Gross Energy Group LLC

Gross Energy Group LLC Company Gross Energy was established in 2007. Founder members are famous energy specialists, engineers and executives.

ძალიან მალე კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგირი შეუერთდება საქართველოს ელექტრო სისტემას. წარმოგიდგენთ მდინარე ფარავანზე 1 მვტ...
03/07/2026

ძალიან მალე კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგირი შეუერთდება საქართველოს ელექტრო სისტემას. წარმოგიდგენთ მდინარე ფარავანზე 1 მვტ დადგმული სიმძლავრის ჰესის სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას. წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ინვესტორს და ყველა ჩართულ კომპანიას.

ლითონის კონსტრუქციის სამუშაოები შეასრულა შპს სარინმა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქაც სადერივაციოდ გამოყენებულია GRP მილსადენი, რაც ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაზე მეტყველებს.

დავასრულეთ ქალაქი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მზისელექტროსადგურის ს...
01/07/2026

დავასრულეთ ქალაქი თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე მზისელექტროსადგურის საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი შეთანხმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტთან და გამოიცა შესაბამისი გადაწყვეტილება. 35 კვტ-მდე მზისელექტროსადგურის მშენებლობა მალე დაიწყება და წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა.

კომპანია "ენერგო პროს" დაკვეთით, გროს ენერჯი გეოლოგიამ შეასრულა ზაჰესის კაშხლის პერიოდული მონიტორინგის სამუშაოები. წინას...
30/06/2026

კომპანია "ენერგო პროს" დაკვეთით, გროს ენერჯი გეოლოგიამ შეასრულა ზაჰესის კაშხლის პერიოდული მონიტორინგის სამუშაოები. წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მოხდა ბეტონის ნიმუშების აღება, რომელიც შეიფუთა და გადაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიებში.

დავასრულეთ ტაშისკარი ჰესის სათავე კვანძის მოწყობა. აღნიშნულ ნაგებობზე  დავამონტაჟეთ წმინდა გისოსი  და შანდორული ტიპის ფა...
07/05/2026

დავასრულეთ ტაშისკარი ჰესის სათავე კვანძის მოწყობა. აღნიშნულ ნაგებობზე დავამონტაჟეთ წმინდა გისოსი და შანდორული ტიპის ფარი, რომელიც 4 სეგმენტისგან შედგება. მოცემული ლითონის კონსტრუქცია ჩვენი სპეციალისტების ჩართულობით დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში კომპანია "სარინის" მიერ, რომელმაც სრული ზედამხედველობა გაუწია ტრანსპორტირებას და ინსტალაციას.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ კომპანია სარინის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის.

დავასრულეთ, დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის სასაწყობე ნაგებობის დეტალურ დიზაინი.პროექტი შემუშავებულია სს „INDORAMA ...
20/04/2026

დავასრულეთ, დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის სასაწყობე ნაგებობის დეტალურ დიზაინი.

პროექტი შემუშავებულია სს „INDORAMA RUSTAVI AZOT“-ის დაკვეთით და წარმოადგენს დაბალი სიმკვრივის ამონიუმის ნიტრატის სასაწყობე ნაგებობის დეტალურ დიზაინს, რომელიც მდებარეობს ყოფილი აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე, ქ. რუსთავში, (საქართველო).

სასაწყობე ნაგებობა შედგება ორი ნაწილისაგან:

1. გადახურული სარკინიგზო გასასვლელი პლატფორმით — ზომებით 11.3 × 127.04 მ და სიმაღლით H = 10.5 მ. ნიშნულზე +8.30 მ სადაც გათვალისწინებულია 5 ტ ტვირთამწეობის ხიდური ამწის ექსპლუატაცია.
2. სასაწყობე შენობა — ზომებით 60 × 127.04 მ და სიმაღლით 8.02 მ სახურავის ფერმების ქვედა ნიშნულამდე.

შენობის სასაწყობო და გადახურული სარკინიგზო სივრცე ერთიანობაში შეადგენს 9,300 მ²-ს. აღნიშნული შენობის აშენება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენ თანამშრომლებს და ყველა ჩართულ პირს, განსაკუთრებით მეგი ბოლქვაძეს.

კომპანია შპს „იორკ თაუერსა“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი კომპანიის სპეციალ...
02/02/2026

კომპანია შპს „იორკ თაუერსა“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენი კომპანიის სპეციალისტებმა საზედამხედველობა მომსახურეობა გაწიეს ე.წ. „ლისი პერსპექტივის“ 4 ბლოკისგან შემდგარ შენობის რეაბილიტაციაზე. მომსახურება ითვალისწინებდა ხარისხის კონტროლს, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობას. ყოველდღიური ანგარიშგება მზადდებოდა ჰიდროსაიზოლაციო, საფითხ-სამღებრო, სამშენებლო, კეთილმოწყობის, დრენაჟის, კომუნიკაციების მონტაჟის და სხვადასხვა სახის სამუშაოებზე.

ამჯერად გვინდა კიდევ ერთი ენერგიის შენახვის წყაროების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვის (...
03/12/2025

ამჯერად გვინდა კიდევ ერთი ენერგიის შენახვის წყაროების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვის (CAES) ტექნოლოგიური კონცეფცია 40 წელზე მეტ ხანს ითვლის. შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვა (CAES) სეღრმისეულად იქნა შესწავლილი 1970-იან წლებში, როგორც ბირთვული ენერგიის ინდუსტრიაში დატვირთვის მიყოლისა და საჭირო შემთხვევაში პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, მუდმივი სიმძლავრის კოეფიციენტის შენარჩუნებით.
შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვის (CAES) ტექნოლოგია კომერციულად ხელმისაწვდომი 1970-იანი წლების ბოლოდან გახდა. ერთი კომერციული დემონსტრაციული CAES ელექტროსადგური წარმატებით ფუნქციონირებს 24 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ხოლო მეორე - 11 წელი. გარდა ამისა, მრავალი სხვა CAES ელექტროსადგური შესწავლილია ადგილმდებარეობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის ან დიზაინის კვლევების მეშვეობით (EPRI, 2002).
მისი ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ენერგო სადგურთან, ჰიდრო, მზე, ქარის ტურბინის, თერმულ თუ ატომურ ელექტროსადგურთან. არსებითად, ტერმინი „შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვა“ ასახავს ტექნოლოგიის ძირითად ფუნქციონირებას. ქსელში ელექტროენერგიის ჭარბი მიწოდების დროს (მაგალითად, დაბალი მოთხოვნის დროს მაღალი სიმძლავრის მიწოდების გამო), შეკუმშული ჰაერის ენერგიის შენახვის სადგურს შეუძლია ჰაერის შეკუმშვა და შეკუმშული ჰაერის შენახვა მიწისქვეშა გამოქვაბულში ან სხვა სახის საცავში. მაღალი მოთხოვნის დროს, შენახული ჰაერის გამოთავისუფლება და ენერგიის აღდგენა შესაძლებელია.
ვინაიდან დაბალი ღირებულების ელექტროენერგია ინახება დაბალი მოთხოვნის დროს, ხოლო ელექტროენერგია წარმოიქმნება შენახული ენერგიის გამოთავისუფლებით მაღალი მოთხოვნის დროს მაღალ ფასებში, ენერგიის შენახვა არა მხოლოდ გარემოს დაცვის სარგებლით არის მიზანშეწონილი, არამედ ტექნოლოგიის მიერ მოწოდებული ეკონომიკური სარგებლით. გარდა ამისა, ტექნოლოგია უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის მხარდაჭერას და სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს.

ყველაზე მაგარი გუნდი გვყავს ჩვენ Gross Energy Group LLC. ესე გამოიყურება საპროექტო ჰესის სათავე ნაგებობა.
01/12/2025

ყველაზე მაგარი გუნდი გვყავს ჩვენ Gross Energy Group LLC. ესე გამოიყურება საპროექტო ჰესის სათავე ნაგებობა.

Address

24 V. Dolidze Street
Tbilisi
0169

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322399160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gross Energy Group LLC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gross Energy Group LLC:

Shortcuts

Share

Category