დანერგვაზე;
ფიტოსანიტარული მონიტორინგი;
მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებები (ბიო პრეპარატები) და თხევადი ორგანული სასუქი.


ჩვენ, სერვისებს ხშირ შემთხვევაში ვაწვდით მომხმარებელს ადგილზე (მეცნიერებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფების მეშვეობით), რის შედეგადაც კომპანიის კლიენტების სია დღითი დღე იზრდება. ყველა პროდუქტის და სერვისის ფასი არის სრულიად მისაღები ნებისმიერი აგრომეურნე - მწარმოებლისათვის და რაც მთავარია, მათი მოსავლის თვითღირებულება არანაირად არ იზრდება!

ამაყად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კომპანია "ბიოაგრო – მცენარეთა ბიოლგიური დაცვის ცენტრი" არის ქვეყანაში ლიდერი ბიოტექნოლოგიების წარმოება – დანერგვაში! ამასთან ერთად გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბიოსაშუალებების დანერგვა ხელს უწყობს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანას.

მოგეხსენაბათ, რომ სინთეზური შხამქიმიკატების ინტენსიური გამოყენება იწვევს ნიადაგიში არსებული სასარგებლო მიკრორგანიზმების (მეგობარი ბაქტერიები, სოკოები და სხვა) განადგურებას. გარდა ამისა, იზრდება მავნე ორგანიზმების გამძლეობა (შეგუება) ქიმიური პესტიციდების მიმართ, რის გამოც ფერმერები იძულებილი ხდებიან სულ უფრო და უფრო დიდი დოზებით გამოიყენონ ქიმიური პრეპარატები, ეს კი სულ უფრო და უფრო ანადგურებს ჩვენს მიწა-წყალს და ჯანმრთელობას! სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მსოფლიოში ბიომიმართულების ინტენსიურ განვითარებისა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი გუნდი გათავაზობთ აქტიურ თანამშრომლობას რაც სასარგებლო იქნება:
თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის,
თქვენი ბიზნესისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!!! Company “Bio Agro – Plants Biological Protection Center” is specialized on introducing such technologies and means, through which is possible much more high-quality, competitive, ecologically clean and organ (bio) products growing. Company offers the comprehensive services to all customers, such as:
Detailed analysis of farming;
Consultation and training for a gradual introduction of Biotechnologies;
Phytosanitary Monitoring;
Biological means of plants protection (Bio Preparations) and the liquid organic fertilizer;

We often supply the customers with our services on site (through the Mobile Groups consisted by Science) and as it result, the list of the Company’s Customers were increasing day after day. The prices of all products and services are completely acceptable for any agro farmer and manufacturer and most importantly, the cost price of their crops in no way increase! We can say with pride that in our country the Company “Bio Agro – Plants Biological Protection Center” is the leader in the industry – introduction of the biotechnologies! At the same time we want to stress that the introduction of bio remedies promote growing of the safe and ecologically clean products. As you know, intensive use of the synthetic toxic chemicals causes the destruction of useful microorganisms (bacteria friends, funguses and others) existed in the soil. In addition, there is increased resistance (getting used) of the harmful organisms towards the chemical pesticides, which is why the farmers are forced to use increasingly large doses of chemical preparations and it makes increasingly our land and health destroyed! In as much as above mentioned, our team offers you an active cooperation that will be useful for:
You and your children’s health;
Your business and the future of our country!!!

28/02/2025

პარაფინის ზეთი, სერტიფიცირებულია და დაშვებულია ბიომეურნეობებში

28/02/2025

🍄 მიკორიზული სოკოები მეგობარი სოკოებია, რომლებიც ურთიერთობენ მცენარის ფესვთა სისტემასთან და მათი დახმარებით:

✅ იზრდება მცენარის უნარი ნიადაგიდან უკეთესად შეითვისოს წყალი და სხვა საკვები ელემენტები;
✅ მცირდება სასუქის მიწოდებისა და რწყვის რაოდენობა;
✅ იზრდება მცენარის გვალვაგამძლეობა;
✅ უმჯობესდება თესლის აღმოცენების პროცესი;
✅ ვითარდება ფესვთა სისტემა;
✅ გადარგული მცენარე ადვილად ეგუება ახალ გარემოს;
✅ უმჯობესდება ფიტოდაცვა.

უმჯობესია, მიკორიზული სოკოები მცენარის გადარგვის დროს გამოიყენოთ.

📢მრავალწლიან კულტურებში, ფესვთა სისტემის ჩალბობის შემთხვევაში, მიკორიზული სოკოები გამოიყენება მხოლოდ ერთხელ. შესაძლებელია უკვე დარგული მცენარის მორწყვაც. სასურველია, მიკორიზული სოკოების კომპლექსით ნიადაგის მორწყვაც.

სამუშაო ნაზავი:

➡️ ჩითილების, დარგული მცენარეების მორწყვა – 2%-იანი სამუშა ნაზავი.
➡️ ღია ფესვთა სისტემის შემთხვევაში, ნერგების და ჩითილებს ფესვი ჩაალბეთ 2-4% -იან სამუშაო ნაზავში.

🐝 მიკორიზა უსაფრთხოა ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისთვისა და ფუტკრებისთვის.

კონსულტაციისთვის დარეკეთ: 591619088; 599582420

წყალმცენარეებისგან დამზადებული ამინომჟავების კომპლექსი.ბიოსერტიფიცირებული
03/02/2025

წყალმცენარეებისგან დამზადებული ამინომჟავების კომპლექსი.
ბიოსერტიფიცირებული

🎯 ვაზის ჭრაქი (Mildew)ვაზის დაავადებების შორის, თავისი მავნებლობით გამოირჩევა ჭრაქი, რომლის გამომწვევია სოკო👉 Plasmopara...
08/06/2023

🎯 ვაზის ჭრაქი (Mildew)
ვაზის დაავადებების შორის, თავისი მავნებლობით გამოირჩევა ჭრაქი, რომლის გამომწვევია სოკო
👉 Plasmopara viticola B. et T.
ვაზის ჭრაქი პირველად დაფიქსირდა ამერიკაში 1834 წელს. საქართველოში - 1880-1885 წლებში.
❗️ ჭრაქის ჩვეულებრივი ფორმის დროს, ვაზის ფოთლებზე ვითარდება ოდნავ კრიალა ლაქები, რომლებიც ორივე ზედაპირზე დასაწყისში სუფთაა. 2-3 დღის შემდეგ კი ლაქის არე მთლიანად ხმება, ყავისფერი ხდება და მისი ქვედა მხარე იფარება კარგად განვითარებული თეთრი ფიფქით, რომელიც დაავადების გამომწვევი სოკოს გამრავლების ორგანოებია. ჭრაქის ჩვეულებრივი ფორმით ავადდება ვაზის ყველა ორგანო: ფოთლები, ყვავილედები, ყლორტები.
❗️ მიმდინარე წლის მაისში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ვაზზე გამოვლინდა ჭრაქის ახალი ფორმა, რომელიც გამოწვეულია იგივე სოკოთი
👉 (Plasmopara viticola).
ჭრაქის ახალი ფორმა ძირითადად აავადებს ყვავილედებს და მასზე განვითარებული სიმპტომები განსხვავდება ჩვეულებრივი ფორმისაგან. კერძოდ, ყუნწზე განვითარებულია მუქი ყავისფერი ლაქა, ხოლო მარცვლებზე მოწითალო ფერის ლაქები. დაავადების შედეგად ყვავილედი ხმება. ჭრაქის ეს ფორმა განსხვავდება
ჩვეულებრივი ჭრაქისაგან გავრცელების პერიოდითაც, რომელიც ძირითადად აღინიშნება მაისის თვეში. ჩვეულებრივი ჭრაქის გამრავლება და გავრცელება ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხდება. იშვიათად, მაისის მეორე ნახევარში.
ბრძოლის ღონისძიებები იგივეა, რაც ჩვეულებრივის შემთხვევაში:
🎯 აქტიური ყვავილობის პერიოდში, გამოიყენება ბიოლოგიური ფუნგიციდი 💚აგროკატენა 💚
შემადგენლობა:
მეგობარი ბაქტერია - BACILLUS SUBTILIS BA. პრეპარატი ებრძვის მავნე ორგანიზმებს როგორც მცენარის სხეულზე და ფოთლებზე, ასევე ფესვის არეში. ბაქტერიის სპორები თავისი ცხოველყოფელობის შედეგად, გამოიმუშავებენ ტოქსინებს, რითიც ზღუდავენ პათოგენური სოკოების აქტივობას. ასევე, ბაქტერიის ეს სახეობა წარმოადგენს ბაქტერიების ანტაგონისტს და სპორების გამრავლებასთან ერთად სულ უფრო იზღუდება მავნე ორგანიზმების მოქმედების არეალი.
💚 გამოიყენება 2%-იანი სამუშაო ნაზავი
(2 ლიტრი 100 ლიტრ წყალზე).
🎯 არა ყვავილობის პერიოდში ეფექტურია სპილენძის შემცველი პრეპარატი.
💚 ჩვენი რეკომენდაციაა იტალიური წარმოების სპილენძის ოქსიქლორიდი 30%-იანი 🎯 რამე 30 🎯
💚 გამოიყენება 0,5-0,6%-იანი ნაზავი.
პრეპარატით ფოთლოვანი დამუშავება სასურველია მოხდეს ❗ დილით ძალიან ადრე ან მზის გადასვლის შემდეგ.
💚 სასურველია მიმწებებელთან ერთად.

აგროკატენა - ბიოპრეპარატი ფუნგიციდური მოქმედებით✅იცავს მცენარეს რიგი ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისგან: ფესვის სიდა...
16/08/2022

აგროკატენა - ბიოპრეპარატი ფუნგიციდური მოქმედებით

✅იცავს მცენარეს რიგი ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებისგან: ფესვის სიდამპლე, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა, ბაქტერიული კიბო, ბაქტერიული დაწვა, ჭრაქი, ნაცარი და სხვა.

✅აუმჯობესებს მოსავლიანობას და პროდუქტის ხარისხს.

✅ავითარებს ანტისტრესულ მოქმედებას.

🍃გამოყენების არეალი:

თესლის დამუშავება
ბოსტნეულის გადარგვისას ჩითილების დამუშავება
მცენარის ზრდის პერიოდში, სეზონის განმავლობაში

🍃გამოყენება

ფესვის სიდამპლე, ნაყოფის სიდამპლეები, ქეცი, ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, ფიტო ფტოროზი, მაკროსპოროზი, რიზოქტოროზი, ფუზარიოზი, ვერტიცილიოზი, პითიოზი, ალტერნარიოზი, პერენოსპოროზი, შავფეხა, ბაქტერიული კიბო, ბაქტერიული დაწვა, ჭრაქი, ნაცარი და სხვა.

🍓კულტურები

თესლოვანი და კურკოვანი ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული და ბაღჩეული, კენკროვნები, მარცლოვნები, მწვანილები, ძირხვენი და ტექნიკური კულტურები და სხვ.

გამოიყენება 2% – იანი სამუშაო ხსნარი.

❗დოზირება

ხეხილი: 8-10 ლიტრი 1 ჰა ფართობზე;

მარცვლოვნები: 5-6 ლიტრი 1 ჰა ფართობზე;

ვაზი: 8-10 ლიტრი 1 ჰა ფართობზე;

კენკროვნები, ბოსტნეული და ბაღჩეული: ღია გრუნტი: 6-8 ლიტრი 1 ჰა ფართობზე;
სათბურები: 2 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე.

მწვანილი და სხვ.:ღია გრუნტი: 5-6 ლიტრი 1 ჰა;
სათბურები: 1- 1,5 ლიტრი ყოველ 1000 მ2 ფართობზე.

ჩითილები: მორწყეთ 2% – იანი სამუშაო ხსნარით, სათბურში გადარგვისას თითოეულ ძირს დაუსხით 50-100 მლ. სამუშაო ნაზავი.

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი

🍅პომიდვრის სეპტორიოზი სათბურში⏩დაავადების გამომწვევი – სოკო სეპტორია ლიკოპერსიკი.გამოვლინება – სოკო ჩნდება ფოთლებზე, ხან...
10/08/2022

🍅პომიდვრის სეპტორიოზი სათბურში

⏩დაავადების გამომწვევი – სოკო სეპტორია ლიკოპერსიკი.

გამოვლინება – სოკო ჩნდება ფოთლებზე, ხანდახან ყუნწებზე, ჯამის ფოთოლაკებზე და ნაყოფებზე. ჩნდება ლაქები, რომლებიც ფოთლების დეფორმაციასა და ჭკნობას იწვევენ. მცირდება მოსავალი.

განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები – ტემპერატურული რეჟიმი – 15 – 27° გრადუსი და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა – 77 – 79%.

📝პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები

დასაწყისშივე ჯანსაღი ჩითილები უნდა გადავრგათ. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, გამოვიტანოთ მცენარის ნარჩენები და ჩავატაროთ წამლობები.

❗️ წამლობისთვის გამოვიყენოთ აგროკატენას 1%-იანი სამუშაო ნაზავი.

26/07/2022

ჩვენი ბიოპრეპარატების შესახებ ფერმერები ასე ჰყვებიან! 🌱

ნიმის ზეთი ⏬⏬⏬🐶 უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ველური ბუნებისთვისსინთეზური პრეპარატები, რომლევიც კონტაქტური მოქმედების...
18/07/2022

ნიმის ზეთი ⏬⏬⏬

🐶 უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ველური ბუნებისთვის

სინთეზური პრეპარატები, რომლევიც კონტაქტური მოქმედებისაა ხშირად ტოვებენ ტოქსიკურ ნარჩენებს რომლებიც აზიანებს და კლავს კიდეც შინაურ ცხოველებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ნიმის ზეთი, მეორეს მხრივ, არის ბიოდეგრადირებადი და არატოქსიკური. იგი უსაფრთხოა ჩიტებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ოთხფეხა მეგობრებისთვის, თევზებისთვის და ველური ბუნებისთვის.

♻️ არის ორგანული და ბიოდეგრადირებადი

ნიმის ზეთი ნატურალურად წარმოებულია ნიმის ხისგან (აზადირაქტინი), რომელიც ფართოდაა გავრცელებული ინდოეთში. ეს განაპირობებს ნიმის ორგანულობას. "გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ" (Environmental Protection Agency) აღმოაჩინა, რომ ნიმის ზეთი გვერდითი ეფექტებით არ ხასიათდება და მიდი გამოყენება უსაფრთხოა ამერიკის მაცხოვრებლებისთვის და გარემოსთვის.

ტერა ნიმის ზეთი საქართველოში აღიარებულია "კავკასსერტის" მიერ, საზღვრებს გარეთ კი სერტიფიცირებულია IFOAM, Ecocert, OMRI და USDA-ს მიერ.

🍃 არ ტოვებს "მკვდარ ზონებს" მცენარეზე, როგორც სხვა ინსექტიციდები

ნიმის ზეთის ინსექტიციდი, "ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის" ექსკლუზიური დაკვეთით დამზადებული, არ ტოვებს "მკვდარ ზონებს" შეწამვლის შემდეგ მცენარის ნაყოფზე, ფოთლებზე,ხის ტოტებზე, როგორც სხვა სინთეზური ინსექტიციდები. ის მხოლოდ მჩხვლეტ-მწუწნ მწერებს აზიანებს. სინთეზური პრეპარატები "მკვდარ ზონებში" მყოფ სასარგებლო მწერებს აზიანებენ.

🦟🦋🐛შეგიძლიათ განვითარების ყველა ფაზაში არსებული მწერის კონტროლი

ნიმის ზეთი მწერებს განვითარების ყველა - ზრდასრულ, ლავრისა და კვერცხის ფაზაში ებრძვის და ეფექტურად ანადგურებს. აქტიური ნივთიერება, აზადირაქტინი მწერებს რამდენიმე მიმართულებით ებრძვის:

⏩ კვების უნარის დაქვეითება
⏩ ჰორმონების მოშლა
⏩ საჰაერო გზების ჩახშობა

აზადირაქტინი აიძულებს მწერებს შეწყვიტონ კვება და გამრავლება.

როდესაც მწერები კონტაქტში შედიან ნიმის ზეთთან ნივთიერება მწერის განვითარების შემდეგ ფაზას ახშობს ჰორმონალური სისტემის მოშლით.

უფრო ვრცლად, ნიმის ზეთის გამოყენების წესების შესახებ იხილეთ: shorturl.at/jX348

🧑‍🔬კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 599582420; 591619088

Address

ზ. დამენიას ქ. 2
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 06:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

995599582420

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბიოაგრო - მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრი:

Share