ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 510 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 480 000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და 30 000-ზე მეტი არასაყოფაცხოვრებო აბონენტია.

ჯორჯიან უოთერ

ენდ ფაუერი წყლის რესურსებს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გზით მოიპოვებს, ქმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს – მაღალი ხარისხის სასმელ წყალს, ახდენს მის ტრანსპორტირებასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას. კომპანია ასევე წყალარინების მომსახურებას ეწევა და მოხმარებული წყლის გატანას საკანალიზაციო ქსელების მეშვეობით უზრუნველყოფს.

🌍 18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელ...
22/05/2026

🌍 18-20 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, Global Water Summit 2026 გაიმართა - წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც სექტორის გლობალურ ლიდერებს, კომპანიებს, ინვესტორებსა და საჯარო უწყებებს აერთიანებს.

🔹 სამდღიან სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Aqualia-ს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ლიდერის პოზიცია წყლის სექტორში. კომპანია აქტიურად მონაწილეობდა გლობალურ სტრატეგიულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა წყლის სექტორის დაფინანსებას, ინოვაციებს, რეგულაციებს, მდგრად განვითარებასა და საჯარო და კერძო პარტნიორობის მნიშვნელობას. სამიტზე Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორის რეგულაციებისა და დაფინანსების გამოწვევებზე და აღნიშნა კომპანიის გამოცდილება ისეთ რთულ და დინამიკურ ბაზარზე, როგორიც საქართველოა.

🔹 სამიტის ფარგლებში Global Water Awards-ზე Aqualia-ს პროექტმა “NICE” 2026 წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო, რაც კომპანიის საერთაშორისო ლიდერობასა და ინოვაციური პროექტების წარმატებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

🔹 სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა Aqualia-ს ხელმძღვანელობასა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო მარბანი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, GWP-ის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქარაული და დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანი.

🌐 waterway.ge  📢 როგორ ვითამაშოთ ყოველი წვეთი ძვირფასია 💧, დავაგროვოთ ყველაზე მეტი ქულა და მოვიგოთ Apple-ის პრიზები?წესე...
14/05/2026

🌐 waterway.ge 📢 როგორ ვითამაშოთ ყოველი წვეთი ძვირფასია 💧, დავაგროვოთ ყველაზე მეტი ქულა და მოვიგოთ Apple-ის პრიზები?

წესები მარტივია, აი, ყველაფერი, რაც თამაშის შესახებ უნდა იცოდე 👇

🔹შენი, როგორც მოთამაშის მიზანია, გაიარო წყლის სრული ციკლი მყინვარებიდან ბუნებაში დაბრუნებამდე და ამ გზის გავლისას შეაგროვო რაც შეიძლება მეტი წვეთი ყველაზე სხარტად

🔹 წვეთების შეგროვება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი:
1️⃣ უპასუხე კითხვებს - თამაშში 39 შეკითხვაა. თითოეული მათგანი სხვადასხვა სირთულისაა. კითხვაზე პასუხის სწორად გაცემის შემთხვევაში კი, ერთ, ორ ან სამ წვეთს, ანუ ქულას იღებ

2️⃣ გაიარე მინი-თამაშები - წყლის გზაზე 10 განსხვავებული მინითამაშია. დასრულების შემდეგ კი, სხვადასხვა რაოდენობის წვეთებს იღებ. ზოგიერთ მინი-თამაშში წვეთების სანაცვლოდ მინიშნების გამოყენებაც შეგიძლია

3️⃣ იყავი სწრაფი - მინითამაშის სწრაფად გავლისას 1-დან 3-მდე ბონუსწვეთს მიიღებ. რაც უფრო სწრაფი ხარ, მით მეტია ქულა

4️⃣ მოიწვიე მეგობრები - თამაშის პირველად დასრულების შემდეგ მოწვევის (რეფერალის) კოდს მიიღებ. ყოველი მოწვეული მეგობრით 6 წვეთი დაგერიცხება, შენი მეგობარი კი თამაშს 3 წვეთით დაიწყებს

🔹 საბოლოო შედეგის გაუმჯობესება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ლიდერბორდში კი შენი საუკეთესო შედეგი შეინახება

🔹 5 ივნისს, თამაშის დასრულების შემდეგ ლიდერბორდის ათეულში მოხვედრილი მოთამაშეები პრიზებით დასაჩუქრდებიან

ესეც ასე, სათამაშოდ მზად ხარ! 🤗

🌐 waterway.ge  📢 თუ შემეცნებითი თამაშები, თავსატეხები და თავგადასავლები გიყვარს, მაშინ ჩვენი თამაში 💧ყოველი წვეთი ძვირფა...
07/05/2026

🌐 waterway.ge 📢 თუ შემეცნებითი თამაშები, თავსატეხები და თავგადასავლები გიყვარს, მაშინ ჩვენი თამაში 💧ყოველი წვეთი ძვირფასია💧ზუსტად შენთვისაა!

გახსოვდეს, თამაში 5 ივნისის ჩათვლით გრძელდება და შენი შედეგის გაუმჯობესებაც ულიმიტოდ შეგიძლია! 🚀

დაიკავე ადგილი ლიდერბორდის ათეულში და მოიგე:
🥇 I ადგილი: iPhone 17 Pro Max
🥈🥉 II-III ადგილი: iPhone 17 Pro
💻 IV-V ადგილი: Macbook Air
📱 VI-X ადგილი: iPad

🔗 ითამაშე აქ: https://waterway.ge/

🌐 waterway.ge  📢 თამაში დაიწყო ! ✅ waterway.ge -ს შემეცნებითი თამაში უკვე ხელმისაწვდომია! 🌊 აღმოაჩინე წყლის სამყარო, გაე...
05/05/2026

🌐 waterway.ge 📢 თამაში დაიწყო !

✅ waterway.ge -ს შემეცნებითი თამაში უკვე ხელმისაწვდომია! 🌊 აღმოაჩინე წყლის სამყარო, გაერთე მეგობრებთან ერთად, დააგროვე შენი საუკეთესო შედეგი 5 ივნისამდე და მოიგე პრიზები 🏆.

🔗 ითამაშე აქ: waterway.ge

📲 ჩვენი გუნდი მზადაა კითხვებზე პასუხისთვის, მოგვწერე WhatsApp-ზე:📲+995 511 230 535

ითამაშე, დააგროვე ყველაზე მეტი ქულა და დასაჩუქრდი! 🏆5 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, თუ ჩვენს შემეცნებით თამაშში ჩაერთვები,...
04/05/2026

ითამაშე, დააგროვე ყველაზე მეტი ქულა და დასაჩუქრდი! 🏆

5 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, თუ ჩვენს შემეცნებით თამაშში ჩაერთვები, ყოველი დაგროვებული წვეთი Apple-ის პრიზებთან დაგაახლოვებს! 📱💻

საჩუქრები ასეთია:
🥇 I ადგილი: iPhone 17 Pro Max
🥈🥉II-III ადგილები: iPhone 17 Pro
💻 IV-V ადგილები: Macbook Air 13 inch
📱 VI-X ადგილები: iPad 2025 (11th Gen)

💧ყოველი წვეთი ძვირფასია💧ჩვენი შემეცნებითი თამაშია, რომელიც წყლის სრულ ციკლზე გვიყვება - ანუ როგორ მოდის სასმელი წყალი ჩვენს ონკანებამდე🚰 და როგორ ბრუნდება ის უკან, ბუნებაში ➡️🏔️

ℹ️თამაშის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 5 მაისის დილის 10:00 საათიდან

29/04/2026

მოემზადე, 5 მაისს ჩვენი თამაში იწყება! 💧

💧„ყოველი წვეთი ძვირფასია“ შემეცნებითი თამაშია, რომელიც იმ გრძელ გზაზე გვიყვება, რასაც წყლის სრული ციკლი ჰქვია, ანუ გზა მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე და უკან, ბუნებაში დაბრუნებამდე

რა გელოდება?
🎮 სახალისო მინითამაშები;
🧩 საინტერესო თავსატეხები;
🎁 და რაც მთავარია, Apple-ის 10 პრიზი, მათ შორის: iPhone 17 Pro Max, iPhone 17 Pro, MacBook Air და iPad

მოინიშნე კალენდარში 5 მაისი - ითამაშე, დააგროვე ყველაზე მეტი ქულა და დასაჩუქრდი!

🔹 კამპანია "ყოველი წვეთი ძვირფასია"-ს ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებმა მოინახულეს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათა...
28/04/2026

🔹 კამპანია "ყოველი წვეთი ძვირფასია"-ს ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებმა მოინახულეს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობები, დაათვალიერეს საფილტრე სადგურები, ლაბორატორია და გაეცნენ იმ პროცესებს, რომელსაც წყალი გადის ჩვენ ონკანამდე მოსასვლელად

💙 მადლობა თითოეულ სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს ჩართულობისთვის

🔹 ჯივიპის მფლობელმა, წყლის რესურსების მართვის სფეროში წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ,  აშშ-ში, ქალქ  კორპუს კ...
24/04/2026

🔹 ჯივიპის მფლობელმა, წყლის რესურსების მართვის სფეროში წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, აშშ-ში, ქალქ კორპუს კრისტის მერიასთან სტრატეგიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ქალაქის წყალმომარაგების სისტემის ფუნდამენტურ განახლებას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 175 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიზნად ისახავს რეგიონში არსებული მწვავე გვალვის შედეგების დაძლევას. ამ დროისთვის ადგილობრივ რეზერვუარებში წყლის დონე კრიტიკულ, 7.8%-იან ნიშნულამდეა შემცირებული, რაც ალტერნატიული წყაროების მოძიებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის

🔹 თანამშრომლობის ფარგლებში, O.N. Stevens-ის მუნიციპალურ ობიექტზე აშენდება თანამედროვე წყლის გამტკნარების ნაგებობა. სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიით მლაშე წყალს სასმელ წყლად გარდაქმნის და დღეში 80,611 კუბური მეტრის წარმოებას შეძლებს. Aqualia პასუხისმგებელი იქნება პროექტის სრულ ციკლზე - დაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, 5-წლიანი ოპერირებით დასრულებული. ობიექტი დაჩქარებული ტემპით ამოქმედდება: სასმელი წყლის მიწოდება პირველივე წელს დაიწყება, ხოლო სრულ სიმძლავრეს სისტემა 24 თვეში მიაღწევს

🔹 როგორც Aqualia-ს ევროპისა და ამერიკის დირექტორმა, ხოსე მიგელ ხანისესმა აღნიშნა, წყლის მდგრადობა თანამედროვე ინფრასტრუქტურის უმთავრესი გამოწვევაა და კომპანია მზადაა, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების დასანერგად გამოიყენოს. ეს პროექტი ქალაქ კორპუს კრისტისთვის კლიმატური რისკებისგან დამოუკიდებელ წყლის რესურსს შექმნის, Aqualia-სთვის კი ჩრდილოეთ ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე პოზიციების გამყარების მორიგი ნაბიჯი იქნება

24/04/2026

💧 სოფელ დიღომში, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
🔹 Პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3.3 მილიონ ლარზე მეტია

💧 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წლის Global Wate...
17/04/2026

💧 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და 2026 წლის Global Water Awards-ის ორი პრესტიჟული ნომინაციის ფინალისტი გახდა

🔹 საერთაშორისო წყლის ინდუსტრია წლის მთავარი მოვლენის მოლოდინშია. „წყლის ოსკარებად“ წოდებული Global Water Awards 2026-ის ფინალისტები ცნობილია და მათ შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას კომპანია Aqualia იკავებს, რომელიც საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე და სტრატეგიული ინვესტორია

🔹 პრესტიჟული გამოცემა Global Water Intelligence-ის (GWI) მიერ Aqualia-ს აღნიშნულ ნომინაციებზე წარდგენა ადასტურებს, რომ კომპანია არა მხოლოდ საოპერაციო მიმართულებით ვითარდება, არამედ წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ეკოლოგიურ სტანდარტებსაც აწესებს მსოფლიო მასშტაბით

🔹 ნომინაცია „წლის წყლის კომპანია“ Aqualia-სთვის გასული წლის მასშტაბური სტრატეგიული ნაბიჯების შედეგია. კომპანიამ შეძლო პოზიციების განმტკიცება მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ბაზრებზე, მათ შორის წარმატებით დაიწყო ოპერირება იაპონიის ბაზარზე და საქმიანობა საფრანგეთშიც გააფართოვა. კომპანიამ ახალი კონტრაქტები გააფორმა პერუსა და საუდის არაბეთში. კომპანიის საოპერაციო ზრდას ხელი შეუწყო სექტორში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა ფინანსურმა ოპერაციამ: 1.25 მილიარდი ევროს მოცულობის რეფინანსირებამ, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის ფინანსური სტრუქტურა და ინვესტორთა ნდობა

🔹 “წლის წყლის კომპანიის” ნომინაციაში Aqualia ისეთ გლობალურ ლიდერებს უწევს კონკურენციას, როგორებიცაა Acciona, Aquatech, Miahona და Xylem

🔹 მეორე ნომინაცია - „წლის საუკეთესო პროექტი წყლის მეორადი გამოყენების დარგში“ - Aqualia-ს მიერ ინიცირებულ ევროპულ პროექტ NICE-ს უკავშირდება. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს კომპანიის ინოვაციურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქებში წყლის რესურსების მართვის სრულ ტრანსფორმაციას ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით

🔹 პროექტის ფარგლებში Aqualia-მ დანერგა სისტემები, რომლებიც „მწვანე ინფრასტრუქტურის“ მეშვეობით შესაძლებელს ხდის გამოყენებული წყლის გაწმენდასა და მის ხელახალ გამოყენებას

🔹 ამ კატეგორიაში Aqualia ისეთი ქვეყნების მასშტაბურ პროექტებს უპირისპირდება, როგორიცაა ინდოეთი (Wabag და Suez), ირლანდია (Haskoning) და დიდი ბრიტანეთი (Jacobs)

💧 ეს აღიარება Aqualia-სთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია წყლის რესურსების მდგრადი მართვის გზაზე. კომპანია აგრძელებს ახალი სტანდარტების დაწესებას მსოფლიო მასშტაბით, იქნება ეს გლობალური გაფართოება თუ ეკო-ინოვაციური პროექტები. ფინალისტებს შორის ყოფნა უკვე ნიშნავს, რომ კომპანია წყლის სექტორის ტოპ-ხუთეულშია, რაც პირდაპირ აისახება მის მიერ განხორციელებული სერვისების ხარისხზე იმ ქვეყნებში, სადაც ის ოპერირებს. გაიმარჯვებს თუ არა Aqualia ორივე ნომინაციაში, ეს 19 მაისს, მადრიდში, Global Water Summit 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე გახდება ცნობილი

07/04/2026

🔹 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის რეაბილიტაცია „აქუალიას“ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განახორციელა

🔹 ბოდორნა-ღრმაღელის 40-კილომეტრიანი გვირაბი დედაქალაქის წყალმომარაგების ერთერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია

🔹 ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი წარმოადგენს თბილისის წყალმომარაგების სისტემის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას. სწორედ მისი მეშვეობით ივსება თბილისის წყალსაცავი, რაც ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურების გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა და 225 000 ოჯახის უწყვეტ და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს

🔹 სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი საგურამოდან ზაჰესის დასახლებამდე არსებულ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა

🔹 პროექტის ფარგლებში კომპანიამ 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რაც პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფდა

🔹 პროექტი 6 მარტს დაიწყო და ზუსტად ერთ თვეში დასრულდა

Address

Medea Mzia Jugeli Street N 10
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი • Georgian Water and Power posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share