ტურები ულამაზეს თუშეთის ეროვნულ პარკში. გთავაზობთ ჯიპ ტურებს, საცხენოსნო ტურებს,ველოტურებს და საფეხმავლო ტურებს. ასევე გთავაზობთ საცხენოსნო და საფეხმავლო რამდენიმე დღიან ტურებს როგორც თუშეთიდან შატილში ასევე შატილიდან თუშეთში. ასევე შესაძლებელია საცხენოსნო და საფეხმავლო ტური თუშეთი, შატილი,ჯუთა,ყაზბეგი. ღამისთევა კარავში. 3 დღიანი ჯიპ ტურები. პირველი
დღე:1 შეკრება თბილისში ისანის მეტროსთან დილის 7 საათზე,ალავერდის მონასტრის დათვალიერება, აბანოს უღელტეხილი, სოფელ ომალოში თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება ასევე ომალოში მოვინახულებთ კესელოს ციხეებს(კოშკებს),მოვინახულებთ სოფელ შენაქოს და დიკლოს.სასტუმროში დაბრუნება მეორე დღე:2 მოვინახულებთ პირიქითის ხეობას, სოფლებს დართლო, კვავლო,დანო, ჭეშო, ფარსმა, გირევი, სასტუმროში დაბრუნება. მესამე დღე:3 გომეწრის ხეობა მოვინახულებთ ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად აღიარებულ სოფელ ბოჭორნას რომელიც ზღვის დონიდან 2 327 მეტრზე მდებარეობს,მოვინახულებთ სოფლებს დოჭუს, ილიურთას, უკან დაბრუნებისას გავჩერდებით თორღვას აბანოსთან სადაც კლდიდან ამოდის ბუნებრივი გოგირდევოვანი სამკურნალო წყალი მსურველებს შეეძლებათ ბანაობა. დაბრუნება თბილისში მეტრო ისანი. ტურის ღირებულება: 1 პერსონა 220 ლარი. ტური 2 ღამე 3 დღე ღირებულებაში შედის: სამჯერადი კვება თუშური კერძები,მგზავრობა,ღამისთევა. აუცილებელი ინფორმაცია: იქონიეთ თბილი და წყალგაუმტარი ტანსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალებები, მოხერხებული ფეხსაცმელი. ჯიპ ტურში მონაწილეების რაოდენობა მინიმუმ 5 პერსონა.