წყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center

წყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center Our goal is to serve the development of a knowledge-based economy. And, the priority direction is th

ინოვაციების ცენტრი წარმოადგენს სივრცეს, სადაც აკუმულირებულია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები.
🔹ჩვენი მიზანია ვემსახუროთ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარებას. ხოლო, პრიორიტეტული მიმართულება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს განვითარებაა.
🔹ორიენტირებული ვართ ხელი შევუწყოთ სპეციალისტების მომზადებას და შევქმნათ კომფორტული გარემო ნოვატორული იდეების გენერირებისათვის,

პროექტული მართვის უნარების განვითარებისათვის და სტარტაპების შექმნისათვის.
🔹ინოვაციების ცენტრი, თავისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების ჩასახვასა და ზრდას. ხოლო, სამუშაო სივრცის ხელშეწყობის მიზანია ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება.

26/04/2026

🔬 საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა „კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი“.

ინიციატივის მიზანია იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ახორციელებენ კვლევისა და განვითარების (R&D) მომსახურებას, რაც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალი ღირებულების პროდუქტების შექმნას და გააძლიერებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

📌 სტატუსი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის კვლევისა და განვითარების (R&D) მომსახურების გაწევა.
🎯 სტატუსის სარგებელი
✔ მოგების გადასახადი - 5%
✔ საშემოსავლო გადასახადი - 5%
⏳ სტატუსი გაიცემა 1 წლით და მისი მოქმედების მაქსიმალური ვადა შეზღუდული არ არის.

🎥 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო რგოლი და ეწვიეთ პლატფრომას innovationstatus.gov.ge
Tourism Center of Tskaltubo.წყალტუბოს ტურიზმის ცენტრიMerab Meladzeწყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center

03/12/2025
💼✍️ღონისძიებაზე მსურველთა (დასწრების)რეგისტრაციაგრძელდება 3-დეკემბერის ჩათვლით🙌Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუ...
03/12/2025

💼✍️ღონისძიებაზე მსურველთა (დასწრების)რეგისტრაცია
გრძელდება 3-დეკემბერის ჩათვლით🙌
Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუბოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოTourism Center of Tskaltubo.წყალტუბოს ტურიზმის ცენტრიNina Kekelidzeწყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation CenterЦентр "Edumediator"Park Hotel Tskaltubo - Balneological ResortVITA Gardenia Hotel TskaltuboHotel "Villa Edemi"მარანი ხაჟალია-Marani KhazhaliaMagnolia Restaurant • რესტორანიHotel & Spa/წყალტუბო ეპიკ სასტუმრო და სპასასტუმრო პრომეთე Tskaltubo Hotel prometheus

Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუბოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოVITA Gardenia Hotel Tskaltubo🌟 საინტერესო სიახლ...
08/08/2025

Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუბოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო
VITA Gardenia Hotel Tskaltubo

🌟 საინტერესო სიახლე წყალტუბოდან — ადგილი, სადაც სპორტი, ტურიზმი და თანამედროვე ხედვა ერთმანეთს ხვდებიან!
📍 წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი სიამაყით ულოცავს VITA Gardenia Hotel Tskaltubo-ს ახალი, მაღალი სტანდარტების მქონე საფეხბურთო მოედნის გახსნას — სივრცის, რომელიც ერთდროულად ეხმიანება ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს და ქმნის პერსპექტივას სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის.
⚽ წყალტუბოსთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი კურორტის მრავალფუნქციური გამოყენებისკენ მივყავართ.
ასეთი ინიციატივები აძლიერებს ქალაქის ტურისტულ პოტენციალს და ერთიან ხედვას, რომლის საფუძველიც არის:
➡️ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა
➡️ აქტიური დასვენება
➡️ სტუმრებისთვის მრავალფეროვანი გამოცდილება

🌿 ვაფასებთ ბიზნესის როლს ტურიზმის ეკოსისტემის გაძლიერებაში და მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის რეალიზებაში ჩართულია.

წყალტუბო ვითარდება — და თითოეული ასეთი სივრცე ჩვენი მომავლის ნაწილია.



⚽🌿💡

👇🤷‍♂️სასწაულის ძიებაში • Ajara TV
07/08/2025

👇🤷‍♂️სასწაულის ძიებაში • Ajara TV

Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუბოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოჩვენ გეძებთ შენ!წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის...
07/08/2025

Tskaltubo Youth Advisory Council - წყალტუბოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოჩვენ გეძებთ შენ!

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ეძებს შემოქმედებითად ნიჭიერ ახალგაზრდებს!

🎤 თუ მღერი,💃 ცეკვავ,🎨გაქვს კარგი იუმორისტული ნიჭი ან ქმნი საინტერესო ნივთებს და გაქვს სხვა უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გინდა, რომ საზოგადოებას გააცნო, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

📩 თვლი, რომ შენ ან შენს მეგობარს გაქვთ შემოქმედებითი პოტენციალი?
დაგვიკავშირდი ჩვენს ელფოსტაზე: [email protected]
ან მითითებულ ნომრებზე: 555 272 045, 551 541 040.
შეავსე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/EP1YKda96mD1Z9FAA

ნუ დამალავ ნიჭს — გამოავლინე ის!

შეიძლება სწორედ შენ გახდე ჩვენი მომავალი ახალგაზრდული ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე!

ჩვენ გეძებთ შენ!

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ეძებს შემოქმედებითად ნიჭიერ ახალგაზრდებს!

🎤 თუ მღერი,💃 ცეკვავ,🎨გაქვს კარგი იუმორისტული ნიჭი ან ქმნი საინტერესო ნივთებს და გაქვს სხვა უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გინდა, რომ საზოგადოებას გააცნო, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

📩 თვლი, რომ შენ ან შენს მეგობარს გაქვთ შემოქმედებითი პოტენციალი?
დაგვიკავშირდი ჩვენს ელფოსტაზე: [email protected]
ან მითითებულ ნომრებზე: 555 272 045, 551 541 040.
შეავსე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/EP1YKda96mD1Z9FAA

ნუ დამალავ ნიჭს — გამოავლინე ის!

შეიძლება სწორედ შენ გახდე ჩვენი მომავალი ახალგაზრდული ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე!

P.S ღონისძიება იმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერითა და ორგანიზებით

06/08/2025

We are descending into the Khvamli Mountain cave in search of the Holy Grail.
Tourism Center of Tskaltubo.წყალტუბოს ტურიზმის ცენტრი

💙 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და ტურიზმის სამსახურის სახელით, გულითად მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა ხუნ...
05/08/2025

💙 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და ტურიზმის სამსახურის სახელით, გულითად მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა ხუნდაძეს თბილი მოწვევისა და მასპინძლობისთვის.
ჩვენთვის პატივი იყო ამ მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმის მონაწილეობა, რომელსაც ნამდვილად აქვს ძალა, შექმნას თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები საქართველოს რეგიონებს შორის.

🌿 კულტურა მახსოვრობას ქმნის — მადლობა, რომ ამ მეხსიერების ნაწილი გავხდით.


💥 დღე მე-6 | MESTIA INTERNATIONAL SHORT & MOUNTAIN FILM FESTIVAL

🎊 მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონიალს უმასპინძლა — 6 დღის განმავლობაში მესტიამ მულტიკულტურული, მრავალფეროვანი კინოს ზეიმი მოაწყო.

🎬 ეს დღეები იყო ნამდვილ კინომაგიით სავსე — მაყურებლებმა ერთად იხილეს სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ მთის თემატიკას, არამედ ადამიანის ცხოვრებისა და სიღრმისეულ ემოციებს ეხებოდა.
განსაკუთრებული გარემო შექმნეს თავად შემოქმედებმა — რეჟისორებმა, მსახიობებმა, სცენარისტებმა — რომლებმაც თავიანთი ხელოვნებით დაგვაახლოვეს ადამიანურ ღირებულებებთან.

🤝 დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ ფილმს, შემოქმედს, მაყურებელს და, რა თქმა უნდა, ჟიურის წევრებს — პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტისთვის.
განსაკუთრებული მადლობა იმ მხარდამჭერებსა და პარტნიორებს, ვისთვისაც კულტურა სიტყვაზე მეტად პასუხისმგებლობაა.

💬 ფესტივალის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ხათუნა ხუნდაძემ, დახურვის ცერემონიაზე აღნიშნა:
„იდეები იდეებად დარჩებოდა, რომ არა ერთგული ადამიანები, ვინც მათ განხორციელებაში გვედგნენ გვერდით.“

📍 ფესტივალი უკვე მეხუთედ ჩატარდა და დღითიდღე მეტად იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო კინორეიტინგებში.
Svaneti, Mestia

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ „საგან...
05/08/2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ „საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საერთაშორისო სამიტსა და გამოფენაში‘‘ მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.

ალექსანდრე წულაძე, სტამბოლში თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის, იუსუფ თეკინის მიწვევით სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. მან სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გააცნო როგორც განხორციელებული პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას უკავშირდება.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად განათლება რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად. სწორედ ამიტომ, ინოვაციების დანერგვისა და ციფრული კომპონენტის გასაძლიერებლად, სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მოსწავლეებსა და სტუდენტებში თანამედროვე კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას ისახავს მიზნად.

სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე წულაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თეკინთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

მინისტრებმა ისაუბრეს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე ახალი შესაძლებლობებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლების ინოვაციური მიდგომების გაზიარებასა და განათლებაში ციფრული ტრანსფორმაციის როლს.

მინისტრი ასევე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქინს და მასთან ერთად ქართველი და თურქი ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილა.

ალექსანდრე წულაძის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, მათ შორის, „სტუდფესტი“, ახალგაზრდული ბანაკები და სხვა.

შეხვედრების დასასრულს თურქმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და მინისტრს სამომავლო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფებდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე და მოადგილე ბაია კვიციანი. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

The Minister of Education, Science and Youth of Georgia, Aleksandre Tsuladze, participated in the International Educational Technologies Summit and Exhibition held in the Republic of Türkiye. The summit was officially opened by the President of Türkiye, Recep Tayyip Erdoğan.

Following an official invitation from the Minister of National Education of the Republic of Türkiye, Yusuf Tekin, the Minister of Education, Science and Youth of Georgia, Aleksandre Tsuladze, participated in the Summit, alongside education ministers and key stakeholders from various countries. As part of the summit’s official agenda, Minister Tsuladze delivered a formal address highlighting Georgia’s major accomplishments and outlining strategic plans for the continued integration of modern technologies across all levels of the national education system.

According to Minister Tsuladze, education remains one of the most effective instruments for promoting the sustainable development. In light of this, the Ministry is undertaking a range of strategic initiatives aimed at fostering innovation, enhancing the digital aspect of education, and equipping learners with the modern competencies and skills required in a rapidly evolving world.

During his official visit to Istanbul, Minister Tsuladze also held an independent bilateral meeting with the Turkish Minister of National education – Mr. Yusuf Tekin. The parties emphasized the significance of maintaining the strategic partnership between Georgia and Türkiye, highlighting the importance of enhancing the existing cooperation in the fields of education, science, and youth affairs.

The ministers explored new opportunities for joint initiatives across all levels of the education system. They placed particular emphasis on the exchange of innovative teaching approaches and the critical role of digital transformation in modern education.

Furthermore, Minister Aleksandre Tsuladze held a meeting with the Minister of Youth and Sports of the Republic of Türkiye, Mr. Osman Aşkın Bak, during which they discussed opportunities for implementing joint initiatives aimed at supporting Georgian and Turkish youth.

Moreover, Minister Tsuladze emphasized that youth empowerment is one of the key priorities of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia. In this context, a number of large-scale initiatives are already underway, including – StudFest, youth camps, and other designated programmes designed to foster engagement and development amongst the young people.

As the meetings drew to a close, the Turkish side expressed their appreciation for the ongoing reforms within Georgia’s education system and reaffirmed their readiness to enhance bilateral cooperation moving forward.

On the official visit to Istanbul, Minister Aleksandre Tsuladze was accompanied by the First Deputy Minister of Education, Science and Youth, Giorgi Modebadze, and Deputy Minister, Baia Kvitsiani. The Consul General of Georgia in Istanbul, Mr. Aleksandre Jishkariani, also participated in the official events.

Address

Tskaltubo
5400

Telephone

+995595120777

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to წყალტუბოს ინოვაციების ცენტრი • Tskaltubo Innovation Center:

Share