სადეზინფექციო-მათეთრებელი საშუალება "თოლია", მომწვანო-მოყვითალო ფერის სითხეა, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ჰიპოქრლორიტს, რის გამოც, ხსნარს გააჩნია სამმაგი მოქმედება:
ამოჰყავს ლაქები თეთრეულიდან და სხვადასხვა გლუვი ზედაპირებიდან.
ათეთრებს.
ეფექტურია, როგორც სადეზინფექციო საშუალება.
მძაფრი სუნის გასანეიტრალებლად, ხსნარს დამატებული აქვს ლიმონის სურნელი.
სარეალიზაციოდ, ხსნარი დაფასოებულია ჩვენს მიერვე წა
რმოებულ პოლიეთილენის 1 ლიტრიან ბოთლში.
2015 წლის მაისიდან, შევცვალეთ ბოთლის დიზაინი.
ფართოა ჩვენს მიერ წარმოებული ხსნარის გამოყენების არეალი. მას მოიხმარენ სამრეცხაოებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, საავადმყოფოებსა და სასტუმროებში, როგორც სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებას.
ასევე, მას იყენებენ საცურაო აუზებში, მცირე და საშუალო სიმძლავრის წყალსადენებში, როგორც სადეზინფექციო საშუალებას.
ხსნარი გამოიყენება ქაღალდის წარმოებაშიც, როგორც მათეთრებელი საშუალება.
გამოიყენება:
ბამბისა და სელის ქსოვილების გასათეთრებლად;
თეთრეულიდან და გლუვი ზედაპირებიდან ლაქების ამოსაყვანად;
ემალირებული და ფაიფურის ჭურჭლის, მოსაპირკეთებელი ფილის, უნიტაზის, ნიჟარის, აბაზანის გარეცხვისა და დეზინფექციისთვის;
სანტექნიკური მილების შიდა ზედაპირებიდან ცხიმოვანი და ცილოვანი დანალექების მოსაცილებლად;
სასმელი წყლის, საცურაო აუზის დეზინფექციისთვის;
ინფექციურ დაავადებათა კერებში ნიადაგის, საგნებისა და სპეციალური ობიექტების დეზინფექციისთვის.
უსაფრთხოება, გამოყენების წესები და დოზირება
არ გამოიყენოთ ხსნარი ტყავის, შალისა და აბრეშუმის ქსოვილისთვის.
არ გამოიყენოთ ხსნარი შეღებილი ქსოვილისთვის.
ხსნარი არ არის განკუთვნილი ხარშვისთვის.
ხსნართან კონტაქტისას გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები.
ხსნარის კანზე ან თვალში მოხვედრისას, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
ღია ფერის ტანსაცმლისა და თეთრეულის გასათეთრებლად და მათგან ლაქების ამოსაყვანად, 80 - 100 მილილიტრი ხსნარი გახსენით 10 ლიტრ ცივ ან ნელ-თბილ (არაუმეტეს 50 გრადუსი ცელსიუსის) წყალში, ჩაალბეთ სარეცხი 40 - 60 წუთი ცივ წყალში ან 20 - 30 წუთი ნელ-თბილ წყალში. ჩალბობის შემდეგ, რამდენიმეჯერ გაავლეთ ცივ წყალში.
ანტიკოროზიული ფენით დაფარული საგნების ზედაპირების გასარეცხად და დეზინფექციისთვის, 60 - 100 მილილიტრი ხსნარი გახსენით 5 ლიტრ ცივ წყალში. დამუშავების შემდეგ გააჩერეთ 15 - 20 წუთით და გადარეცხეთ წყლით.
ნიჟარის, უნიტაზის, აბაზანის გასათეთრებლად, ხსნარი დაასხით დასამუშავებელ ზედაპირზე ან წაუსვით ღრუბლით. ხსნარს აქვს სიბლანტე, ამიტომ, ვერტიკალურ კედელზე წასმული ხსნარის თხელი ფენა, კედლიდან მისი ჩამოღვრის მიუხედავად, მაინც რჩება ზედაპირზე. 1 საათის შემდეგ კარგად გადარეცხეთ წყლით.
სანტექნიკური მილების შიდა ზედაპირების ცხიმოვანი ნალექებისგან გასათავისუფლებლად, პერიოდულად ჩაასხით ერთი ბოთლი "თოლია"-ს ხსნარი ნიჟარის წყალშემკრებში და 2 - 3 საათის შემდეგ ჩარეცხეთ წყლით.