G.Tsulukidze Mining Institute

Directions Website Contact the business

G.Tsulukidze Mining Institute გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
LEPL G.Tsulukidze Mining Institute

05/10/2026

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები გულითადად ვულოცავთ ბატონ ლევან ჯაფარიძეს საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებას!

2026 წლის 4 ოქტომბერს, „თბილისობის“ საზეიმო ღონისძიებაზე, თბილისის მერიამ საპატიო თბილისელის წოდებით 32 გამორჩეული მოქალაქე დააჯილდოვა, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და სამთო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ლევან ჯაფარიძე.

საპატიო ჯილდო ბატონ ლევან ჯაფარიძეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

ეს მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბატონი ლევან ჯაფარიძის მრავალწლიან, ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მის განსაკუთრებულ წვლილს ქართული მეცნიერებისა და სამთო დარგის განვითარებაში.

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები

18/09/2026
2026 წლის 7-11 სექტემბერს ჩეხეთის ქ. ოსტრავაში გაიმართა მიწის და ეკოლოგიურ მეცნიერებათა მე-10 მსოფლიო მულტიდისციპლინარულ...
18/09/2026

2026 წლის 7-11 სექტემბერს ჩეხეთის ქ. ოსტრავაში გაიმართა მიწის და ეკოლოგიურ მეცნიერებათა მე-10 მსოფლიო მულტიდისციპლინარული კონგრესის (WMCEES 2026).
სესიას "Environmental Engineering II" ხელმძღვანელობდა სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი გიორგი ლელუაშვილი, ხოლო სესიას "Geochemistry, Geophisics & Seismology, Modelling and Soft Computing in Earth Sciences"- ლაბორატორიის უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გიორგი ნოზაძე.
ზეპირი მოხსენებით გამოვიდნენ ინსტიტუტის თანამშრონმლები:
1. "Numerical Analysis of the Magnetic Flux Leakage Field Induced by Internal Defects in Longitudinal Ferromagnetic Structures" - გიორგი ნოზაძე (თანაავტორები: ნიკოლოზ ჩიხრაძე, გიორგი ლელუაშვილი, გიორგი ჩიქოვანი) ;
2. "New Reliable, Efficient, and Cost-Effective Cathodic Protection System" - გიორგი ლელუაშვილი (თანაავტორები: ნიკოლოზ ჩიხრაძე და ლევან ლელუაშვილი).

The 10th World Multidisciplinary Congress on Earth and Environmental Sciences (WMCEES 2026) was held in Ostrava, Czech Republic, from September 7 to 11, 2026.
The “Environmental Engineering II” session was chaired by Giorgi Leluaishvili, a Researcher at the Grigol Tsulukidze Mining Institute, while the “Geochemistry, Geophysics & Seismology, Modelling and Soft Computing in Earth Sciences” session was chaired by - Head of the Laboratory, Chief Researcher Giorgi Nozadze.

The following scientists from the institute gave oral presentations:
1. "Numerical Analysis of the Magnetic Flux Leakage Field Induced by Internal Defects in Longitudinal Ferromagnetic Structures" - გიორგი ნოზაძე (co-authors: Nikoloz Chikhradze, Giorgi Leluashvili, Giorgi Chikovani ;
2. "New Reliable, Efficient, and Cost-Effective Cathodic Protection System" - Giorgi Leluashvili (co-authors: Nikoloz Chikhradze and Levan Leluashvili).

2026 წლის 18 აგვისტოს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2026 წლის მეცნიერების პოპუ...
18/08/2026

2026 წლის 18 აგვისტოს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2026 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგები.
დასაფინანსებლად შეირჩა 20 პროექტი, მათ შორის სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტიდან:

SPG-26-261 "საშაბათო სკოლა" გზა სამთო მეცნიერებისკენ, სამთო დარგის პოპულარიზაცია მომავალ თაობებში" -
ხელმძღვანელი - მამუკა ბაღნაშვილი, კოორდინატორი - ასმათ შეყილაძე, ძირითადი შემსრულებელი - თენგიზ შუბითიძე;
თანამონაწილე ორგანიზაცია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე

On August 18, 2026, the LEPL S***a Rustaveli National Science Foundation of Georgia announced the final results of the 2026 Targeted Grant Call for Science Popularization.
20 projects were selected for funding, including one from the LEPL Grigol Tsulukidze Mining Institute:
SPG-26-261 ""Saturday School" Path to Mining Science, Popularization of the Mining Among Future Generations".

Project participants:

Principal Investigator - Mamuka Bagnashvili;
Coordinator - Asmat Shekiladze;
Main Personnel - Tengiz Shubitidze;
Participating Institution - LEPL Georgian Technical University.

2026 წლის ეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 81 საკონკურსო გა....

ელგუჯა მეძმარიაშვილი 80  წლის იუბილარიაპირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი,საქართველოში კოსმოსური...
17/08/2026

ელგუჯა მეძმარიაშვილი

80 წლის იუბილარია

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი,
საქართველოში კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო, ტექნოლოგიური და აკადემიური დარგების დამაარსებელი

• საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი,
• გენერალ-მაიორი,
• სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი,
• ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
• სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,
• გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი,
• საქართველოს, სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელმწიფო და საუწყებო ორდენებისა და მედლების, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი სამხედრო ჯილდოს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი,
• საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი,
• ქ. მცხეთის, ბათუმისა და თბილისის საპატიო მოქალაქე.

• მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: კოსმოსური და მიწისზედა სპეციალური დანიშნულებისა და სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები და კომპლექსები; ტრანსფორ-მირებადი საინჟინრო სისტემების თეორია: საქართველოს ტერიტორიის თავდაცვის-თვის საინჟინრო მომზადება; საბრძოლო მოქმედებების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფა და სამხედრო თეორია.
• ადრეულ ეტაპზე „საიდუმლო“, „სრულიად საიდუმლო“ და „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ სამთავრობო დადგენილებებით, გადაწყვეტილებებით და ბრძანებებით ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური და მიწისზედა ავტონომიური კომპლექსები, რომლებიც აგებული იყო დიდი ზომის გასაშლელი რეფლექტორული ანტენების ბაზაზე. ელგუჯა მეძმარიაშვილი ასევე უშუალოდ მონაწილეობდა „ღია ლიტერატურაში“ გამოქვეყნებულ კოსმოსურ პროგრამებში. მათ შორის: ორი, შეწყვილებული, წრიული გასაშლელი კონსტრუქცია „კრაბის“ შექმნაში, რომელიც განხორციელდა 1989 წელს კოსმოსურ ხომალდ „პროგრეს 40-ზე“ და 14,5-მეტრიანი ასაწყობი კონსტრუქციის საბაზო ნაწილის შექმნაში, რომელიც ორბიტულ სადგურ „მირზე“ აიგო 1991 წ.
• შემდგომ ეტაპზე მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით 1995-2025 წლებში, კომპანიების და ორგანიზაციებისათვის შესრულდა სამეცნიერო და ტექნოლოგიური სამუშაოები: „Daimler Bens Aerospace” - გერმანია, “Alenia Aerospazio” - იტალია,“მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი’’, ევროპული კოსმოსური სააგენტო - ESA და „EOS Data Analytics” - აშშ კონტრაქტებით.
• ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ რეალიზებულ სამუშაოებში უმნიშვნელოვანესია პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი „რეფლექტორი“, რომელიც ღია კოსმოსურ სივრცეში, ორბიტულ სადგურზე 1999 წ. 23-28 ივლისს წარმატებით გაიშალა, გამოიცადა და შემდეგ მოძრაობა გააგრძელა დამოუკიდებელ, დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე.
• საქართველოში ყოველი წლის 23 ივლისი, როგორც საქართველოს ისტორიაში ეროვნული ღირსების აღმნიშვნელი, დაწესდა “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღედ”.

სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
საქართველოსა სამთო საზოგადოება
საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია
„სამთო ჟურნალი“-ს სარედაქციო კოლეგია

ანონსი
16/07/2026

ანონსი

04/05/2026

გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ალექსანდრე ბეჟანიშვილს და ბატონ დემურ ტალახაძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოებას.

აღნიშნული ჯილდო წარმოადგენს მათი მრავალწლიანი, ნაყოფიერი და ღირსეული საქმიანობის მაღალ შეფასებას, რომელიც უკავშირდება მეცნიერების, განათლებისა და პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

ვუსურვებთ ბატონ ალექსანდრე ბეჟანიშვილს და ბატონ დემურ ტალახაძეს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მრავალ შემოქმედებით წელს, ახალ წარმატებებსა და ნაყოფიერ მოღვაწეობას როგორც სამეცნიერო, ისე აკადემიურ ასპარეზზე, ქვეყნის საკეთილდღეოდ.


ნიკოლოზ ჩიხრაძე

პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევ-კორესპონდენტი
საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი

27/04/2026

🔊 გამოცხადდა 2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი

🔹კონკურსის მიზანია გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას, წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

🔹დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: ⤵️
https://shorturl.at/CrPel

27/04/2026

Address

7 Elizbar Mindelis Str
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when G.Tsulukidze Mining Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to G.Tsulukidze Mining Institute:

Shortcuts

Share