ესკო-საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ესკო-საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი

ესკო-საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი Electricity System Commercial Operator (Maket Operator)
ესკო (ბაზრის ოპერატორი)

ელექროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ბაზრის ოპერატორი)

"ესკოს" ფუნქციები:

საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო- და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით).

გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად.



საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება.

საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიწოდება-მოხმარების დაგეგმვის მიზნით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება.

ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობა.

კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

🎄🙂🎄ესკო გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს🎄😍🎄ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს გისურვებთ🎄😍🎄
06/01/2026

🎄🙂🎄ესკო გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს🎄😍🎄ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს გისურვებთ🎄😍🎄

🎄🥂🎁🎉🎅🎄ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2026 წელი🎄🥂🎁🎉🎅🎄
31/12/2025

🎄🥂🎁🎉🎅🎄ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2026 წელი🎄🥂🎁🎉🎅🎄

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრ...
31/12/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ენერგოსექტორთან გამართულ შეხვედრაში.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო), მორიგი  საკონსულტაციო შეხვედრა გამართა  მონღოლეთის ენერგეტიკული სექტორის დ...
16/12/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო), მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გამართა მონღოლეთის ენერგეტიკული სექტორის დელეგაციასთან, კერძოდ, მონღოლეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს, მონღოლეთის ეროვნული ენერგეტიკული ცენტრისა და სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან.
მონღოლეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის მიზანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა და სექტორის სხვა მნიშვნელოვანი კომპანიებისაგან საქართველოს გამოცდილების გაზიარება მონღოლეთის რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროცესში.
ესკოსთან შეხვედრისას სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ოპერირების მოდელის, ესკოს ფუნქციებისა და საკანონმდებლო ბაზის,სატარიფო პოლიტიკის, რეგულაციებისა და პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურის შესახებ. სტუმრები ასევე დაინტერესდნენ ანგარიშსწორების, ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და სხვა სპეციფიკური საკითხებით.
ესკოს მხრიდან შეხვერდას უძღვებოდნენ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაზა დვალიშვილი და საერთაშორისო და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამარ წურწუმია.

15/12/2025
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით,  დუბაიში გამართულ GR...
12/12/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, დუბაიში გამართულ GRC მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმი რისკების მართვის, მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან (GRC) შესაბამისობის მაჩვენებლების მხრივ, აერთიანებს გლობალურ ლიდერ კომპანიებსა და აქტორებს.
ღონისძიებაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რისკების მართვაზე, ციფრულ მდგრადობაზე, მონაცემთა დაცვასა და თანამედროვე GRC სისტემებისთვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებსა და ინოვაციებზე. ფორუმის მასპინძელი იყო დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და აკადემია (DIFC).
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, კიბერუსაფრთხოებისათვის გატარებული ღონისძიებების შედეგად, გახდა პირველი ქართული ენერგეტიკული კომპანია, რომელსაც ინფორმაციული მართვის უსაფრთხოებისათვის მიენიჭა თანამედროვე სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკატი.
ესკოს მხრიდან ფორუმში, გენერალურ დირექტორთან ერთად , მონაწილეობდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე პაპიაშვილი და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან ერთად, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ესკოში დანერგვის პრაქტიკულ სამუშაოში ჩართული თანამშრომლები.

02/12/2025

ევროკომისიამ აქტიური მხარდაჭერა გამოაცხადა ევროკავშირისა და მოსაზღვრე რეგიონებს შორის ენერგეტიკული დაკავშირებადობის პროექტების მიმართ, რომელიც ევროპის კონტინენტზე 2035 წლამდე უნდა განხორციელდეს.

საქართველოს მიერ ინიცირებული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველომ და რუმინეთმა ერთობლივად წარადგინეს 2024 წლის ბოლოს ორმხრივი ინტერესების პროექტის (Project of Mutual Interest) სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალშია შეტანილი. აღსანიშნავია, რომ პროექტს წარდგენის დროს თან დაერთო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მხარდამჭერი დოკუმენტი.

2025 წლის 1 დეკემბერს, ევროკომისიამ მიიღო დელეგირებული მარეგულირებელი აქტი და შესაბამისად გამოაქვეყნა საერთო და ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც შეიყვანა შავი ზღვის კაბელის პროექტი. ევროკომისია გადაგზავნის რეგულაციას ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში დასამტკიცებლად. ევროპული კანონმდებლობის თანახმად დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.
შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.

ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს საჭირო სტრატეგიულ, სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის ევროკომისიის მიერ შემუშავებული პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ მხარდაჭერის მზაობა.

დოკუმენტის რეგულაციად ქცევის შემთხვევაში კაბელის პროექტი მოექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით პროექტს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის სპეციალურ საგრანტო დაფინანსების ინსტრუმენტებთან, რომელიც დაკავშირებადობის ხელშესაწყობად საერთო და ორმხრივი მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებს. აღნიშნულის გარდა, ორმხრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტი იქნება პროექტისთვის ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

2024 წლის ივლისში იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ დაასრულა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.

პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში (TYNDP).

ესკომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, ენერგოკომპანიებისათვის კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ საკონს...
28/11/2025

ესკომ, მსოფლიო ბანკთან ერთად, ენერგოკომპანიებისათვის კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა - დისკუსია გამართა.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორისა და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ერთობლივი ორგანიზებით 28 ნოემბერს ჩატარდა საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსია თემაზე : „კიბერუსაფრთხოების / ინფორმაციის უსაფრთხოების სერთიფიკატის მიღება და დისკუსიები ენერგეტიკული სააგენტოებისთვის“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, დონორი პარტნიორები, ენერგეტიკული კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

2025 წელს, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან თანამშრომლობით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის პირველს, მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 27001 სერტიფიკატი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ESCO შეტანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემების მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების და ხარისხის მართვის მოქნილი სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციის მზაობას კიბერშეტევების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირებისათვის. საკონსულტაციო შეხვედრა - დისკუსია ითვალისწინებდა ესკოს მაგალითით, ენერგეტიკული კომპანიებისათვის სერტიფიკატის მისაღებად ჩასატარებელი სამუშაოსა და გატარებელი ღონისძიებების ანალიზსა და რეკომენდაციებს.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ და მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული ჯგუფის ხელმძღვანელმა ფლორიან კიტმა. .
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მთავრობის პოლიტიკის როლზე ენერგეტიკის სექტორის უსაფრთხოებაში, ასევე კიბერუსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის, გაზის ბაზრებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ესკოსთვის ISO 27001 სერტიფიკატის მინიჭებას თანამედროვე გამოწვევების მიმართ მზაობისა და საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფისთვის.
„ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს კიბერუსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. საქართველომ რეალურ პროგრესს მიაღწია ენერგეტიკის სექტორის დაცვაში, მაგრამ კიბერუსაფრთხოება მუდმივად ცვალებადი სამიზნეა - რაც უფრო იზრდება საქართველოს როლი გაზითა და ელექტროენერგიით რეგიონულ ვაჭრობაში, მით უფრო იზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა იმ სისტემების დაცვაზე, რომლებიც ამ პროცესს უზრუნველყოფენ“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, კიბერუსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი – ეს არის ეროვნული მდგრადობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და რეგიონული სანდოობის ქვაკუთხედი.
შეხვედრაზე ესკოს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციითა და დისკუსიის პროცესში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანიების დაცულობისა და სანდოობის გაზრდის მიმართულებით კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვისათვის ჩასატარებელი სამუშაოს შესახებ. ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა, ერჰან გორმენმა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და თვალსაჩინო მაგალითებით ახსნა თანამედროვე მსოფლიოში კიბერდაცულობისა და კიბერშეტევის პრევენციის მნიშვნელობა ნებისმიერი სექტორისათვის, განსაკუთრებით კი ისეთ სტრატეგიულ სფეროში, როგორიც ენერგეტიკაა. საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიებისათვის დახმარების მზადყოფნა გამოხატა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის ხელმძღვანელმა ფლორიან კიტმა.
შეხვედრის დასასრულს ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ესკოს მიულოცეს უსაფრთხოების თანამედრივე სტანდარტის დანერგვა და მადლობა გადაუხადეს მნიშვნელოვანი და საინტერესო კონსულტაციისა და რეკომენდაციებისათვის.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს...
06/11/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე ყაზარაშვილმა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა-ფორუმის - „GEEF-2025“ ფარგლებში გამართულ სესიაზე, რომლის მთავარი თემა იყო „სტრატეგიიდან ქმედებამდე – მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში“.

სესიაზე თორნიკე ყაზარაშვილმა ისაუბრა ესკოს როლზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერირების პროცესში, როგორც მარეგისტრირებელი ორგანოსა და ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან მონაწილეზე. გენერალურმა დირექტორმა მიმოიხილა საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობები, იმპორტისა და მოხმარების დინამიკა, ფასთა ტენდენციები, ასევე განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის ეტაპები საბალანსო ბაზარზე.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპიკერები სახელმწიფო და კერძო სექტორიდან. ღონისძიების მიზანია ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულაციების, ინვესტიციებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება და დისკუსიის გაღრმავება.

21/10/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გატარებული წარმატებული ღონისძიებებისა და განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგად, მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტის — ISO 27001 სერტიფიკატი.
თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ESCO შეტანილია პირველი კატეგორიის საინფორმაციო სისტემების მქონე ორგანიზაციების ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს ინფორმაციული უსაფრთხოების და ხარისხის მართვის მოქნილი სისტემების დანერგვას, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და ორგანიზაციის მზაობას კიბერშეტევების პრევენციისა და მათზე ეფექტური რეაგირებისათვის.
ISO 27001 სერტიფიცირების პროცესის მომზადებისა და განხორციელების ფარგლებში, ესკომ ითანამშრომლა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკულ მისიასთან, რომლის მიზანია ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და კომპანიების დახმარება ინფორმაციული სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
ISO 27001 წარმოადგენს საერთაშორისო უნივერსალურ და გლობალურად აღიარებულ სტანდარტს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) სფეროში და მოიცავს მონაცემთა დაცვისა და რისკების მართვის უმაღლეს მოთხოვნებს. ამ სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ესკო სრულად შეესაბამება როგორც საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობას, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ეფექტიანად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ცენტრალურ რგოლს და უზრუნველყოფს საბითუმო ელექტროენერგიის ბაზრის გამჭვირვალე და უსაფრთხო ოპერირებას.

ESCO-ს წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში, ევრო...
20/10/2025

ESCO-ს წარმომადგენლობამ, გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთში, ევროპის ენერგეტიკული ბირჟებისა და ბაზრის ოპერატორების ასოციაციის (EUROPEX)-ის მორიგ გენერალურ ასამბლეაში, რომლის სადისკუსიო პლათფორმაზე განსახილველი თემები ეხებოდა ევროპული ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების, ინტეგრაციისა და განვითარების საკითხებს.
EUROPEX წარმოადგენს ევროპულ ენერგეტიკულ ბირჟებსა და ბაზრის ოპერატორებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომლის საქმიანობა მოიცავს:
• ევროპული მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას და შესაბამის კონსულტაციებს,
• წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას,
• დისკუსიური გარემოს შექმნას ენერგეტიკული ბაზრების განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 2015 წლიდან EUROPEX-ის პირველი ასოცირებული წევრია რეგიონში. ესკოს ჩართულობა EUROPEX-ის მუშაობაში მნიშვნელოვანია როგორც ევროპული ენერგეტიკული ბაზრების სპეციფიკის, სიახლეების ცოდნისა და გაზიარების კუთხით, ასევე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის შემდგომი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცესა და ევროპული ენერგეტიკული ბაზრების განვითარების პროცესებში. აღნიშნული მონაწილეობა ამავდროულად, საქართველოს საშუალებას აძლევს წარმართოს საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ კომპანიებთან.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო) საკონსულტაციო შეხვედრა გამართა  მონღოლეთის ენერგეტიკული სექტორის დელეგაციას...
22/09/2025

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო) საკონსულტაციო შეხვედრა გამართა მონღოლეთის ენერგეტიკული სექტორის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების პროგრამის: „ ენერგეტიკის სექტორის რეფორმა და განვითარება“ ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტით ესტუმრა.

მონღოლეთის რესპუბლიკის პარლამენტის, ენერგეტიკის სამინისტროსა და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენელთა დელეგაციის სასწავლო ვიზიტის მიზანია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის გამოცდილების გაზიარება.

ესკოში შეხვედრისას სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ოპერირების მოდელით, ესკოს ფუნქციებითა და საკანონმდებლო ბაზით, სატარიფო პოლიტიკით, რეგულაციებითა და პარტნიორებთან სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურით, ანგარიშსწორების, ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტისა და სხვა სპეციფიკური საკითხებით.

შეხვედრაზე აღინიშნა ასევე შავი ზღვის კაბელის მასშტაბური პროექტის მნიშვნელობა რეგიონის ევროპულ ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან დასაკავშირებლად. ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრის დროს, სტუმრებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და მადლობა გადაუხადეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ინფორმაციის მიწოდებისთვის, პროდუქტიული და თემატურად დატვირთული შეხვედრისათვის.

Address

ბარათაშვილის 2
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ესკო-საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ესკო-საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი:

Share

Category